_ნატოია, მოუქნიე მაგას ჯოხი,გეყურება? სანამ ნატოია გაიგებს და გამოუდგება მისი ორი ფეხით, იქნება, ამან ოთხით უფრო კარგად გაასწროს. კი, გარბის,მარა, არც ძუნძული აღარ უგავს თავის ძველებურ განავარდებას. უჰ, სუნთქვაც უჭირს. ვერც თვალში ხედავს წინადებურად. ვეღარც სუნს იღებს და სხვის კვალს პოულობს კიარადა, თავისას კარგავს , საეჭვოდ ხშირად. ან ტვინი სად ჰქონდა ან ინსტინქტი? ან რაზე ფიქრობდა ძაღლი, რომელმაც...
...აბა, საიდან უნდა სცოდნოდა რომ ასე მტრულად მოიძულებდნენ?! კი იყო და კი ცხოვრობდა, ადრე, თურმე შეუჭირველად. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ უკვირდება,არც საკვები აკლდა და არც პატივი. ახლა კიდევ, სულაც არ უნდა სიყმაწვილის დროინდელი თამაშობების გახსენება, საკუთარ კუდს რომ დასდევდა წრეზე ტრიალით. კი, გამხნევდა და მოინდომა ერთი-ორჯერ, მაგრამ... ხრტილდაღრეცილი,გაგვაჯული და ტალახისგან დამძიმებული კუდის დანახვა ახსენებდა, რომ დღესდღეობით ის იყო ძაღლი, რომელმაც... ... რა გაიხარეს სხვა ოთხფეხებმა?! ლამის იყო და სოფელს ცა აჰხადეს ყეფითა და ბედნიერი შეყმუვლებებით. ან იქნებ, დასცინეს კიდეც. ერთი მიზეზი იყო სწორედ. მაწანწალებს შურდათ, სანამ ეზოში მასპინძელივით დადიოდა და ორფეხები უყოფდნენ ლუკმას. სანამ ... ვინც არ მაწანწალობდა, ვინაც მასავით მსახურობდა - იმათ კიდევ, სასტიკად დასდეს ბრალი შრომის კოდექსის დარღვევაში და ჩამოიშორეს უპატივოდ დარჩენილი ძაღლი, რომელმაც...
...რა მბზინავი ბეწვი უფუჭდება?! დასანანი არაა ამისი ასე დაბეჩავება? მუხლიც მაგარი ჰქონდა და ყეფაც საშიშად რიხიანი, ზარისდამცემი. როგორი იმედი იყო სახლიკაცებისთვის და მოყვრებისთვის. რა შეთამამებულად ამაყი უმშვენებდა გვერდს ადამიანებს!
ახლა? ახლა ნაგვის გროვებთან ღამით მიდის რომ არავინ შეამჩნიოს, ჯერ იმიტომ, რომ ესირცხვილება არმიჩვეულს. მეორეც კიდევ იმისთვის, რომ სხვა ოთხფეხები არ ანებებენ კაცის ულუფას მონარჩენი მოჩხრიკოს რამე. კბილი გაჰკრას. სული მოითქვას. მჭლე ფერდებზე სულ ოდნავი ხორცი შეისხას. ამასაც უნდა შეეჩვიოს.
„_ნატოია თუ დამეწია და მომცხო ამ გამხმარ ძვლებზე! მერე ნახე შენ, ჩემო თავო, დაცინვაც და გამასხარებაც! ჰე,გაიხსენე ძველი დროება! ჰა,მიდი,ახლა, ვითომ ტახს მისდევ ... უჰ, ან ტვინი სად მქონდა, ან ინსტინქტი?! ახია ჩემზე, თვალში უნდა გამომეხედა თავის დროზე. რა ჩემდა ჭირად გაავდრდა მაშინ!... ვაიჰ,ნატოია თუ დამეწიაააა... მწარე ხელი აქვს მაგას. ბოხოს კი არ ჰგავს! ბოხო თუ მოგცხებს, მარტო იმისთვის, რომ დაგანახოს -აქაო და გაგიჯავრდიო, თორემ, კი არ გტკენს!...რა იყო, შე ქალო,ნატოია, მიხედე, ეგერ, ბავშვი ტირის. ამომძვრა სული. მე ნუღა მომსდევ... რაღაცა, ორი კბილი შემრჩენია, რომც გიკბინო - ან რას დაგაკლებ, ან რა ხეირი?!...“
. . .
სოფლის თავთან, სადაც ერთი პატარა და მეორეც კიდევ უფრო მცირე მდინარე ერთმანეთს ერთვის _საცალფეხო ბოგირია . ფეხქვეშ აჭრიალებულ ხიდზე მიძუნძულებდა მკვეთრად მარცხნივ გადრეკილი ხერხემლით. კუდის ბოლოდან მოწვეთავდა შარაზე ჩაგროვილი წუმპე-წყლებიდან ბეწვს შერჩენილი სისველე. უცხო ალაგს, უცნობებთან მიდიოდა ნაცემი,მოძულებული, დასაცინი და მასხრად აგდებული ძაღლი, რომელმაც..... პ ა ტ რ ო ნ ი ვ ე რ ი ც ნ ო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ნამდვილად კარგი მოთხრობაა, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფინალი იყო მოულოდნელი, სხვა რამეს მოველოდი, მაგრამ ერთ რამეზე ჩემი აზრი არ ვთქვა არ შემიძლია-ეს ამდენი ,,ძაღლი, რომელმაც..." ცოტა მეზედმეტა. დასაწყისში ერთხელ გამოყენება კმაროდა ალბათ. ეს ფრაზა უფრო ინტერესით აკითხებს, მაგრამ ცოტა შემაწუხებელიცაა, ჩემი აზრით. ნამდვილად კარგი მოთხრობაა, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფინალი იყო მოულოდნელი, სხვა რამეს მოველოდი, მაგრამ ერთ რამეზე ჩემი აზრი არ ვთქვა არ შემიძლია-ეს ამდენი ,,ძაღლი, რომელმაც..." ცოტა მეზედმეტა. დასაწყისში ერთხელ გამოყენება კმაროდა ალბათ. ეს ფრაზა უფრო ინტერესით აკითხებს, მაგრამ ცოტა შემაწუხებელიცაა, ჩემი აზრით.
19. ის, რაზეც...
მომეწონა მე ეს...ავტორი,
როგორც ყოველთვის... :) ის, რაზეც...
მომეწონა მე ეს...ავტორი,
როგორც ყოველთვის... :)
18. მიხარია, რომ არ შევმცდარვარ!.. კარგი ხარ, ავტორო! ბევრი წერე! ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ნიჭიერ ახალგაზრდა, ორიგინალური აზროვნებისა და ხელწერის ავტორებს! ეს ხომ არც ისე ხშირი სიამოვნებაა... მიხარია, რომ არ შევმცდარვარ!.. კარგი ხარ, ავტორო! ბევრი წერე! ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ნიჭიერ ახალგაზრდა, ორიგინალური აზროვნებისა და ხელწერის ავტორებს! ეს ხომ არც ისე ხშირი სიამოვნებაა...
17. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც წაიკითეთ და აზრი გამოთქვით.
ქ-ნო ჯინა, ნამდვილად არ მინდოდა აღქმულიყო, როგორც მხოლოდ ძაღლის სევდიანი და უიღბლო თავგადასავალი. ალეგორიულად მინდოდა მეთქვა, ის,რაზეც...
კიდევ ერთხელ გმადლობთ ყველას. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც წაიკითეთ და აზრი გამოთქვით.
ქ-ნო ჯინა, ნამდვილად არ მინდოდა აღქმულიყო, როგორც მხოლოდ ძაღლის სევდიანი და უიღბლო თავგადასავალი. ალეგორიულად მინდოდა მეთქვა, ის,რაზეც...
კიდევ ერთხელ გმადლობთ ყველას.
16. ეს დადებისთანავე წავიკითხე, თუმცა, მხოლოდ ახლა მოვაღწიე, რომ კომენტარი დავტოვო. ტკივილიანი, მძაფრი თხრობაა, თუმცა, მარტო ძაღლის სევდიანი და უიღბლო თავგადასავალი არაა, მგონი, აქ ჩადებული (რა ვიცი, ეგებ ვცდები...) საინტერესოდ აზროვნებ, ავტორო, კარგად წერ!.. ეს დადებისთანავე წავიკითხე, თუმცა, მხოლოდ ახლა მოვაღწიე, რომ კომენტარი დავტოვო. ტკივილიანი, მძაფრი თხრობაა, თუმცა, მარტო ძაღლის სევდიანი და უიღბლო თავგადასავალი არაა, მგონი, აქ ჩადებული (რა ვიცი, ეგებ ვცდები...) საინტერესოდ აზროვნებ, ავტორო, კარგად წერ!..
15. ფინალმა საერთოდ დაამშვენა...5 ფინალმა საერთოდ დაამშვენა...5
14. კარგი მოთხრობაა, ძაღლი ყველაზე ერთგულია ადამიანისთვის, სიკეთის დაფასება იცის. კარგი მოთხრობაა, ძაღლი ყველაზე ერთგულია ადამიანისთვის, სიკეთის დაფასება იცის.
13. მაგარია ნამდვილად!!! მაგარია ნამდვილად!!!
11. ბრავო, ნათი... ძალიან მომეწონა! 55555555555 ბრავო, ნათი... ძალიან მომეწონა! 55555555555
10. ვახ ფინალი. საღოლ. :-*
5 ვახ ფინალი. საღოლ. :-*
5
9. მართლა კარგად წერს ეს გოგო! :) *** მართლა კარგად წერს ეს გოგო! :) ***
8. ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ნათი მეტკინა შენი ძაღლის ნაცვლად... ასე როგორ შეგიძლია ჰა?:) ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ნათი მეტკინა შენი ძაღლის ნაცვლად... ასე როგორ შეგიძლია ჰა?:)
6. დუმბაძის "ძაღლი"გამახსენდა ამას რომ ვკითხულობდი და აქ,აქ და ამ საზოგადოებაში ჩემო "თვალითარნახულო"მეგობარო,მინდა გითხრა,რომ-თუ არაფრით სჯობს,არც არაფრით ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულ ჩემ საყვარელ ნაწარმოებს. მართლა და მართლა. დუმბაძის "ძაღლი"გამახსენდა ამას რომ ვკითხულობდი და აქ,აქ და ამ საზოგადოებაში ჩემო "თვალითარნახულო"მეგობარო,მინდა გითხრა,რომ-თუ არაფრით სჯობს,არც არაფრით ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულ ჩემ საყვარელ ნაწარმოებს. მართლა და მართლა.
5. ნათი,გულს მიჩერებ ხოლმე ... იცი,როგორია შენი ნაწერები? რომ გტკენს,მაგრამ თან რომ გინდა იკითხო,იკითხო... ნათი,გულს მიჩერებ ხოლმე ... იცი,როგორია შენი ნაწერები? რომ გტკენს,მაგრამ თან რომ გინდა იკითხო,იკითხო...
4. კარგადწერსეს გოგო:) წარმატებს გისურვებ კარგადწერსეს გოგო:) წარმატებს გისურვებ
3. "უცხო ალაგს, უცნობებთან მიდიოდა ნაცემი,მოძულებული, დასაცინი და მასხრად აგდებული ძაღლი, რომელმაც..... პ ა ტ რ ო ნ ი ვ ე რ ი ც ნ ო."
უუუფ, ნათ! რამდენ რამეზე მაფიქრე ახლა... +5 რა თქმა უნდა
გემორჩილება კალამი. "უცხო ალაგს, უცნობებთან მიდიოდა ნაცემი,მოძულებული, დასაცინი და მასხრად აგდებული ძაღლი, რომელმაც..... პ ა ტ რ ო ნ ი ვ ე რ ი ც ნ ო."
უუუფ, ნათ! რამდენ რამეზე მაფიქრე ახლა... +5 რა თქმა უნდა
გემორჩილება კალამი.
2. საწყალი ძაღლი, შემეცოდა. საწყალი ძაღლი, შემეცოდა.
1. ძალიან იმოქმედა...ეს გაძაღლებული ყოფაა, თუ
პირიქით...
ასე პატარაა და ამვ დროს დიდი, თავის სათქმელით.
ძალიან იმოქმედა...ეს გაძაღლებული ყოფაა, თუ
პირიქით...
ასე პატარაა და ამვ დროს დიდი, თავის სათქმელით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|