ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2011


* * *

ისევ ისე აირია,
სევდიანი ფიქრები,
ლირიული აჩრდილების,
მომღერალი ვიქნები.

ისევ ისე იფანტება,
მონატრების ფერები,
ძველი დროის ნაპირიდან,
წარსულს მოვეფერები.


მოზღვავებულ ლექსთა წყობის,
ვერ გავუძლებ ქარაგმას,
მოვარდნილი მუზის ტალღა,
გადამისვრის დამკარგავს.


ისევ ისე დაიფერფლა,
ოცნებების მარულა,
წუთისოფლის ვაებაში,
რამდენი დრო გასულა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები