ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2011


ზურგს უკან

ზურგს უკან
კბილები გაილესეს,
მე ვფიქრობ
რატომღაც აკაკიზე,
ყოველდღე
ყოველი კაი  ლექსი,
”მეგობარ
პოეტებს”
მაკარგვინებს...

ლექსით ვარ
ყველაზე უმდიდრესი,
რითმები
ზოდებად ლაგდებიან,
”ძმები” კი
სრულიად უმიზეზოდ
მტრის გათხრილ
სანგრებში მაგრდებიან...

***

შენიღბულია ისევ
დარბაზი,
ისევ ღიმილი
მტკივა ბაგეზე,
და შიშით ხელში,
როგორც ჯამბაზი,
ისე გავდივარ
სიტყვის ბაგირზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები