ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2011


რატომ?

რატომ?
გულს გასწოლია ნისლად ფიქრები,
მოგონებების დაღით,
თმაში ჭაღარა შემომპარვია,
ტვირთად დამაწვა დარდიც!
ფიქრად მქცევია ბედისწერაც კი,
დაუგეგმავი, ანცი...
დამიმეგობრდნენ მოგონებები,
ვცხოვრობ და ვსუნთქავ მათით!
დამმონებია მომავლის რწმენაც,
ვებრძვი უმიზნოდ ყოფნას!
წარსულ დღეების გამოცდილებამ
ბევრი შემძინა კარგიც...
შემძულებია ცრემლთა მორევში
გატარებული ყოფა,
ტაძარში წასვლით და იქ გალობით
სული ზეიმობს...
მე მწამს...
დამთენებია წიგნის კითხვაშიც,
ბევრჯერაც მითქვამს რატომ?
მაგრამ პასუხი ამ შეკითხვაზე
დღესაც კი არ მაქვს,
რატომ?
სჯობს,
მედგრად მივყვეთ ამ ცხოვრებაში
გარდუვალ წუთის წამებს,
არასდროს დასვათ კითხვა,
თუ რატომ?
- ღმერთს ასე უნდა, ხალხნო!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები