ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილარიონ
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2011


ისევ ოთხი ჰაიკუ. (კვლავ შემოდგომის)

***

ნაძვის ჩრდილიდან
ირონიით სავსე ჭირხლი
დასცინის მზის სხივს.




***

ფოთოლთა ცვენა
სოფლად სიმდიდრეს ქმნიდა,
ქალაქში__ ნაგავს.




***

როგორ მოუხდა
კრაზანა ობობის ქსელს
და შემოდგომას.




***

ბებოს დაკრძალვა.
ხალხი მიწით, გოგონა__
ყვითელი ფოთლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები