ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 11 ოქტომბერი, 2011
== ნ ა თ ლ ი დ ე დ! ==
ნათლიდედ, მომხედე! სიტყვა მაქვს სათქმელი. სულ ერთი წუთით მოსწყვიტე მზერა შენს ყვითელ წიწილებს, შემოდგომამდე ჯერ არმისულებს. ნათლიდედ, დამინთე მეც თაფლის სანთელი. გააღე სარკმელი - სოფელს მოჩვეული, გაუხედნავი ნისლები შემოუშვი იმ ოთახებში,სადაც ჩვენ გვძინავს. სადაც ლამფის ალი ჭინჭების გროვის ჩრდილისგან კედელზე- ხან აცახცახებულ მუმიას აკეთებს, ხანაც სასახლეში ჩასვენებული უკბილო მოხუცის გვამი გვიღიმის. ჩვენც გვეშინია, ვძრწით შიშისაგან. ნათლიდედ, მომხედე! სიტყვა მაქვს სათქმელი. ეზოდან ნუ გახვალ, სულ ერთი წუთით გადადე ეგ შენი მეზობლის საცერი. ნუ შემაშინებ, ნუ მეტყვი, რომ ძველი საყდრის თაბუთებიდან ამოიხედეს, ამოვიდნენ, ახლა ჩემს ზურგთან დგანან და... მელიან. ნათლიდედ, იცი შენ! მეშინია უკან მიხედვის. მაგრამ წინაც რომ ვერ ვიყურები?! დავშინდი, ნათლიდედ, შევუკრთი ცხოვრებას. ხომ გახსოვს?! არ გახსოვს? სრულიად შემთხვევით ჭიანჭველების ბუდე რომ მოვძირკვე სიმინდის ყანაში. დადიოდი და იცინოდი, ჭიანჭველების ნაკბენზე მეტად იმ შენმა სიცილმა დამსუსხა, ნათლიდედ. მას მერეც რამდენი, რამდენჯერ, რამდენად მოვთხარე- იგივე მივიღე პასუხად - დავშინდი,ნათლიდედ, შევუკრთი ამ ყოფას, როგორც თუნუქის სახურავებზე სინდიოფალების თავდასხმა მაფრთხობდა. ნათლიდედ, არ გესმის?! აქ მაცილს მარქმევენ. მომხედე, მომხედე... დამინთე სანთელი!
,, ნათლიდედ, იცი შენ! მეშინია უკან მიხედვის. მაგრამ წინაც რომ ვერ ვიყურები?! დავშინდი, ნათლიდედ, შევუკრთი ცხოვრებას." ნუ შეკრთები! :) კარგი ხარ, ნათო!!! ;*;*;*
,, ნათლიდედ, იცი შენ! მეშინია უკან მიხედვის. მაგრამ წინაც რომ ვერ ვიყურები?! დავშინდი, ნათლიდედ, შევუკრთი ცხოვრებას." ნუ შეკრთები! :) კარგი ხარ, ნათო!!! ;*;*;*
სინდიოფალა და თრია :D დაგერქმია ამ ნაწერზე და ტექსტიც ორ სიტყვიანი ყოფილიყო :D სინდიოფალა და თრია :D სხვა რამეს არჩევდეს ხალხი აქ არ მინახავს მე :D მკითხველის დონე გადასარევია : | სიტყვას არჩევენ, რაღაცის ჯიშებს, იუმორს დედას უკლავენ და ასე შემდეგ და არ ბეზრდებათ ყველაზე კარგი ეს არის : ) არადა რა მაგარი ნაწერია და რამხელა რამ დევს მასში : | მოკლედ რა ...
:-B

ამას ან ერთი არ უნახახავს ან მეორე და საერთოდაც არ აქვს ამას მნიშვნელობა...
ოტტო//. 2011-10-11 17:04:42
ნათია, მაპატიე, ისე გულიანად გამეცინა ამ კომენტარზე, ვერ წარმოიდგენ :D:D:D ძალიან გულიანად გამეცინა... ან ერთი არ უნახავს ან მეორეო :D არადა, შიგადაშიგ მაგისგან (ერთისგან და მეორესგანაც, და ორივე ერთია მაინც, ოტტომ არ იცის თორემ :D) შეჭმული ქათმები მინახავს სამაგიეროდ... ისე, რა ლამაზია ეგ მტარვალი... :D ოტტო კი არა, ეგ სულ არ ვიცი როგორია :D სინდიოფალა, თრითინა ანუ თრია :D:D:D:D:D:D:D ნაათ, მაპატიეეე :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
11. სინდიოფალა იგივე თრითინა, ანუ თრია