ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2011


ზამთარი

+++
გაჰყვება ქარებს
შორეული,
თეთრი ქორწილი,
დრო ისე ჩქარობს
საჭეს ვეღარ
დაიმორჩილებს...

ისმის ხორხოცი,
მზე ტორტმანებს,
როგორც სჩვევია,
ქვეყნის ბოლოში
სახიფათო
მოსახვევია...

***
მიწა ვნებებით
მიმონებს,
შეჩერდი,
ზეცა ღაღადებს!!!
ჩემს ცოდვას
ჰქვია სიმონი,
ჩემს სინდისს
ჰქვია ლაზარე...

ზამთარი

ზამთარი ქარში გაიზარდა,
ირგვლივ გრადუსი მინუსია,
წუხელ კი თოვლში წაიქცა და
მშიერი მგლებიც მიუსიეს...


ბალიშზე თავი ფხიზლად მიდევს,
რა დაემართა?!- ჩემთვის ვფიქრობ...
მზეს ვინ ოხერი გააღვიძებს,
მამალმაც, რომ არ დაიყივლოს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები