ავტორი: დუმბაძე ირმა ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2011
* * *
შენზე ფიქრები ასე, უთქმელად გარდაიცვალენ... მერე იები ზღვაში, ფიქრები ცაში, ღიმილი დარდში გადაინაცვლებს! და სანამ სიჩუმე წაიღებს ქარს, სანამ უფლება მოიტეხს თავს, სანამ სიტყვები გაიჩენს აზრს, მიპოვე, შენში დაკარგული, მეორე შენ!