ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნებიერა
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2011


ვიცი...

ვიცი, მალე გაზაფხული მოვა...
ვიღაც ამბობს, სიყვარულით მთვრალი.
ვარდობისთვეს არ ვიქნები მარტო,
სიყვარულთან დავიწერე ჯვარი!
ვიღაც ამბობს, უხარია ძლიერ -
ელოდება მას სამოთხის კარი...
ლამის  ჩიტებს მიუმღეროს ლაღად,
ლამის გულში ჩაიხუტოს ქარი.
ვიღაცისთვის მზე ჩაქრება მალე.
დგება ბოლო ამოსუნთქვის ჟამი...
ვიღაცისთვის სიკვდილის გზა მოსჩანს -
თვალახელილს შეუსვია შხამი...
ვიღაც მაინც აღარაფერს ნანობს...
იღიმება... გულს არა აქვს დარი!
მაინც უფალს სამადლობელს უძღვნის..
ვაი, მას ვინც ცოცხალია მკვდარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები