ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2008


სცენიდან...

შენ
გაზაფხული
კაბას გიფერავს,
დაასეირნებ
ქუჩას
თვალებით,
მომხიბვლელობას
ხარბად იფერებ,
თუმც
განდიდებას
არ ეტანები.
ყველა ალიონს,
არამარტივი,
სიზმარნარევი
განცდებით ხვდები,
მედღეხვალიობს
კვლავ სიმარტოვე,
და ზოგჯერ,
ისე
გულჩვილი ხდები,
რომ,
ლამისაა,
დასკდნენ ღრუბლები
ქუთუთოებში ჩაკირულ
სევდით,
მერე
ტკივილებს ესაუბრები,
და ვნებებისგან
გიღელავს თმები.
ანომალიურს
ზომავ
ნაბიჯებს,
შენ
პოეტების
სენი და მუზა,
და ბანალურად
რომ არ გაგიჟდე,
სპექტაკლს
დარბაზში
სცენიდან უმზერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები