ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადაფრინდა ჩიტი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2011


მიყვარდი ისე, როგორც არასდროს არავინ

შენ რომ შემოგხვდი უდარდელი ვიყავი მაშინ,
სიყვარული კი მინდა გითხრა რომ შენ მასწავლე,
შენ უკანასკნელ ვარსკვლავს გავხარ განთიადისას,
ვარსკვლავს, რომელიც ჩაუქრობლად დღეც კი ანათებს...

შენ რომ შემოგხვდი ვაღიარე არსებობს სევდა,
განცდა რომელის მე მანამდე არასდროს მდევდა..
დაგინახე და შევიგრძენი შენგან სხვა სითბო,
და მაშინ მივხვდი,რომ ეს განცდა უცვლელი იყო....

შენთან შეხვედროს მერე მივხვდი, არსებობს შიში...
მე მეშინოდა უშენობის, შენ იყავ მშვიდი,
მქონდა შენ მიმართ მე განცდილი უსაზღვრო რიდი,
გეტყვი,რომ გულით სულ ახლობლად და ჩემად გთვლიდი...

შენ ოცნებების სამყაროში გამიღე კარი
და შემასწავლე შენებურად გარჩევა კარგის,
შენთან შეხვედრის მერე ვიწყე უაზროდ ფიქრი,
და ღამღამობით მთვარესთანაც დავდევი ფიცი...

მხოლოდ შენ შესძელ შემაყვარე უდარდელს თავი,
გული გამითბე, ამიძგერე, გამომიფხიზლე,
არც კი მგონია თუ დადგება ოდესმე წამი,
წამი,როდესაც შენზე გრძნობით ვეღარ ვიფიქრებ..

და მერე გაქრი... თითქოს შორით წახვედი სხვაგან,
ვეღარ ვხედავდი ლამაზ თვალებს სიცოცხლით სავსეს,
აღარ მესმოდა შენი ბოხი, ამაყი ბგერა,
არც კი მეგონა თუ სევდიანს გნახავდი სადმე...

შემომხედა და აიფარე სახეზე ხელი,
გამეცალეო.. მიღრიალე და გაირბინე,
შენვე წამოგყვა ჩემი გული და ჩემი დარდი,
უსულო გვამი კი ადგილზე გაყინე იქვე...

მერე კი მივხვდი, რომ ის სითბო გამიქრა გულში
ჩემი სანთელი იმ დღის შემდეგ თუ როგორ ჩაქრა,
დაგინახავდი, მივხვდებოდი,რომ ვიყავ ბრიყვი...
ბრიყვი რომელიც უცვლელ გრძნობას გაუთამამდა...

და გეფიცები, იმ დღის შემდეგ მე შეგიძულე,
შენზე ფიქრები, შენზე დარდი შემძულდა მართლა!
ვეღარ ვიტანდი შენ თბილ სიტყვებს, შენზე ოცნებას,
მოგონებებიც სადაც შენ ხარ სულ წამეშალა...

ვერ ვიტან ვფიცავ, შენს სახეზე გულღია სიცილს,
ვერ ვიტან უკვე შენს სახეზე დარდის ნაკვალევს,
იცოდე, რომ მძულს შენი ურცხვი მე გამოხედვა,
და გეფიცები მე ამ გრძნობას მუდამ ვატარებ...

მაგრამ ვაი, რომ უბედურ გულს არც ძალუტს უკვე
თავისი მკვლელის შეძულება და ტკივილს ითმენს,
იცის,რომ ერთხელ დრო დადგება სულყველას ჯიბრზე,
როდესაც შეძლებს, დაივიწყებს ტკივილის მიზეზს...

და ეს ტკივილი, ცუდი სიზმრის, კოშმარის მსგავსად,
უკიდეგანო სიბნელეში უჩუმრად წავა..


                                                                      ს.აბდუშელიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს