ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2012


აკვნის ჩვილი

დამათია ამ ცხოვრებამ,
ფანჯრებიდან ცქერა ვიცი,
მცირედიც კი არ მშურს ქვეყნად,
კაცმა რომ სთქვას არავისი!

ჩაბნელებულ ფანჯრებიდან,
ფარდები და ბგერა იწევს,
მე შენს სახეს ვერასოდეს,
ვერავინ ვერ დამავიწყებს.

თავად წაშლის სამუდამოდ
საწოვარი დედის რძეთა,
თუ კი ვინმემ საყვედური,
ერთხელ შენი გამიბედა.

თუნდაც ერთი შემოხედვა,
იყოს მძაფრი და ველური,
თუნდაც ერთხელ მაინც გეთქვას,
თუნდაც ერთი საყვედური.

მომაფერა შენს დალალებს,
საროსა და გაშლილ სანგარს,
ქარიც მოსთქვამს როს ვალალებს,
შლის მინდორზე ქარვის საბანს!

და შენს ახლოს დავცემ ბანაკს,
არ მაქვს რიდი არავისი,
მე ხომ შენი ტრფობა მინდა,
ჯერ, კი მხოლოდ კოცნა ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები