ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისე... უბრალოდ...
ჟანრი: პროზა
28 ოქტომბერი, 2011


ჩემში ნახევარზე მეტი


ამ ბოლოს, ჩვეულებრივზე მეტად თენდება, რომ უკეთ გამოაშკარავდეს ყოველდღიური რიბინძურე. მეც, უკვე დიდი ხანია, ჩვეულებრივზე მეტად შემძულდნენ დღეები.მზიანი განსაკუთრებით, ყველაფერს ფარდას ხდის მზე.
  მერე უკვირთ,ღამე ბოდიალი რომ მიყვარს. ჩემია ღამე, მეჩემება... მის სიბნელეში ყველაზე მეტი სისუფთავეა და რა გასაკვირია თუ დაკარგვა მინდება მასში დიდი ხნით?! მაგრამ დედიკო რის დედიკოა, თუ ასეთი ნირვანა არ შეგაწყვეტინა მუქარანარევი ესემესით: შენ მოხვალ სახლში... და ა. შ.
  დღესაც ჩვეულებრივზე მეტად გათენდა, მეც ჩვეულებისამებრ სახლიდან უნდა გავიდე. რა მნიშვნელობა აქვს საით წავალ, გზაში გადავწყვეტ, ვარაუდებით დავდივარ მაინც...
  როგორც იქნა გამოვაღწიე სახლიდან და უნივერსიტეტში წასვლა გადავწყვიტე,ბოლოს არც მახსოვს როდის ვიყავი,ისიც მეგობრების ხათრით, აბა უნივერსიტეტში რა მინდა?!
  საბედნიეროდ საფულეში ოცთეთრიანი აღმომაჩნდა და ავტობუსშიც ავედი. ჯერ ბილეთს არ ავიღებ,სანამ ჩემი ძმის მიერ "ყვითელპერანგიან პედერასტებად" წოდებულ არსებებს არ დავლანდავ სადმე.აბა სად "ვჩითო" მე ახლა ხურდები,ისედაც უკაპიკოდ ვმოძრაობ,ვფიქრობდი ჩემთვის ჩუმად, რომ უფრო შემცოდებოდა საკუთარი თავი.
  ავტობუსში ბავშვიანი ახალგაზრდა ქალი ამოვიდა და ჩვეულებისამებრ ისიც უბილეთოდ დაჯდა. ახლა გასაკვირი ის უფროა, თუ ვინმემ ბილეთი აიღო. უკან სამი უბილეთო მგზავრი ისხდა.რაღაც გული მიგრძნობს, სადმე "გაიჩითებიან" ზემოთხსენებულნი და ამდენი ერთად ვერც მოვასწრებთ ბილეთის აღებას,გავიფიქრე, ავიღე ბილეთი და მშვიდად დავჯექი. ბავშვიანმაც მომბაძა, ალბათ ქალური ინტუიცია მაინც...
  ზუსტად შემდეგ გაჩერებასთან ორი სიყვითლე ალივლივდა, ბოროტად ამრეზილნი. შემჩნევაც ვერ მოვასწარი, ისე წამოხტა სამივე მგზავრი და გამოქანდა აპარატისკენ,მაგრამ ერთმა ფეხი სავარძელს გამოსდო, წაბარბაცდა და პირდაპირ ბავშვიან ქალს დააჯდა ცალ მუხლზე. მაპატიეთო, შერცხვა ძალიან და წამოხტა უცებ.
_ფუფ,ცხოველი-თითქოს არც გაუგია მისი მობოდიშება ქალს.
მოასწრეს როგორც იქნა, ამასობაში ავტობუსიც გაჩერდა და "ამობრძანდნენ".
_თქვენი ბილეთები, თუ შეიძლება! ეს კაცმა დასჭექა,უკნიდან ამოსულმა. წინიდან კი ისეთი სიმპათიური ყვითელპერანგიანი ამოვიდა, წამით გავიფიქრე, ეს თუ დამაჯარიმებს, არა უშავს-მეთქი. როგორც ჩანს, ბავშვიანმაც იგივე გაიფიქრა,რადგან ბილეთი არაფრის დიდებით არ წარუდგინა სიმპათიურ ყვითელპერანგიანს, არა და 5 წუთის წინ აიღო.
_ქალბატონო, თქვენი ბილეთი! - რამდენჯერმე გაუმეორა კონტროლიორმა და როცა ვერა შეასმინა რა, ქალბატონო!- დაუყვირა.
გაშტერებული ქალი, როგორც იქნა გონს მოეგო, ჯერ უთხრა არ მაქვს ბილეთიო. მერე, უი, მქონიაო. როცა გამოთაყვანებულ ჰაბიტუსზე ველური სიშმაგე გადაეკრა,მთელი არაქალური და საერთოდ არაადამიანური ღნავილი მორთო, ვის უყვირიო.
_ქალბატონო, დამშვიდდით. იქნებ ფსიქიატრს გაესინჯოთ,ტქვენ ავდმყოფი ხართ ან კრიტიკული დღეები გაქვთ!- გამოუცხადა ყვითელპერანგიანმა და თითქოს რაღაც არაჩვეულებრივი ეთქვას, თავმომწონედ ჩავიდა.
ფუფ,ხეპრე! -გავიფიქრე.
_ შე საქონელო, უზრდელო. სოფლიდან ჩამოთრეულო... მიალანძღა ქალმა.მერე კი ჩუმად, თავისთვის ჩაილაპარაკა, კი მაგრამ, როგორ მიხვდაო...
  გამეცინა, ჩვეულებრივზე განსხვავებულად. ღმერთო, რა აურაა ხალხში. აღარ მინდა უნივერსიტეტი. ჩავალ, სუფთა ჰაერზე გავივლი. იქნებ ჯობდეს, მეც მათნაირი ვიყო, რომ ყოველდღე ასე ცუდად არ ვიგრძნო თავი? არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ამათ რომ არ ვგავარ, ფაქტია. ჩემმა ფილოსოფოსმა მეგობრება სამ კატეგორიად დაჰყვეს საზოგადოება: "ფილოსოფოსები, თათია და სხვები... " ასეთი არსებობა მარტოობას ნიშნავს, დამიჯერეთ!
  ჩამოვედი ავტობუსიდან და ახლა ფეხით გამოვბრუნდი უკან.სადმე წავალ, ბიბლიოთეკაში მაინც დავჯდები და რამე ახალს მივაგნო იქნებ ან ფიქრში ან წიგნში... სად გინდა სიმშვიდე იპოვო?! ბიბლიოთეკიდან ის ბიჭი გამოდის, ორი დღის წინ რომ გავიცანი და თავის ჭკუით "მკერავს", მიყვარხარო, არა და ამის საცოლე ჩემი ჯგუფელია. სანამ რამეს იტყოდა, დავასწარი- ჰააი... ნახვამდის!.. მაშინვე მოვიხურე ბიბლიოთეკის კარი და მაინც, ყრუდ მომესმა სადღაც: რა თავს იფასებ გოგო... რაღაც ამდაგვარი... იდიოტი! - გავიფიქრე და დავჯექი. ჩემს გვერდით გოგონა იჯდა, და ლექსებს კითხულობდა. გამიხარდა, მიყვარს პოეზიის მოზიარენი. წიგნს დავაკვირდი და მეცნო, ის წიგნი იყო, მე რომ მეგობარს ვაჩუქე,აწ უკვე მოკვეთილს სიიდან.
  ის ბიჭი ნაკითხია, ძალიან ბევრი წაუკითხავს, მაგრამ არც კითხვა მატებს თურმე ადამიანებს დიდ შეგნებას. ადრე ვმეგობრობდით. გული ფართოდ გავუღე,როგორც მჩვევია. სულაც, ამოვიღებდი ამ გულს და ვაჩუქებდი, რომ ეთხოვა.ისეც სუფთად, უნაპიროდ მიყვარდა სხვა მეგობრებივით... საღამოობით ერთად ვსეირნობდით, ვსაუბრობდით... ერთხელ მივხვდი, რომ ის ცხოვრებას წიგნებიდან უყურებდა,მაგრამ მალე ესეც გადავიფიქრე და საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ საკმაოზე მეტი პრეტენზია ჰქონდა განსხვავებულობაზე, სისპეტაკეზეც... არა და ერთი პრიმიტიული ბიჭი იყო,სხვების მსგავსი და სულ არ გამიკვირდება, თუ ჩემთან მეგობრობასაც იმისთვის იყენებდა, რომ შემდეგ თავის შეყვარებულთან "ემარიაჟა", თათიას მოვწონვარო. არა და ჩემი დამოკიდებულება მეგობრობის მიმართ ხუთიანზე იცოდა. ბიჭების ამ თვისებას საერთო ფერი ადევს. რა ვუყოთ, ასეთ ბიჭებს მეგობრობის თუ აფაერი გაეგაბათ?! საწყენზე მეტია, სატკენზე მეტიც... ზუსტად ის გული მეტკინა, ასე სუფთად რომ გავუღე. გულზე მეტად კი სული...
  ცხოვრების ამ ეტაპს მეხსიერებიდან ამვჭრიდი აუცილებლად, რომ არა რჩევა ერთი ადამიანისა:"იყოს ეს ეტაპი, თათუ, გამოცდილებისთვის კარგია, გამოგადგება..." ხო და სადღაც, მეხსიერების ერთ-ერთ კუთხეში მოვათავსე და არსებობს, იქნებ გამოდგეს ოდესმე.
  ბინძური დღეები ისევს ღამდებიან...მე და ადამიანები ისევ განვსხვავდებით... ძნელია იყო იქ, სადაც საკუთარ თავს ვერ ტევ, სხეულშიც ვერ ტევ ხანდახან საკუთარ მეს. ყველაფერს გინდა გაერიდო, მიწიერს. მოიცილო ჭუჭყი, რომელიც ასე მონდომებით ცდილობს აგეკრას.
  მაგრამ ასეთ არსებობაშიც არიან ყველა ფასეულზე მეტნი...მეგობრები, რომელთათვისაც მოვლენა ღირდა... ერთგულნი, ერთი გვაქვს გული ყველას, უწმინდესი აურით.
  მე წავალ აი, იქ, თბილისის ყველაზე ბინძურ უბნად რომ მოიხსენიება, რათა ყველაზე სუფთა ადამიანს ვუთხრა: ჩემში ნახევარზე მეტი შენ ხარ!..
  დღეები კი ისევ გულს მწყვეტენ ჩვეულებრივზე მეტად... გულზე მეტად კი სულს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები