ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლილიტი
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2011


ერთ დღეს როცა არ იქნები შენ...

    ერთ დღეს,როცა არ იქნები შენ,როცა ყველაფერი წარსულის მოგონებებით დაიფარება და თვალებს დავხუჭავ,გპირდები აღარასდროს ვიფიქრებ შენზე!
        ორი წუთის წინ,კინაღამ დაგკარგე,კინაღამ საკუთარი ხელით გაგიშვი... ახლაც,როცა ამას ვწერ არც კი მინდა ვიაზრებდე,რომ ამის წინაშე ვიდექი!
          როცა გითხარი,რომ სრულიად თავისუფალი ხარ მეთქი,პირველად ზუსტად მაშინ ვიგრძენი გულთან ისეთი ტკივილი,რომ მივხვდი ვერ გაგიშვებდი,მივხვდი ვერ გადაგიტანდი და  ისე მეტკინე,თითქოს ჩემი საკუთარი კიდურის ამპუტირებას ვცდილობდი!
            დამეხმარე.გთხოვ...
              ვცადოთო,ხოდა ვიწყებთ თავიდან მერამდენედ ვიწყებთ აღარ მახსოვს! ყოველ ჯერზე გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ შევძლებთ,აი დამიჯერე,რომ შევძლებთ ბედნიერები ვიყოთ ერთად!ყოველ ჯერზე გეუბნები,რომ შევიცვლები და ისევ დავბრუნდები ისეთი ,როგორიც გამიცანი! (მაგრამ აქამდე ვერასდროს მოვახერხე) და ყოველ ჯერზე ისე ვშორდებით,რომ მიზეზს ვერ ვიგებ და იმას ვინაა დამნაშავე...
            ღმერთო,როგორ ამერია ყველაფერი თავში!სიცხიანივით მაკანკალებს და ხვალინდელი დღის მეშინია...მინდა რომ მოვეშვა და უბრალოდ გავიღიმო! შენ ხომ ჩემთან დარჩი! ჩვენ ხომ ისევ "ჩვენ" გვქვია და... იმედიც არის,რომ რაღაც გამოგვივა... იქნება შევძლოთ!...
          მაგრამ უნდა დამეხმარო!
            დამეხმარო,რომ შევიცვალო,დამეხმარო,რომ წარსულით აღარ ვიცხოვრო.მასწავლო რაა კარგი და ცუდი...ხანდახან როცა გამიჭირდება მხარი მომიშვირო დასაყრდნობად,ხანდახან როცა შემცივდება-ჩამეხუტო!ხანდახან როცა უმიზეზოდ ავტირდები-მოთმინება გეყოს ჩემ დასამშვიდებლად....
          და მაინც რატომ ვერ ხვდები რომ ძალიან მჭირდები?! ან იქნებ ხვდები კიდეც...არ ვიცი!
          ახლა არ ვიცი რას ვგრძნობ,ემოციები ერთმანეთში ამერია და  სიმშვიდის შენარჩუნებას ამაოდ ვცდილობ!
          შენ სახლამდე ოცდაათი ნაბიჯია და მგონია,რომ შენი სუნთქვა აქ მესმის... არ ვიცი,რა და როგორ იქნება,არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ ურთიერთობის შენარჩუნებას,მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდე -მიყვარდი ისე,როგორც არასდროს არავინ,მიყვარხარ ისე,როგორც არავინ, და მეყვარები ისე,როგორც სხვას ვერ შევიყვარებ ვერასდროს!

        და ერთ დღეს,როცა არ იქნები შენ,როცა ყველაფერი წარსულის მოგონებებით დაიფარება და თვალებს დავხუჭავ,გპირდები აღარასდროს ვიფიქრებ შენზე....
    იმიტომ,რომ არარსებულ ადამიანებს,არასებულ ადამიანებზე ფიქრები არ აწუხებთ!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები