ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პროზა 27 სექტემბერი, 2011
= ზამბაკების ყელსაბამით =
მარილწვეთები. დამსკდარ ბაგეზე ნაშხეფებად შერჩენილი ზღვა. თმას გაიშლის და ნიავს მიანდობს დასავარცხნად. ჩაიწნავს წითურ დალალებში წყალმცენარეებს . ზამბაკების ასხმულას თლილ კისერზე ჩამოიკიდებს. დაითვლის მთვარეს: რამდენიც ტალღა –იმდენიც მოლივლივე, მქრქალი ცირკონი. ჩაჰკიდებს თვალს და პლანქტონების მოციმციმე ბისერებით ანთებულ დინებებს ზღვის კაბის მორთვას დაანებებს ... და ძალიან ბევრს იფიქრებს, ნეტავ თუ რატომ არ განიცადა ევოლუცია გენმა და ჯიშმა, ჯილაგმა მისმა . სხვანი ხომ უკვე გავიდნენ ნაპირზე ?! მიხოხდნენ ქვებამდე... კლდეებამდე. ხის კენწეროდან დაინახეს უსაზღვრო სივრცე. მერე, ნელ–ნელა ისევ მიწას ჩამოეჩვივნენ . სამარხებადაც მიწა ირჩიეს და წყალი თუკი შეუდგათ გვერდში, სიზმრებით უთხრეს ნათესავებს – შემოგვეშელეთ, ვიხრჩობითო. მხოლოდ ნაწილი უბრუნდება უკიდეგანო ზღვების მივიწყებულ ეკოსისტემებს, ისიც დროებით. უფრო ცოტა კი, სამუდამოდ რჩება მის წყლებში, ეს მაშინ, როცა : ზევსი – ელვის კლაკნილი სურიკენებით სხეულს დაუჩხვლეტს პოსეიდონს. პოსეიდონი თავის მხრივ, ტალღით გააწნავს სილას ქუხილთმპყრობელის მოქუფრულ სახეს. ვერ იყოფენ სამემკვიდრეოს ძმები. ჩხუბობენ... და ამ დროს ქლოროფილით და მთვარის ცივი შუქით დაპიგმენტებულ – დალაქული სხეული ქალის, სხეული თევზის – ხომალდების, დამსხვრეული გემების ნაფოტებში შეაგროვებს მარჯნის პოლიპებს შუა ჩალაგებულ ძვლებს თუ სიკვდილებს, ვუი–ვიშვიშებს თუ ვაი–სევდა–უშველებელებს. ისიც აქ ნახა.მეზღვაური. მასაც სხვასავით გადარჩენის უმღერა ოდა. ზამბაკების ასხმულა დაჰკიდა გულზე. გაანებივრა. მშრალი თვალების, სისხლმდუღარე გულის სჯეროდა. უხაროდა, რომ მეზღვაურმა მისი ქერცლი, მისი კუდი არ შეიმჩნია. ცხოვრობდნენ ერთ ხანს ბედნიერად. (დრო გადიოდა.) ცაში ვარსკვლავებს ითვლიდნენ და ზღვაში ვარსკვლავ–თევზს. ცაში თეთრ ღრუბლებს მწყემსავდნენ და ზღვაში – მედუზებს. და მერე, მეკობრეთა ხომალდები, აფრაჩაკეცვით მათ საცხოვრებელ ლაგუნაში უშვებდნენ ღუზებს, ჟანგიან ღუზებს. და სისხლმდუღარე გული კაცის, ეჭვისაგან ისე ადუღდა, რომ რვაფეხის გამონასროლ მელნად მოვიდა უნდობლობის შავი მაქცია. ქლოროფილით და მთვარის ცივი შუქით დაპიგმენტებულ – დალაქული სხეული ქალის, სხეული თევზის – კლდის ქიმზე წევს და ლოცულობს მეზღვაურისთვის, რომელმაც იგი „ცრუ მეძავად“ გადააქცია.
ძნელია ამ გვერდზე ჟანრობრივი კუთვნილების ცალასახად გაგება. ჩემთვის ეს არ არის პროზა, ავტორისთვის პოეზია საინტერესოდ კი იკითხება _ რა ხდება? :) ჟანრების თემატური დაყოფა თუ უშველის ამ საქმეს _ საიტსაც უფრო "ლიტერატურულად ამბიციურს" გახდიდა ეს.

განუმეორებელო... რაც გინდა წერე, როგორ გინდა... ერთი ფაქტია, იმის გარდა, რომ შენ ძალიან ნიჭიერი ავტორი ხარ და სრულყოფილებასაც კი აღწევ ხოლმე ნაწერებში, შენ გაქვს წერის შენეული, მხოლოდ შენეული სტილი და ეს შენი სულის შედეგია, რომელიც არავის ჰგავს, თვითმყოფადია და თვითნაბადიც, თუ გნებავს, მარგალიტივით... ჰოდა, ერთიც კიდევ: შენ ხარ, ნათია, შენ ხარ... :)

მინდი, აქ შემაქე და პირადში ისე გააგრძელე, როგორც "მზრდი"-ხოლმე :D :-*
ანი, ჩემო სიხარულოოოოოუ, გენაცვუააააალე შენ მე! :-*
ქ_ნო თამარ, დიდი მადლობა ასე რომ მეხმარებით. :-* მოვყვები თავიდან:
1. მქრქალს რაც შეეხება _ ის ,ნამდვილი მთოოვარე - ზევით მბრწყინავი ცირკონია დანარჩემი ტალღებში "დასათვლელი" ეს ჩვენი სირინოზი რომ ითვლის - უფრო მქრქალად გამოიყურებოდა და... მაგიტომ თქვა ასე.
მეორეს გამოვტოვებ და ბოლოს მოვუბრუნდები.
3. ქლოროფილით დაპიგმენტდა (:D ) წყალმცენარეებში წოლით და ძილით მაგი სირინოზი. ამიტომ მე ეგეთი შეფერილობის კანით წარმომიდგენია ქალთევზები და იყოს ასე,მგონი,არაუშავს.
ხოდა, მეორეს ვუბრუნდები. "მატროსი" აგერ,მედისაც არ ეამა, ამიტომ მყარად მაქვს გადაწყვეტილი გადავაყენო თანამდებობიდან და თანაც ამ საათშივე მოვუწყობ იმპიჩმენტს. :D
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.
მედი, შენს მოფერებას ვენაცვალე მე :-*

ნათი, კარგია, მაგრამ 2-3 შენიშვნა მაქვს, რომელიც, ალბათ (წესით!!!), უნდა გაითვალისწინო:
1. რამდენიც ტალღა –იმდენიც მოლივლივე, მქრქალი ცირკონი. ---->>> ცირკონი მბრწყინავი თეთრი ქვაა... და, ამდენად, მ ქ რ ქ ა ლ ი - ვერაფრით იქნება!
მ ქ რ ქ ა ლ ი - ნიშნავს შუქგამტარსა და გაუმჭვირვალეს ზედაპირის გადაქერცვლის გამო.
2. უხაროდა, რომ ამ მატროსმა მისი ქერცლი, მისი კუდი არ შეიმჩნია. ---->>> უხაროდა, რომ მეზღვაურმა მისი ქერცლი, მისი კუდი არ შეიმჩნია.
3. ქლოროფილით და მთვარის ცივი შუქით დაპიგმენტებულ – დალაქული სხეული ქალის, ---->>> ქლოროფილი - მწვანე ფერს ანიჭებს მცენარის ფოთლებს. და ქალის სხეული - ხის ფოთოლი იყო? - ძალიან არასწორი შედარებაა!!! იქნებ ქლოროფილს მოუხერხო რამე? :))))
სხვა დანარჩენი - ძალიან მომეწონა! მე შენიშვნას ვტოვებ იმ ლექსებზე, რომლებიც მომწონს და ამ შეცდომებისთვის მენანება. :)))) :-*