ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქუცა
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2011


{((კორიდა))}


ტორეადორმა მოიწმინდა სისხლი იმ ხარის,
მე ორი დღის წინ შემოდგომის ველზე რომ ვნახე
ახლა მომაკვდავს, ალბათ ჰქონდა ზიზღი იმ მხარის
ტორეადორმა პირველად რომ გამოჰყო სახე

ხარის წითელმა, სუფთა სისხლმა მზის შუქთან ერთად
მოსეირეთა თვალი მოსჭრა, სხვადასხვა ფერი
ამოიგმინა, თითქოს სუნმთქვა ტაშს შეუერთა
დაეცა მძიმედ, მუქმა ტანმა დაბადა მტვერი

ტორეადორმა გაიღიმა თვითკმაყოფილმა
აღმართა მკაცრად, ტაშის ფონზე ხელი მან ცაში
”მამა! კორიდა ამაზრზენი რამე ყოფილა!”
ეუბნებოდა ადამს ! დედის კალთიდან ბავშვი

ზიზღით ერწყმოდა შუბლზე ხარის სისხლის წვეთები,
ოფლს ცოდვილიანს გამარჯვებულ ტორეადორის
და იქვე თითქოს ჭირისუფლად ისხდნენ მტრედები
წვიმა მოვიდა მოედანზე, ვით ორატორი

და დაცლილიყო უკვე სრულად ის მოედანიც
თითქოს აჩუქა მკვდარ ხარს წვიმამ განმარტოება
სურათი იყო, როგორც ძველი წიგნის დედანი
ვაი, რომ მისი არ ყოფილა ჩვენი დროება

აწვიმდა ხარს და ეგდო მარტო ვით ქანდაკება
უპრიალებდა ჩუმი მზისგან უნაკლო ტანი
უკვე მოესწრო ოცდაათი ვერცხლის აღება
და ტორეადორს უღიმოდა ბარში მიმტანი

მოსაღამოვდა და ჩრდილები გაქრნენ უკვალოდ
ცაზე გამოჩნდა მთვარე მკრთალი, ქალივით ნაზად
ტყეში გიდივით, ჩემს ფიქრებს რომ გზა გავუკვალო
მე გამახსენდა კალიგულა და მისი ფრაზა:

”ნეტავი ერთი თავი ებას კაცობრიობას,
ერთის მოქნევით რომ მოვკვეთო და დავისვენო!”
- მიიღე ხარო ! ჩემი ლექსი, როგორც სამარე !
შენ შეგიძლია საუკუნოდ აქ განისვენო !!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები