ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2011


* * *

ჩემს უმწეო ლექსებს
------------------

რაც გითხარით, მშვიდობით,
(მიპასუხეთ ასევე.)
სულ ყველგან ფეხს გიდებენ,
სულ ყველგან შხამს გასმევენ.



არსად აღარ გწყალობენ
ჩემს პატარა ღაბუებს,
წუთისოფლის კანონებს,
რა ვქნა, ვერ შეგაგუეთ.



შურდული აქვთ უვიცებს,
მიზანშია მაღლობი,
მინდორ- -მინდორ ნუ იფრენთ
ჭიკჭიკით და გალობით.



გამოხსენით უჯრები,
გამოაღეთ კარები,
ვიდრე დაგამუნჯებენ,
ვიდრე დაგაბრმავებენ.



რაც გითხარით, მშვიდობით,
(მიპასუხეთ ასევე.)
სულ ყველგან ფეხს გიდებენ,
სულ ყველგან შხამს გასმევენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები