 | ავტორი: poeti-007 ჟანრი: პოეზია 21 აპრილი, 2008 |
ციკლიდან: "პოემატოგრაფი" ფილმი: მუმია-2 - "მუმია ბრუნდება"
ისევ ვგრძნობ გემოს ცხელი სისხლით გაჟღენთილი უდაბნოს ქვიშის... იმ მორიელის ნარჩენებიც ისევ ისე მიყრია პირში, მე რომ შევჭამე, როცა შიმშილით სიკვდილი მელოდა, ანუბისს რომ მივყიდე სული და იმ დღიდან ვეღარ ვგრძნობ მთავარს (პრინციპში, აღარც მინდა, ვიგრძნო!) - დამავიწყდა, რა არის შიში... და ასე, ვზივარ ჩემთვის საკუთარი წარსულის ჩრდილში. მე ვფიქრობ (ფიქრის დრო საკმაოდ მაქვს, დამერწმუნეთ) დროზე, ვფიქრობ ჩემი შავ-ბნელი ფიქრით, ვფიქრობ, რომ ამ და იმ ქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ნიხრი... ქედს ვიხრი იმ უზარმაზარი, ჩემზე და პირამიდებზე უფრო დიდი და ძველი ძალის - მარტოობის წინაშე, რომელმაც მომცა ყველაფერი, რაც ვერ მომცა მეფობამ, მომცა ცოდნა, მომცა ნახევარი მორიელის სხეული და ... თანაც ფეხები ცხელ ქვიშაში აღარ მეფლობა! მე მარტოობამ მომცა ანგარიშის უნარი, მასწავლა წერა-კითხვა, მაჩვენა წარსული და მომავალი, მომცა სათქმელი, რომლის დიდი ნაწილი ჩემს გარეშეც, თავისთვის ითქვა! მე ვიცი, რომ საუკუნეების შემდეგ, ხალხი, რომელიც ჩვენმა ფარაონმა გააძევა ქვეყნიდან, ჯვარს აცვამს ღმერთს, რომელიც ასევე მარტოა, თუმცა სამია. (ხომ ვეუბნებოდი რამზესს, რომ ჰოლოკოსტი იყო საჭირო და არა გაძევება) მე ვიცი, რომ ამ ჰოლოკოსტს დაიწყებს კაცი, რომელსაც ექნება ულვაშები და რომელიც ასევე მარტო იქნება, და მას შეაჩერებს კაცი, რომელსაც ასევე ულვაშები ექნება და ასევე მარტო იქნება. როგორც ხედავთ, მარტოობაში ადვილია ჭეშმარიტების მიგნება. მე ვიცი, რომ ერთი კაცი, რომელიც მარტო იქნება, 11 სექტემბერს დაანგრევს ორ პირამიდას, ოღონდ უფრო მაღლებს, მე ვიცი, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბოლოს მაინც იხილავთ "ახლებს", და თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხარ, ხელს ვერვინ გახლებს. მე ვიცი, ვინ იქნება ამერიკის ახალი და საქართველოს ძველი პრეზიდენტი. მე ყველაფერი ვიცი. მე ვიცი, რა მოგელით თქვენ, თითოეულ თქვენგანს, მე ვიცი, როგორი იქნება (ან საერთოდ, იქნება თუ არა) ბირთვული ომი, ან როდემდე იარსებებს უძველესი რომი თავისი იმპერიით. მე ვიცი, როდის მოკვდება თითოეული თქვენგანი. და მე, მეფე-მორიელი, ვამბობ: ვინც დაარღვიოს ჩემი მარტოობა, ვინც გამაღვიძოს და ჩემში მორიელი გააღვიძოს, ვინც გახსნას ჩემი ჩრდილის სავანე, მას მიეცეს იმ ყველაფრის ცოდნა, რაც მე ვიცი. ვამტკიცებ ფიცით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ორიგინალურია22222222222 ორიგინალურია22222222222
22. შენ ახალ მუმიას არ უყურო. :)) შენ ახალ მუმიას არ უყურო. :))
21. საინტერესოა! საინტერესოა!
20. ნიკა გააღვიძებს გრიგოლია :) ჩვენც დავეხმაროთ ნიკა გააღვიძებს გრიგოლია :) ჩვენც დავეხმაროთ
19. ეჰ რა გააღვიძებს ახლა ამას :) ეჰ რა გააღვიძებს ახლა ამას :)
18. ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი! და სიამოვნებით ვნახავდი აქ შენს "მონაზონს". 5 ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი! და სიამოვნებით ვნახავდი აქ შენს "მონაზონს". 5
17. სად ხარ აბა? სად ხარ აბა?
16. ლექსო ჰიტლერი იყო გიჟი და ის მილიონობით გერმანელი ფაშიზმში რომ აიყოლა არა? ლექსო ჰიტლერი იყო გიჟი და ის მილიონობით გერმანელი ფაშიზმში რომ აიყოლა არა?
15. შენს მონაზონს თუ არ დადებ,მე დავდებ....:) შენს მონაზონს თუ არ დადებ,მე დავდებ....:)
14. ჯვარს აცვამს ღმერთს, რომელიც ასევე მარტოა, თუმცა სამია. (ხომ ვეუბნებოდი რამზესს, რომ ჰოლოკოსტი იყო საჭირო და არა გაძევება)
მაგაროოოო! ძალიან მაგარო :)
ჯვარს აცვამს ღმერთს, რომელიც ასევე მარტოა, თუმცა სამია. (ხომ ვეუბნებოდი რამზესს, რომ ჰოლოკოსტი იყო საჭირო და არა გაძევება)
მაგაროოოო! ძალიან მაგარო :)
13. გამარჯობა "პოემატოგრაფო"!
რა გითხრა აბა, ეს ძიებაა ახალი ფორმისკენ. :)
გამარჯობა "პოემატოგრაფო"!
რა გითხრა აბა, ეს ძიებაა ახალი ფორმისკენ. :)
12. 5.. და ლექსო გუშინ რომ მონაზონზე წაიკიტხე ის დადე რა ;) 5.. და ლექსო გუშინ რომ მონაზონზე წაიკიტხე ის დადე რა ;)
11. მაგრად ამიკრეფავს;:) შენი ლექსები ჩემთან მოვიდნენ და დარჩნენ-ამის თქმა მინდოდა.. მაგრად ამიკრეფავს;:) შენი ლექსები ჩემთან მოვიდნენ და დარჩნენ-ამის თქმა მინდოდა..
10. ლექსო შენ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ.ნინომელივა ვარ ,აქ გამოგეხმაურე.. ვხვდები რომ ახალ ფორმებს ეძებ სათქმელის... იცი არ ვიცოდი ვინ იყავი,ის კრებული რომ ვნახე ძალიან მოვიდა შენთან შემი ლექსები და დარჩა ჩემთან დარჩა... რამდენიმე ზეპირად ვიცი... ლექსო შენ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ.ნინომელივა ვარ ,აქ გამოგეხმაურე.. ვხვდები რომ ახალ ფორმებს ეძებ სათქმელის... იცი არ ვიცოდი ვინ იყავი,ის კრებული რომ ვნახე ძალიან მოვიდა შენთან შემი ლექსები და დარჩა ჩემთან დარჩა... რამდენიმე ზეპირად ვიცი...
9. შენი გაღვიძება მომინდა მორიელო :))) მაგარი ხარ ბრატ! შენი გაღვიძება მომინდა მორიელო :))) მაგარი ხარ ბრატ!
8. ძალიან,ძალიან მომეწონა. ძალიან,ძალიან მომეწონა.
7. ბატონო ლექსო, საუკეთესო ბრძანდებით, ალბათ ჩემს 5 იანს ასაკის გამო არავინ ჩათვლის უღირსად, წარმატებებით გევლოთ მარად ბატონო ლექსო, საუკეთესო ბრძანდებით, ალბათ ჩემს 5 იანს ასაკის გამო არავინ ჩათვლის უღირსად, წარმატებებით გევლოთ მარად
6. ლექსო, საუკეთესო ხარ, დიახ შენ ყველაფერი იცი, მე ღრმად მჯერა შენი. ძალიან მომწონს ეს სტილი, თუმცა ვიცი ექსპერიმენტს ეძახი, არ ვაჭარბებ, გენიოსი ხარ 5 ლექსო, საუკეთესო ხარ, დიახ შენ ყველაფერი იცი, მე ღრმად მჯერა შენი. ძალიან მომწონს ეს სტილი, თუმცა ვიცი ექსპერიმენტს ეძახი, არ ვაჭარბებ, გენიოსი ხარ 5
5. ლექსო, საუკეთესო ხარ, დიახ შენ ყველაფერი იცი, მე ღრმად მჯერა შენი. ძალიან მომწონს ეს სტილი, თუმცა ვიცი ექსპერიმენტს ეძახი, არ ვაჭარბებ, გენიოსი ხარ 5 ლექსო, საუკეთესო ხარ, დიახ შენ ყველაფერი იცი, მე ღრმად მჯერა შენი. ძალიან მომწონს ეს სტილი, თუმცა ვიცი ექსპერიმენტს ეძახი, არ ვაჭარბებ, გენიოსი ხარ 5
4. ლექსო, საუკეთესო ხარ, დიახ შენ ყველაფერი იცი, მე ღრმად მჯერა შენი. ძალიან მომწონს ეს სტილი, თუმცა ვიცი ექსპერიმენტს ეძახი, არ ვაჭარბებ, გენიოსი ხარ 5 ლექსო, საუკეთესო ხარ, დიახ შენ ყველაფერი იცი, მე ღრმად მჯერა შენი. ძალიან მომწონს ეს სტილი, თუმცა ვიცი ექსპერიმენტს ეძახი, არ ვაჭარბებ, გენიოსი ხარ 5
3. გაიხარეთ, ხალხო! ზნაჩიტ, ექსპერიმენტმა გაამართლა! ვნახოთ, სხვები რას იტყვიან! გაიხარეთ, ხალხო! ზნაჩიტ, ექსპერიმენტმა გაამართლა! ვნახოთ, სხვები რას იტყვიან!
2. ''(პრინციპში, აღარც მინდა, ვიგრძნო!) - დამავიწყდა, რა არის შიში... და ასე, ვზივარ ჩემთვის საკუთარი წარსულის ჩრდილში. მე ვფიქრობ (ფიქრის დრო საკმაოდ მაქვს, დამერწმუნეთ) დროზე, ვფიქრობ ჩემი შავ-ბნელი ფიქრით, ვფიქრობ, რომ ამ და იმ ქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ნიხრი... ქედს ვიხრი იმ უზარმაზარი, ჩემზე და პირამიდებზე უფრო დიდი და ძველი ძალის - მარტოობის წინაშე''...
მეორე ვარ და მეც იგივეს გეტყვი! :) ``(პრინციპში, აღარც მინდა, ვიგრძნო!) - დამავიწყდა, რა არის შიში... და ასე, ვზივარ ჩემთვის საკუთარი წარსულის ჩრდილში. მე ვფიქრობ (ფიქრის დრო საკმაოდ მაქვს, დამერწმუნეთ) დროზე, ვფიქრობ ჩემი შავ-ბნელი ფიქრით, ვფიქრობ, რომ ამ და იმ ქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ნიხრი... ქედს ვიხრი იმ უზარმაზარი, ჩემზე და პირამიდებზე უფრო დიდი და ძველი ძალის - მარტოობის წინაშე``...
მეორე ვარ და მეც იგივეს გეტყვი! :)
1. პირველი ვარ და გეტყვი რომ უუუუუუმაგრესი ხარ ძმაო... რა ვქნა ახლა მე? როგორ გამოვხატო? თუ გინდა ვიცეკვებ.. ან ვიმღერებ 5 შენ!!! პირველი ვარ და გეტყვი რომ უუუუუუმაგრესი ხარ ძმაო... რა ვქნა ახლა მე? როგორ გამოვხატო? თუ გინდა ვიცეკვებ.. ან ვიმღერებ 5 შენ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|