ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქუცა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2011


{!}

ფურცელს ვარქმევ როიალს და ასოებს კი ვარქმევ კლავიშს
ყოველ დილით რო იღვიძებ ენატრები ალბათ ბალიშს

კალამს ვარქმევ ჩემს იარაღს, მელანსაც დავარქმევ რამეს
ყოველ დილით რო იღვიძებ ენატრები ალბათ ღამეს

შენს ტანს ვარქმევ ხელოვნებას, შენს თვალებს კი ვარქმევ ხაფანგს
ყოველ დილით რო იღვიძებ ენატრები ალბათ საბანს

ამ ლექსს რო ვწერ მე დავარქმევ გენიოსთა აზრთა ქეიფს
ყოველ დილით რო იღვიძებ ენატრები ალბათ ლეიბს

შენ რო გძინავს ვარქმევ ზღაპარს, ზღვას მაგონებს შენი თმები
ყოველ დილით რო იღვიძებ სიზმარსაც კი ენატრები

არ დავარქმევ ამ ლექსს სახელს, იმსახურებს თუმცა ქებას
მინდა ვიყო შენი დილა ვუყურო შენს გაღვიძებას !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები