ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2011


შენ ამბობ(2011-09-23 22:48:54)

შენ ამბობ, – არ ქრებაო უკვალოდ არაფერი.
მე მინდა იწვიმოს და გზა–კვალი გადაშალოს.
შენ ამბობ, – დაგვცინისო ზეციდან მამაღმერთი,
მანდომებ რომ ავდგე, ცოდვები გაგიცვალო.

შენ ამბობ, – არ მჯერაო სიკეთის.ბოროტებამ
– თითქოს და ეპოქა მთლიანად გადასანსლა
და თუ რამ გვინდოდა სულ ტყუილად გვდომებია,
სულ ტყუილად ვირჯებოდით.არ ღირდა,ამბობ გარჯად.

შენ ამბობ, –  მეგობრობა,ისეთი ძვირი გახდა,
საშინლად გაიაფდა, დღეს – ადამიანობა.
ტყვიასაც ვერ მიაგნებ,რომ შუბლში დაიშინო, –
უფულოდ არ გაჩუქებს. – დახლიდარს ენანება.
ჰო,არა დაბადებამ,სიკვდილმა აიწია –
ფასი და თავს იფასებს,შორს დგას და გვემალება.

მინდება ყურებზე ბამბები წამოვიცვა,
იქამდე სანამ კვლავ სიმშვიდეს არ მივაგნებ.
შენ ცდილობ, სული რომ, ციხიდან გამოუშვა,
ანუ სხეულიდან და, მაინც, არ გიმართლებს.

შენ ამბობ, – სიყვარული წრეში ბურთს ემსგავსება.
სამიზნედ ვიქეცით და თან ვცდილობთ ავიცილოთ.
წლები წინ მიდიან და ხვალს – გუშინ ემატება,
იქნება როგორმე აწყმოც კი მივაცილოთ –
შორეულ ქვეყანებამდე.იქ, ბებერ წეროებთან,
სითბოში გადაფრინდეს მიაგნოს უკვდავ ზაფხულს.
...
შენ ამბობ, – ტყუილია და სხვათაშორისია
სულ ყველა სამოთხე და თვითონ ის ჯოჯოხეთიც.
მე ვფიქრობ შემიძლია,შენ ღმერთი დაგიბრუნო,
ხან ვფიქრობ, ჩემთვისაც არ მყოფნის მე ეს ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები