ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2011


ქერა ქალი,"ბალონკა" ძაღლით.(გაგრძელება N2)

-ცოტახანი ვისხდეთ კიდევ, ხუთი წუთი და მერე წავიდეთ, კარგი?
-როგორც შენ გინდა , მეგონა აღარ გინდოდა აქ ყოფნა.
-სისულელეა , მაგრამ მოდი ეს ხუთი წუთი უხმოდ ვისხდეთ , მერე კი წავიდეთ.
-რამე რიტუალი გაქვს , თუ რა ხდება?
-არა , უბრალოდ , ხომ გითხარი სისულელეა. ამ ადგილას სახლი რომ იდგა გახსოვს?
-ძალიან ბუნდოვნად.
-მეც ეგრე ვარ , ვიღაცეები თითქოს მახსოვს, მაგრამ რაღაც  ფრაგმენტები მხოლოდ და მეტი არაფერი, ვერაფერ ისტორიას ვერ ვიხსენებ, არაფერი მაქვს ხელმოსაჭიდი , თითქოს გაქრა სამუდამოდ თავის მაცხოვრებლებთან ერთად.ეხლა , ნახე როგორაა, 29 ნომერს პირდაპირ 33 მოსდევს, 31 ნომერი არ არსებობს , აღარც სახლი აღარც მაცხოვრებლები , ნომერიც კი გაქრა.
-ისე ნომერი მაინც დაეტოვებინათ, გვეცოდინებოდა , რომ N31-ში ზიჩის სკვერია. როგორ ფიქრობ მასონების ხელი ურევია ამაში?
-მაგათი ბრალი იქნება გეთანხმები.
-ხოდა , მოდი მასონების ჯინაზე ვცადოთ და კავშირი დავამყაროთ ამ სახლის ეგრეგორთანმ ვნახოტ რა გამოვა
-ვუღიმი მე.
-როგორ ფიქრობ ვინმეს რომ ვუთხარათ, ორი დიდიხნის ზრდადასრული ადამაინი რასაც ვცდილობთ, ნორმალურებად ჩაგვთვლიან? ----- -მოგცლია , არ ვუთხართ არავის და ეგ იქნება. -ორივეს გვეღიმება.
-კარგი არავის ვუთხრათ, მერე რომ გავისეირნებთ რუსთაველზე, ერთმანეთს მოვუყვეტ , ხო საინტერესო იქნება?
-მართლა საინტერესოა.
-ვნახოთ.
-მე ცაში ვიყურები და ვცდილობ, დროს გავცდე, მგონია რომ სადღაც შავ-თეთრ ფოტოებზე დაფიქსირებულ, ჩვენ თავს მივაგნებ, (თუ დინოზავრის კვალი შემორჩა , ჩვენიც იქნება სადმე) ... ლალი სადღაც სივრცის მიღმა ცდილობს გასვლას , ან მე მეჩვენება ასე . გავიფიქრე "მერე აუცილებლად შევეკითხიბი"….
-ხუთ წუთს 1-2 წუთი გადავაშორეთ. თითქმის ერთდროულად წამოვდექით ისე, რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვია. ლალიმ დარჩენილი პროდუქტები პარკებში ჩააწყო , აქ ხომ არ დავტოვებთო.
- მართალი ხარ, მანქანაში ჩავდებ , ღამე ჯერ კიდევ წინაა, რა იცი რა ხდება ? პარკი საჭმელებით , არაყი, დარჩენილ ლუდითურთ მანქანაში ჩავდე. ---
-სკვერსა და ჩემს სახლს შორის კიბეები რუსთაველზე ჩადის . ჩავყევით. კიბეებს ლალის სახლის "არკამდე" ჩავყავართ.
-რა ხდება ნეტა ჩემს ეზოში?
- რა უნდა ხდებოდეს ? მალხაზა ისევ თვრება, ისევ დილიდან , ინგა ისევ წყევლის , მერე მალხაზა აგინებს , ინგა გარბის მეზობლებთან, მერე რიგდებიან და დილას ახლიდან. ნეტა არ ბეზრდებათ?
-ქალბატონი ვერიკო, მეზობლებელ ქალებს შემოიკრებს და ჭორაობს ყველაზე და ყველაფერზე, კაცები სვამენ, როცა არ სვამენ, , ფულს ეძებენ დასალევისთვის , თუ ვერ იშოვეს მოწყენილები გვიან ღამით იშლებიან , დაშლამდე ბედს და მთავრობას აგინებენ. თუ იშოვეს ფული, მაშინაც იგივეა , ეგაა მთვრალები იგინებიან, ადრესატები იგივეა, ეგაა შენი ეზოს ამბები .
- რაც ბინა გავყიდე, ვეღარ შევდივარ ჩემს ეზოში , ასე მგონია რაღაცა მოვკალი ჩემს თავში და იქ რომ შევიდე მკვდარი უნდა ვნახო,გარდაცვლილის ყურება კიდევ არ მინდა. რომ წავალ ალბათ მომენატრება ეს შტერობები.
- მოგენატრება აბა რა იქნება.
-რატომ? ნეტა ჩვენ ვართ ეგეთები თუ ყველა ესეა?
-რა ამბავში ამბობ?
-მარტო აქ საქართველოში ხდება ასე? ჯერ , რომ არ წასულხარ და უკვე ნოსტალგია გაქვს.
- ბრაზილილებს ჩვენზე მეტად ერხევად . აბა , მაგათ აწუხებთ თურმე ნოსტალგია.
-არა , მგონია , მაგაში ჩემპიონები მაინც ჩვენ ვიქნებით.
-შეიძლება.
- რუსტაველზე გავედით, კარგია რუსთაველი, მაგრამ ღამე უფრო გრძნობ მთელ მუღამს.დღე ყველასია , ღამე უბანს უბრუნდება და ალბათ მაგიტომ.
-იცი რატომ მიყვარს ღამე აქ ბოდიალი? ყველა სახლი ვიცი. ყველა ეზო. ჰოდა ,რომ მივუყვები აქაურობას , მგონია რომ სახლები , ეზოები , მთელი დღის ამბებს მიყვებიან, დაღლილები არიან, მაგრამ მაინც. მცნობენ შინაური რომ ვარ, მეც ვესალმები და ვეფერები, დღე სახლს ლაპარაკს ვერ დავუწყებ, ღამით კი შემიძლია რომელიმე სახლთან გავჩერდე და მოვუსმინო , მეც მოვუყვე ჩემი ამბები, მითუმეტეს თუ დალეული მაქვს სულ ადვილად გამომდის ეგ ამბავი.
-მოდი მაშინ , სანამ სახლებს დაუწყებ ლაპარაკს მომიყევი, რა ფიქრები და აზრები გაგიჩნდა სკვერში, 31 ნომერ სახლთან დაკავშირებით.
-არ დამცინებ?
-მე რა უნდა დაგცინო, გაგიჟდი?
-კარგი , გახსოვს პატარა გოგო ლოლა ? მაგ სახლში ცხოვრობდა , მგონი პირველ სართულზე.
-ღია ფერის თმები ჰქონდა , ქერა კი არა მწიფე ხორბლისფერი?
-ჰო, ჰო , ეგ. ლამაზი ბავშვი იყო. სხვა ბავშვებთან მოთამაშეს იშვიათად ვხედავდი , არადა გახსოვს მაგ დროს რამდენი ბავშვი იყო უბანში? ჰოდა, ბავშვი მახსოვს , დედამისი კი მომკალი და ვერ ვიხსენებ, რომელი იყო... და , გინდა დამიჯერე, გინდა არა ის ლოლა იჯდა ჩვენტან ერთად სკვერში, სკამზე.
- ლოლა იქ იყო, ტიროდა, მითხრა, რომ იმდენი ხანია ტირის,ცრემლს გააყოლა ხორცი და გაუფერულდა, გამჭვირვალე გახდა. ეხლაც იმხელაა რამხელაც გვახსოვს სახლის დანგრევამდე, შეიძლება ცოტათი დიდი. იცი რა მითხრა კიდევ?
-რა გიხრა?
-რა და თურმე , სინამდვილეში ჩინელი ყოფილა და ნამდვილის სახელი ლოუ ლინ ჰქვია .
-ჩინელი არა , კორეელი.
-ეგრე მითხრა და რა ვქნა. ერთ ვარსვკლავის, რომელსაც თავის ვარსკვლავს ეძახდა , სხივს მოყვებოდა თბილისში, გრიბოედოვზე იმ 31 ნომერში, ყველას აქაურად თვლიდა , აქ დედაც ჰყავდა , რომელსაც ეგონა რომ ის მისი შვილი იყო, მაგრამ როცა ჩინეთში ბრუნდებოდა დედამისსაც და სხვებსაც , მისი არსებოდა ავიწყდებოდა , რადგან დროებითი დედა იყოო, აბა მიმხედავი ხომ მჭირდებოდაო, არ იცოდა გარეგნობა, როგორ ეცვლებოდა, მაგრამ ეგრე კი ხდებოდა, ერთხელაც აქ რომ აღმოჩნდა, სახლი დანგრეული დახვდა და ვეღარაფერი იცნო, აღარც დედა ჩანდა ,შეშინდა , უცნობ გარემოში მოხვედრილი. წასვლა მოუნდა უკან , სახლის სახურავიდან მოჩანდა ის ვარსვკვლავი, რომლის დახმარებითაც უკან ბრუნდებოდა. სახლი აღარ არსებობდა , აღარც სახურავი, ქვემოდან კი იმ ვარსვკვალვს ვერ ხედავდა , (ალბათ აკადემიის შენობა ეფარებოდა.ავტ.შენიშვნა) მას შემდეგ აქ ვარ და გზა ვერ გამიგნიაო, ტირილისგან გამჭვირვალე გავხდი, ვერავინ მხედავს, ძალიან გაუკვირდა, მე რომ დავინახე.
-აღარ ვუთხარი, რომ ვერც მე ვხედავდი უბრალოდ ვგრძობდი და მისი , შორეთში ჩაკარგული , მინავლებული ხმა , ოდნავღა მესმოდა, მაგიტომ გთხოვე ჩუმად ყოფნა.
-მერე ?
-მერე , არაფერი , ხომ გახსოვს ცაში ვიყურებოდი , ვიგრძენი სადღაც ჩინეთსი, ვიღაცა იმ ვარსკვლავს მისჩერებოდა, ლოლა რომ ეძებდა, მივხვდი რომელი იყო ის ვარსკვლავი, შეშინებული და ატირებული რომ ვეღარ ხედავდა. ავდექი და გავყევი, გავყევი და ვნახე ლოუ ლინი უკვე დიდი , ის ჩინეთში იყო, მაგრამ არ ახსოვდა ვინ იყო , რა ერქვა, იმიტომ რომ ბავშვობა ჰქონდა დაკარგული. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა , უკან მოვაბრუნე მზერა და ლოლას ის ვარსკვლავი დავანახე , რომლის სხივსაც უნდა გაჰყოლოდა. რომ ავბრუნდებით მგონია, რომ წასული დამხვდება და დაუბრუნდება ლოუ ლინობას.
- მაგრად უბერავ შენ. გამოტყდი ,რომ ეხლა შეთხზი ეგ ისტორია?
-არაფერიც არ შევთხზი, მართლა ეგრე იყო. , სიმართლე იყო რაც მოვყევი, ტყუილი რაში მჭირდებოდა? -გზა გავაგრძელეთ.
-ეხლა შენ, მოყევი რა ნახე და იგრძენი ? -ამ საუბარ-საუბარში , ლაღიძემდე მივსულვართ.
-გახსოვს რა კარგი იყო?
-აი მაგას ნაღდათ ვერაფერი დამავიწყებს , მთელი ბავშვობის ნიძლავების უმეტესობა , ლაღიძის ხაჭაპურზე და წყლებზე იყო, ფეხბურთი იყო , ხაჭაპურზე ვთამაშობდით , ჯოკერი იყო იგივეზე, მოკლედ სანამ სერიოზული რამეების სმას დავიწყებდი , ხაჭაპურზე და წყლებზე ვიყავით , თქვენ გოგოები , რას თამაშობდით.
- რა უნდა გვეთამაშა ? ფეხბურთს ნამდვილად არა
-ლაფტას, თამაშობდით თქვენნიძლ ავზე.
- ლაფთას, კლასობანას , და "ბრის ილი მიუს" ვტამაშობდით ხაჭაპურებზე.
-ნუ ბრაზობ, რა მოხდა, არ შეიძლებოდა?
-დაიბადები შემდეგ ცხოვრებაში გოგოდ და ნახავ შეიძლება თუ არა.
- მე რომ დავიბადები, ფეხბურთში საქართველოს ქალების ნაკრები , მსოფლიო ჩემპიონი იქნება და მე 10 ნომერზე ვითამაშებ.
-რა თქმა უნდა, აბა კაცებს შანსი არა გაქვთ , ქალები თუ რამეს ვიზამთ.
- დაელოდეთ სანამ მე ქალად დავიბადები, მანამდე დარხეული გაქვთ. კაი, აღარ გვინდა ეხლა ფეხბურთები, მოყევი შენი ამბები, მე რომ მომაყოლე კარგია?
-კარგია , აბა ცუდია?
-მე ქალის ფიქრები მესმოდა , ორსულად იყო და იმას დარდობდა , სახლი რომ უნდა დაენგრიათ, ნეტავ ბავშვი აქ გაზრდილიყოო. იცი , კიდევ , უცნაურ რაღაცეებზე ფიქრობდა. მუცელზე ისვამდა ხელს და ლაპარაკობდა , იმ ბავშვს ელაპარაკებოდა რომ უნდა დაბადებულიყო.
-რაო , რას ეუბნებოდა
-ვატყობ დავინტერესდი.
-მოდი ჩამოვჯდეთ და ისე მოგიყვები, კი არის კარგი სეირნობა, მაგრამ ქუსლებზე მთელი დღე... დავიღალე.
-ჩამოვჯდეთ რა პრობლემაა, ჩამოვჯდეთ და მომიყევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები