1. ჯერ კიდევ ასდის ჟანეს თმებზე თვეების წინათ შემწვარი, ომლეტის სუნი. და შიმშილისგან როცა კუჭი, წვიმაში გაგდებულ ძაღლივით უყეფს, თმებს იშლის ჟანე, დაჭორფლილ ცხვირთან ბღუჯით მიაქვს და დიდხანს ყნოსავს, ყნოსავს თითქმის ჩაძინებამდე.
2. ღამით ოთახში, ჭიებივით დაყრილ ნაპრალებს ავსებს სიცივე.
3. გათენებისას ყნოსვით თუ გრძნობს დილის სინედლეს. დგება და დანით ანაკუწებს დამჭკნარ ბოსტნეულს. ხშირად ხდება, რომ სიჩქარეში თითებს აყოლებს, ტკივილისაგან ეჭმუხნება პატარა სახე, მარილის ნაცვლად, ჭრილობიდან წამსკდარი სისხლით და ჰალოგენურ ცრემლით აზავებს ფიალაში დაჭრილ ბოსტნეულს. ხელის ცეცებით მიაქვს მოხუცი კაცის საწოლთან, თავთან უჯდება, ეუბნება: „ბაბუ ჭამეო“.
4. ხშირად ფეთქდება გონებაში, დანაღმული ბავშვობის კადრი. Pont Marie-ის ხიდის, გაწელილი ფრაგმენტებით ევსება სახე. სქელი ტვიდის „მწვანე“ ბერეტი და კრებდეშინის „წითელი“ კაბა. დაკარგული ქრომატული ყველა შეგრძნება და სინათლეზე (პირდაპირი) ბოლო რეფლექსი. ჭიქაში ახლად დასხმულ ჩაის მსგავსად, მოხუცის (გაშვებული) თბილი ხელი და ხერხემალგაშეშებულ მდინარის სუნთქვით, ამოსული კანქვეშ სიცივე.
5. ყოველდღე უჭრის ჟანე მოხუცს ფიალაში თავის წილ თითებს, თუმცა მოხუცი დიდი ხანია პირს არ აკარებს. ჟანეს სწყინს, მუშტად შეკრულ ხელებს ურტყამს მთელი ძალით მკერდში და მის ზევიდან ისე ფართხალებს, როგორც ფხებისგან დაცლილი თევზი - ბალნიან ბადის სასაკლაოზე. მერე დაღლილი ეფერება, გულში იხუტებს, გაშეშებულ ხელებს უკოცნის. ივსებს ნესტოებს ამძაღებულ თევზის სუნით და თმებგაშლილი, შიმშილისგან მასზე იძინებს.
6. ღამით კი როცა, მთვარე უვსებს მოხუცს ლაყუჩებს, ჩანს რომ მოხუცი თევზია და ზურგზე დაცურავს.
7. სუნთქვით დაცლილი ვიწრო ოთახი, რადიოს ხმებით. (სლოგანით"Vu d'ici"), გამაყრუებელ ხმაზე აცხადებს:
„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვი ბრმა იყო, ხოლო მოხუცი - ერთი თვის მკვდარი“.
21 Rue des Halles, 75001 Paris, France
(ავტ.) ლავიწებჩამტვრეული ფანჯრიდან კი მოჩანს ღრუბლებზე მოფარფატე მთვარე, სავსე და ყვითელი, როგორც Coldplay-ის yellow .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. სადმე მაინც წაშალე ეს ლექსი დავიზეპირე უკვე იმდენჯერ ამომიგდო ნაწარმოებებში :)) სადმე მაინც წაშალე ეს ლექსი დავიზეპირე უკვე იმდენჯერ ამომიგდო ნაწარმოებებში :))
27. ვაიმე როგორი ორიგინალურია და ბანალური :) აიი ძან მომეწონაა.... ვაიმე როგორი ორიგინალურია და ბანალური :) აიი ძან მომეწონაა....
25. ეს არი ძალიან მაგარი რამე და საერთოდ შენ გაქ წერის სტილი რომლითაც უეჭველი გცნობ ხოლმე :D მემგონი არ ვცდები :)) ეს არი ძალიან მაგარი რამე და საერთოდ შენ გაქ წერის სტილი რომლითაც უეჭველი გცნობ ხოლმე :D მემგონი არ ვცდები :))
24. ვაჰ, როგორ მომეწონა =) ვაჰ, როგორ მომეწონა =)
23. გმადლობთ, გმადლობთ :* გმადლობთ, გმადლობთ :*
22. ეს გოგონა ნიუ-ჯერსიშიც, პარიზშიც და თბილისშიც არ კარგავს თვითმყოფადობას და ყველგან ორიგინალურად ამბობს სათქმელს. <3 5! ეს გოგონა ნიუ-ჯერსიშიც, პარიზშიც და თბილისშიც არ კარგავს თვითმყოფადობას და ყველგან ორიგინალურად ამბობს სათქმელს. <3 5!
21. საინტერესო ავტორი შემოემატა საიტს :) არეული, ქაოსური და გასაგები...
ისე ამ ლექსის დაწერის ისტორიას სიამოვნებით გავეცნობოდი, უმორჩილესად ვთხოვ ავტორს. +2 საინტერესო ავტორი შემოემატა საიტს :) არეული, ქაოსური და გასაგები...
ისე ამ ლექსის დაწერის ისტორიას სიამოვნებით გავეცნობოდი, უმორჩილესად ვთხოვ ავტორს. +2
20. საოცარი რამ ვნახე. ძალიან მდიდარი შეგრძნებებით გაკითხებს თავს ნაწერი.
ძალიან მომეწონა. მართლა არ არის განებივრებული პორტალი უკვე ასეთი ნაწერებით. საოცარი რამ ვნახე. ძალიან მდიდარი შეგრძნებებით გაკითხებს თავს ნაწერი.
ძალიან მომეწონა. მართლა არ არის განებივრებული პორტალი უკვე ასეთი ნაწერებით.
19. გილოცავთ ახალ წელს მეც და thanks გილოცავთ ახალ წელს მეც და thanks
18. მე მომეწონა, კიარა მგარად მომეწონა. მრავალ ახალ წელს :) ++ მე მომეწონა, კიარა მგარად მომეწონა. მრავალ ახალ წელს :) ++
17. მადლობა ღმერთს, აქ, (სამწუხაროდ, მიძინებულ ურაკზე) "ეო-მეოსა" და "აყვავილდის" უსიერ ტევრში ასეთ გამონათებებსაც რომ წააწყდები ადამიანი. მადლობა ამ ჭკვიან გოგონას. არაპოეტური საგნების პოეტურ საგნად ქცევაც შეიძლება. მადლობა ღმერთს, აქ, (სამწუხაროდ, მიძინებულ ურაკზე) "ეო-მეოსა" და "აყვავილდის" უსიერ ტევრში ასეთ გამონათებებსაც რომ წააწყდები ადამიანი. მადლობა ამ ჭკვიან გოგონას. არაპოეტური საგნების პოეტურ საგნად ქცევაც შეიძლება.
16. და როგორც არის გმადლობთ
ვისაც ვესაინტერესოვე,მოვეწონე, არ მოვეწონე და ასე.შ.
და როგორც არის გმადლობთ
ვისაც ვესაინტერესოვე,მოვეწონე, არ მოვეწონე და ასე.შ.
15. 2, 4 , აქ სხვების მსგავსად არ წერ და ეს მომეწონა . საინტერესოა , დაველოდები შემდეგ ნაწერებს . :) 555 2, 4 , აქ სხვების მსგავსად არ წერ და ეს მომეწონა . საინტერესოა , დაველოდები შემდეგ ნაწერებს . :) 555
14. აი ყველაფერი წარმოვიდგინე. საინტერესოა ძალიან და კიდევ მოგძებნი და წაგიკითხავ :) მაგარია, ფრანგულია რაც მთავარია და ზუსტად არის ხასიათი გადმოსული, ზუსტად. აი ყველაფერი წარმოვიდგინე. საინტერესოა ძალიან და კიდევ მოგძებნი და წაგიკითხავ :) მაგარია, ფრანგულია რაც მთავარია და ზუსტად არის ხასიათი გადმოსული, ზუსტად.
13. ახალი ხარ? ვახ ამ ერთფეროვნებასი საინტერესო ვიღაც გამოჩნდა. ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე გავიგე და შევკარი ლექსი,მაგრამ....მესაინტერესოვე:)აი ასე ვოტ:) ახალი ხარ? ვახ ამ ერთფეროვნებასი საინტერესო ვიღაც გამოჩნდა. ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე გავიგე და შევკარი ლექსი,მაგრამ....მესაინტერესოვე:)აი ასე ვოტ:)
12. წარმატებები და გილოცავ ბარბარობას. ;) წარმატებები და გილოცავ ბარბარობას. ;)
11. როგორც Coldplay-ის yellow . აი ეს ძაააალიან ძალიან მომწონს, მაგრამ ლავიწებჩამტვრეული ფანჯარა ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე, რანაირია?
ლექსიც არ მომეწონა : ( როგორც Coldplay-ის yellow . აი ეს ძაააალიან ძალიან მომწონს, მაგრამ ლავიწებჩამტვრეული ფანჯარა ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე, რანაირია?
ლექსიც არ მომეწონა : (
10. გმადლობთ :) გმადლობთ :)
9. "ღამით ოთახში, ჭიებივით დაყრილ ნაპრალებს ავსებს სიცივე"
ისე ფართხალებს, როგორც ფხებისგან დაცლილი თევზი - ბალნიან ბადის სასაკლაოზე. საინტერესო შედარებებია (ჩემი აზრით), ზუსტად დამიხატა კადრები...
მძიმე ფინალი!... საინტერესო სიუჟეტი იყო, ტრაგიზმით სავსე!... ღრმად განცდილი ნაწერია,,, "ღამით ოთახში, ჭიებივით დაყრილ ნაპრალებს ავსებს სიცივე"
ისე ფართხალებს, როგორც ფხებისგან დაცლილი თევზი - ბალნიან ბადის სასაკლაოზე. საინტერესო შედარებებია (ჩემი აზრით), ზუსტად დამიხატა კადრები...
მძიმე ფინალი!... საინტერესო სიუჟეტი იყო, ტრაგიზმით სავსე!... ღრმად განცდილი ნაწერია,,,
8. ოკ და არამარტო ამირი, შენც გევასება? ოკ და არამარტო ამირი, შენც გევასება?
7. არა მე იმ ყველა გაგებას არ გეუბნები რაც ზოგადია არა მე იმ ყველა გაგებას არ გეუბნები რაც ზოგადია
5. ოჰო ბატონი მაირი კი მოსწონს თან : ) ოჰო ბატონი მაირი კი მოსწონს თან : )
4. და ნუთუ შეიძლება ისე წერო რომ არ იცოდე?
არაა აუცილებელი ყველამ გაიგოს :L და ნუთუ შეიძლება ისე წერო რომ არ იცოდე?
არაა აუცილებელი ყველამ გაიგოს :L
3. შენ თვითონ თუ იცი რას წერდი კიდე კაია შენ თვითონ თუ იცი რას წერდი კიდე კაია
2. უჰუმ:| ქაოსი მარადისობის შვილია (ქრონოსის ანუ) ხოდამ... ძალიანაც კარგი უჰუმ:| ქაოსი მარადისობის შვილია (ქრონოსის ანუ) ხოდამ... ძალიანაც კარგი
1. სრული ქაოსია:D:DD:წარმატებები...:* სრული ქაოსია:D:DD:წარმატებები...:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|