 | ავტორი: ანა-რეკლი ჟანრი: პოეზია 27 ნოემბერი, 2011 |
გამახსენდება ბავშობის ხანა,ცისარტყელების ფერებისთანა აღარაფერზე არ იყო ფიქრი,ცხოვრება იყო ლამაზი,მშვიდი. ახლა ასაკმა როცა იმატა ცხოვრებამ დარდი შემომიმატა და მის ფერხულში წრფელი ბავშვივით,დავბორიალებ აღმა და დაღმა. საკუთარ თავის ძიებაში ვარ ვერ მიპოვნია ნავსაყუდელი ნუთუ ასეთი არის სიცოცხლე, არ მეორდება რაც იყო წრფელი? ცხოვრებას სამი ეტაპი ახლავს,საწყისი,შუა,ბოლო და ბოლო თუ გადალახავ სამივე ეტაპს მრავალჟამიერ გექნება მხოლოდ. ბოლო ეტაპი არის სიბერე დიდი ბავშვივით რომ შემოგვხედავს, წელთა მიწურულს, ასაკის ბოლოს, შავი სიკვდილი შემოგვევლება. ყველა დასაწყისს დასასრული აქვს, ამათ შუაში არსებობს ხიდი შუა ასაკი თუ გადალახე, შესაბამისად იქნები მშვიდი. ამ ცხოვრებაში გამონაკლისი,ამ ქვეყანაზე არ გაჩენილა ჩვენი ხვედრია სიცოცხლე დინჯი,ბოლოს?რაც არის უკვე ცხადია. მაშინ ვიხაროთ და ვილაღობოთ ხიდები ვაგოთ დინჯი და მშვიდი, გადავაგოროთ ყველა დარდები, ბავშვობისა თუ სიბერის ხათრით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ლიტერატურულ გარჩევას აზრი არ აქვს, სრული სისულელე. ლიტერატურულ გარჩევას აზრი არ აქვს, სრული სისულელე.
4. არ მომეწონა–მომიტევეთ; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) არ მომეწონა–მომიტევეთ; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
3. არ მომწონს. არ მომწონს.
1. ორჯერ სიტყვა ,,მშვიდი’’ ძალიან მეზედმეტა :( ორჯერ სიტყვა ,,მშვიდი’’ ძალიან მეზედმეტა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|