 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პოეზია 24 დეკემბერი, 2011 |
გარეთ ქუჩები მიყვებიან დღეებს მხარდამხარ, ცაში სხივების გუბეები შრება და მალე, ხვდები,გახდება მომავალში “აწმყო“- „ხანდახან“, უიღბლობისგან ხასიათი თუ არ დამალე. თვალებში წვიმის ანარეკლი გაქვს და გეტყობა, თითქოს ხელებზე გილაგია ქვეყნის ავ-კარგი, ასეა მუდამ,იმეორებ :“რა გაეწყობა, მოთმინებასთან ერთად თუკი შვებაც დავკარგე“. შენ შეგიძლია,როცა სხვა გყავს იყო მაშინაც თავთან სულ მარტო,ვერ გახვიდე გარეთ სახლიდან, მერე კი იგრძნო,უსხვისობამ რომ შეგაშინა და ისევ ისე,ძველებურად,ისევ ახლიდან... სული კი როგორც ნესტიანი,ბნელი მიწური, ვერ ამოიშრო საძირკვლიდან სველი განცდები, თუ ერთი დღისთვის ბრძოლის ძალა ამოგეწურა, ხვდები წინასწარ-მომავლისთვის უკვე მარხცდები.
23.12.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. უიღბლობისგან ხასიათი თუ არ დამალე ხო,ეგ მძიმეა... იღბალი და კარგი ხასიათი გვქონოდეს! :) უიღბლობისგან ხასიათი თუ არ დამალე ხო,ეგ მძიმეა... იღბალი და კარგი ხასიათი გვქონოდეს! :)
17. "ჰიდროიზოლაცია" არის ასეთი რაღაც, მიწურის სინესტეს რომ შველის..."ჰიდრო" შეგიძლია შეცვალო...P.S "ჰიდროიზოლაცია" არის ასეთი რაღაც, მიწურის სინესტეს რომ შველის..."ჰიდრო" შეგიძლია შეცვალო...P.S
15. აი ესაა რა, რო გენიოობენ, და სიბრძნის დახეთქება რო უნდათ, სწორედ მაშინ არ გამოდის ლექსი, 21 საუკუნეა დაწერე რა მარტივად და ღრმად, ))არ ვარგა ეს. ნაღდად. აი ესაა რა, რო გენიოობენ, და სიბრძნის დახეთქება რო უნდათ, სწორედ მაშინ არ გამოდის ლექსი, 21 საუკუნეა დაწერე რა მარტივად და ღრმად, ))არ ვარგა ეს. ნაღდად.
14. 0. გარეთ ქუჩები მიყვებიან არა კვატი.
0. გარეთ ქუჩები მიყვებიან არა კვატი.
13. ბევრისმთქმელი ლექსია,პირადად ჩემთვის ახლობელი... :* + ბევრისმთქმელი ლექსია,პირადად ჩემთვის ახლობელი... :* +
12. გარეთ ქუჩები მიყვებიან დღეებს მხარდამხარ, ცაში სხივების გუბეები შრება და მალე, ხვდები,გახდება მომავალში “აწმყო“- „ხანდახან“, უიღბლობისგან ხასიათი თუ არ დამალე.
საინტერესო წიაღსვლებია საკუთარ თავში, მარტოობის თანხლებით... გარეთ ქუჩები მიყვებიან დღეებს მხარდამხარ, ცაში სხივების გუბეები შრება და მალე, ხვდები,გახდება მომავალში “აწმყო“- „ხანდახან“, უიღბლობისგან ხასიათი თუ არ დამალე.
საინტერესო წიაღსვლებია საკუთარ თავში, მარტოობის თანხლებით...
11. ურაკზე რაღაც სევდიანი განწყობაა, რა გჭირთ ხალხებო ? ... :) ურაკზე რაღაც სევდიანი განწყობაა, რა გჭირთ ხალხებო ? ... :)
9. ~სული კი როგორც ნესტიანი,ბნელი მიწური, ვერ ამოიშრო საძირკვლიდან სველი განცდები,~
მომეწონა. ამ ორ სტრიქონს გამოვყოფდი. ~სული კი როგორც ნესტიანი,ბნელი მიწური, ვერ ამოიშრო საძირკვლიდან სველი განცდები,~
მომეწონა. ამ ორ სტრიქონს გამოვყოფდი.
8. შენ შეგიძლია,როცა სხვა გყავს იყო მაშინაც თავთან სულ მარტო,ვერ გახვიდე გარეთ სახლიდან, მერე კი იგრძნო,უსხვისობამ რომ შეგაშინა და ისევ ისე,ძველებურად,ისევ ახლიდან... ++ შენ შეგიძლია,როცა სხვა გყავს იყო მაშინაც თავთან სულ მარტო,ვერ გახვიდე გარეთ სახლიდან, მერე კი იგრძნო,უსხვისობამ რომ შეგაშინა და ისევ ისე,ძველებურად,ისევ ახლიდან... ++
7. ნაცნობი განწყობა... 5! ნაცნობი განწყობა... 5!
6. მიყვარს მე ეს ფილოსოფოსა ლურსმანი...:-* მიყვარს მე ეს ფილოსოფოსა ლურსმანი...:-*
3. მომწონს მე შენი წერის სტილი
ჩემი შეფასების მაქსიმუმი აქ. მომწონს მე შენი წერის სტილი
ჩემი შეფასების მაქსიმუმი აქ.
1. სული კი როგორც ნესტიანი,ბნელი მიწური, ვერ ამოიშრო საძირკვლიდან სველი განცდები,
ყოჩაღ!!! სული კი როგორც ნესტიანი,ბნელი მიწური, ვერ ამოიშრო საძირკვლიდან სველი განცდები,
ყოჩაღ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|