ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეიშა - ზი ჟანგი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2011


მინიმალისტური (იკებანა 2)

=აოკიგახარა=

დღეს კიდევ ერთი სუნთქვა
დააკლდა ქალაქს.
სამაგიეროდ სავსეა მთვარე.



=ორიგამი=

მიმწუხრის ნისლმა
ისე შეუკეცა ფუჯის კალთები,
მთა გავს რუხ წეროს.



=ზამთრის მიწურული=

ყინულიც გალღვა.
მხოლოდ მთებზეღა თუ გაისმის
ზამთრის ორგაზმი.



=ქორწინებამდე=

ქორწინებამდე,
როგორ გავდა ჩვენი გრძნობა,-
მწვანე მანდარინს.



=ბრინჯის ყანები=

ბრინჯის ყანები,
სველ მარაოდ გადაშლილი,-
თეთრი ალსეკო.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები