 | ავტორი: ტაბატა ჟანრი: პოეზია 11 ოქტომბერი, 2012 |
ოდესღაც ყველა ვიყავით ბავშვი, და არ ვიცოდით რა იყო ხოცვა, თოთო ბავშვები ვიყავით მაშინ, არც სიბოროტის არ გვქონდა ცოდნა...
სიზმრებში რასაც ვიჭერდით ფერებს, როგორც პეპელა და შეიფერებს, გამოვხატავდით უზომო სიხარულს, და არ ვაკლებდით ერთმანეთს სიყვარულს.
ახლა კი როცა იელვებს ტალღა, როცა სიარულს განვაგრძობთ მაღლა, უპირველესად სუსტებს წალეკავს, უპირველესად მშივრებს გათელავს.
ზოგიც მშიერია მშობელი მისი, და უყვარს სიტყვა რაც არის სხვისი, ყველას გაძარცვავს გარს მოედანში, არ მოერიდება ჩადებს ჩემოდანში.
ზოგიც სულს ვერ ითქვავს, რაც კი გაჩნდა მოთქვავს, ვერ აიტანს ამდენს, არ დაინდობს ჩამდენს,
ის კი არ იციან რომ ჯერ დამნაშავე, თუ მის წინაშე რამე დავაშავე, საკუთარ თავთან, ჯერ თვითვე არიან და ეს თუ გაიგეს ძლიერ უხარიათ,
მაგრამ არ მთავრდება, ამბავი ჯერ თავთან, თავი მაღლა დააქვთ წააგავან თავთავს, სტირიან ცხოვრებას როდის გათავდება და რაც არ დაიწყო როგორ დამთავრდება.
არადა ყველა ვიყავით ბავშვი, და არ ვიცოდით რა იყო ხოცვა, რა კეთილები ვიყავით მაშინ, როდესაც თავი გვიყვარდა ოდნავ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან არ მომეწონა..მე მაპატიეთ..წარმატებები,ავტორო,,.. :) ძალიან არ მომეწონა..მე მაპატიეთ..წარმატებები,ავტორო,,.. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|