ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2011


ახალ წელს

ახალ წელს

ახალ წელს
ავყავართ
ღმერთამდე,
ბეთლემი- გზა,
მამალის
ყივილი,
ღიმილი
გადავდოთ
ერთმანეთს,
ერთურთის
გატანის
ღიმილი...

შობის დღე
იწყება
მღვიმეთი,
სიცილით,
გალობით,
ზარებით,
ერთმენეთს
გადავდოთ
იმედი,
გავუღოთ
ბეღელის
კარები...

ჩემს ქალაქს
თოვლში აქვს
მუხლები,
მუხლები
ადგმული
ბორცვებად,
ავანთოთ
ბოლომდე
ბუხრები,
ერთმანეთს
გავუთბოთ
ოცნება,


ნაფეხურები

ვუძღვნი ჩემს ანდრიას

ყველა ბებია
ერთად ყვირის:
- დადის, არიქა...
გამოიღვიძეთ,
კარში გადით,
დასტკბით ყურებით!
ჩვენმა ქალაქმა
დილით თოვლში
ფეხი აიდგა,
ყველგან დატოვა
თოთო ბავშვის
ნაფეხურები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები