ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქუცა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2011


{{{გემი}}}

გემი ვარ თითქოს და ჩემი ღუზა
მძიმეა, როგორც ფიქრი ამ ღამის
მე მუზა არ მყავს თვითონ ვარ მუზა
და მთელი გულით მჯერა მე ამის

ეკიპაჟია ფიქრები ჩემი
ქარიშხალია თითქოს დროება
დღეებს ვით ტალღებს მიაპობს გემი
მოსწონს მთვარესთან განმარტოება

გემი ვარ თითქოს, არ სჩანს ნაპირი
ამ უვარასკვლავო, მონო ღამეში
და ჩემი სიტყვა – გემის საყვირი
ექოდ გაისმის ოკეანეში

გამთენიისას დაჰბერავს ქარი
ნეტავ რამდენ ხანს გამიძლებს აფრა
ისე უხდება გემს ცურვა წყნარი
რომ ოკეანეც უკვალოდ გაქრა !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები