ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო-გიზო
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2011


„დედა“


დედაო ჩემო შენ ხარ ერების წარმომშობელი
დედაო ჩემო შენით სულდგმულობს ქართველი ერი
დედაო ჩემო შენზე ლოცულობს ყველა ქართველი
დედაო შენ ხარ ეტალონი ყველა ქართველის
ქართლისდედაო შენ ხარ თბილისი თვალი და ყური
დედაქალაქო შენ ხარ ქვეყნის ცენტრი და გული
დედაენაო შენ ხარ წიგნების მამამთავარი
დედაბუნებავ შენ ხარ სამყაროს სულის ჩამდგმელი
დედა მოსწყდება გასაჭირში ქართველის ბაგეს
დედით იწყება ლაპარაკი ყველა ქართველის
დედა შვილისთვის ეშაფოტზე თავსაც კი დადებს
დედაო ჩემო შენზე ლოცულობს ყველა ქართველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები