ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2011


შემოდგომა ილევა

წვიმს, წვიმს, წვიმს...
წვიმა წვრილად ცრის,
შემოდგომის ფოთლები
ეფინება ძირს.

იძარცვება ხეები,
არ ჭიკჭიკებს ჩიტი,
მორუშული ცისაკენ
კვამლი ზანტად მიდის.

უკვე დილით ადგომა
ეზარება მზეს,
ჰოდა, ხანაც ქარია,
ხან წვიმს მთელსა დღეს.

დაიკრიფა ყურძენი,
დაიფერთხა კაკლები
და აქა–იქ შერჩენილ
ხილს ეძებენ ბალღები.

დაბინავდა ბეღელში
სიმინდი თუ გოგრა,
აქეთ თივის ზვინია,
იქით ჩალა მოსჩანს.

დაიწურა ყურძენი,
აჩუხჩუხდა მაჭარი...
მალე ზამთარს მოელის
ვალმოხდილი მთა–ბარი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები