ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეიშა - ზი ჟანგი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2011


მინიმალისტური (იკებანა 1)

=რეინკარნაცია=


რბილი დივანი.
ატირებული ცულქვეშ
კრიპტომერია.



=ჰანამი=


ყვავის საკურა.
დახეთქილ ღრუბლებს დაეღვარა,
თბილ-თბილი საკე.



=ცის შემოდგომა=


ისე დამწიფდნენ
ვარსკვლავები, რომ
ცაზე დილა მოსავალს იღებს.



=იმედი=


აინთო ბინდში
ციცინათელა,
გადარჩენის ბოლო იმედი.



=მიტოვებული=


დილის სინედლემ გაიყოლა
ჩემი თვალები.
ჭრიალებს კარი...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები