ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა-რეკლი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2011


* * *

ახლა იწყება ფერისცვალება,ჩემი ცხოვრების მიეთ–მოეთის,
ახლა იწყება გარდაცვალება წარსული წლების,სევდის სონეტის.
ახლა იწყება ფერისცვალება,ფერისცვალება ჩვეული რითმით,
რაც კი წარსულმა წამართვა,დამრჩა, იმედის რწმენა ,მომავლის ფიქრი.
წარსული ვტკეპნე როგორც თოვლი თოვლზე დამდნარი,
ცრემლები დამრჩა მე იმ თოვლიდან ცრემლები ცივი,
მოსაგონებლად აღარ მინდა წარსული ერა,
სასიხარულოდ აღარ მიღირს იმ დროზე ფიქრი.
ფერი ვიცვალე ვითმინე, დარდი, სევდა, ვარამი,
ვინც მოითმენსო, ის მოიგებსო, არის ნათქვამი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები