მე არ გატარებ ლაშქრობებში და არ ვიცოცებ შენთან ერთად კლდეზე, არ დავიყვირებ ქუჩაში შენს სახელს და არც მაგიდაზე შემოვაწყობ ფეხებს. ვივლი ცოტას და ვიჯდები დიდხანს. გამოგამწყვდევ გამჭვირვალე შუშის კედლებს შორის და ჩაგაცმევ ,,ზიზია" კაბას, შენ კი დამიყვირებ - ,,იდიოტო! მე ბიჭი ვარ." ჩამოვადებ ქუთუთოებს ასანთის ღერებს, დაგაკვირდები სისხლის ჩაქცევამდე, გულ-სისხლძარღვთა ვარიკოზულ დაავადებამდე, და სად არის შენი თავისუფლება? შუშის იქეთ თუ აქეთ? მე კი გეტყვი, რომ ის არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მაკიაჟიანი ჰეტეროსექსუალი თოვლის ბაბუა, იგივე სანტა, რომელიც ჩვენს შვილს ახალი წლის ღამეს მოუტანს ჩვენივე ნაყიდ ცვილის ფანქრებს. - ,,ეს დედაა, ეს კი მამა, ეს დედამიწა", - ამბობს ის. ზუსტად მერამდენე დღეს გადადის ბავშვი ბავშვობიდან მოზრდილობაში? მე ოცდაორი წლის ბავშვი ვარ. ყოველდღე ვხვდები ჩემი ასაკის მოხუცებს. ისინი არ ტირიან და არ ჭამენ კამფეტებს, თავზე დამრიგებლური ტონით მისვამენ ბინძურ ხელისგულებს და მეკითხებიან -,,როდის უნდა გაიზარდო"? ჩამესმის შენი ხმა - ,,იდიოტო, გაზრდა არ გაბედო"! მე ერთადერთი შეკითვა მაწუხებს მხოლოდ: - რატომ ვარ იდიოტი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ნინკი, საყვარელი პაპა გყავს : )) დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ნინკი, საყვარელი პაპა გყავს : ))
11. აი ბოლოს დამატებული "რაღაცის" წაკითხვის მერე, გაქცევა მოვინდომე,მაგრამ რატომგაც ესეც გავხსენი და კარგი ვქენი.:დ ოცდაორი წლის მოხუცები არ ტირიან და არ ჭამენ კამფეტებს, არადა პაპაჩემი რა ტიპია, რაღაც საოცარი ხერხებით აგნებს ყველაფერს,რაც ტკბილია:D ეს იუმორიზა და მომეწონე ერთი სიტყვით. და კიდო + აი ბოლოს დამატებული "რაღაცის" წაკითხვის მერე, გაქცევა მოვინდომე,მაგრამ რატომგაც ესეც გავხსენი და კარგი ვქენი.:დ ოცდაორი წლის მოხუცები არ ტირიან და არ ჭამენ კამფეტებს, არადა პაპაჩემი რა ტიპია, რაღაც საოცარი ხერხებით აგნებს ყველაფერს,რაც ტკბილია:D ეს იუმორიზა და მომეწონე ერთი სიტყვით. და კიდო +
10. მომეწონა, მომეწონა გამეღიმა! მომეწონა, მომეწონა გამეღიმა!
9. არ ვიცოდი რა მეთქვა და ამიტომ გავჩუმდი. ბავშვობა რა, ფეტიშია?....:) არ ვიცოდი რა მეთქვა და ამიტომ გავჩუმდი. ბავშვობა რა, ფეტიშია?....:)
7. მდა, არ მომეწონა. აზრი გასაგებია, გადმოცემა არ ვარგა. (ჩემთვის) დაა კიდევ ყველაფერი რაც ურითმო ტექსტია, მაგრამ პროზა ვერ იქნება, ვერლიბრი არ არის :)
მდა, არ მომეწონა. აზრი გასაგებია, გადმოცემა არ ვარგა. (ჩემთვის) დაა კიდევ ყველაფერი რაც ურითმო ტექსტია, მაგრამ პროზა ვერ იქნება, ვერლიბრი არ არის :)
6. ხო, მართლა, 5 დაგიწერე! მე ამ ქულას - ”5”-ს ისე, უბრალოდ, არ ვარიგებ! :) ხო, მართლა, 5 დაგიწერე! მე ამ ქულას - ”5”-ს ისე, უბრალოდ, არ ვარიგებ! :)
5. ჩამესმის შენი ხმა - ”იდიოტო, გაზრდა არ გაბედო"! მე ერთადერთი შეკითვა მაწუხებს მხოლოდ: - რატომ ვარ იდიოტი?
:))))) იმიტომ, რომ ერთხელ რომ დაგიძახა ”იდიოტი”, ტუჩებში არ გასცხე ხელუკუღმა! მეორედ ვეღარ გაბედავდა! აწი გვიანია! :)
ჩამესმის შენი ხმა - ”იდიოტო, გაზრდა არ გაბედო"! მე ერთადერთი შეკითვა მაწუხებს მხოლოდ: - რატომ ვარ იდიოტი?
:))))) იმიტომ, რომ ერთხელ რომ დაგიძახა ”იდიოტი”, ტუჩებში არ გასცხე ხელუკუღმა! მეორედ ვეღარ გაბედავდა! აწი გვიანია! :)
4. ჰო, მაგალითად მე ღრმად მოხუცებული გახლავართ, უკვე ოცდაორს მივუკაკუნე. ჰო, მაგალითად მე ღრმად მოხუცებული გახლავართ, უკვე ოცდაორს მივუკაკუნე.
3. ამას წინებზე გავიცანი ერთი გოგო, სადღაც 3 კვირის წინ და ბავშვური ვარო, ნუ რაღაც მსგავს რაღაცეებს მეუბნებოდა ბავშვი ვარ მე არ გავიზრდებიო სულ ასე ვიქნებიო და ასეთ რაღაცეებს ( და თან სიგარეტს სახეში კინაღამ მაბოლებდა) მერე ნუ რაღაცეების მერე ამ გოგოსთან შევწვიტე ურთიერთობა! მერე ვეკითხებოდი ჩემ თავს, ეს გოგო მამაკაცთან ურთიერთობის დროს ბავშვი არ არის თქო? ან სიგარეტის მოწევის დროს? ან სასმელის დალევის დროს? ან კაროჩე თქო... მერე დავასკვენი რო მას უბრალოდ უნდა იყოს ბავშვი! ნოსტალგია რა! ნაწერმაც იგივე გრძნობა დამიტოვა და ტყუილად არ მოვყევი ეგ ისტორია! მაგარი ცუდი გრძნობაა ისე ჩვენში რო დარჩეს!
ხო მე კიდე კარგი ვიცნობ ერთ გოგოს! ის 21 წლის არის! და მართლა ბავშვია :) ამას წინებზე გავიცანი ერთი გოგო, სადღაც 3 კვირის წინ და ბავშვური ვარო, ნუ რაღაც მსგავს რაღაცეებს მეუბნებოდა ბავშვი ვარ მე არ გავიზრდებიო სულ ასე ვიქნებიო და ასეთ რაღაცეებს ( და თან სიგარეტს სახეში კინაღამ მაბოლებდა) მერე ნუ რაღაცეების მერე ამ გოგოსთან შევწვიტე ურთიერთობა! მერე ვეკითხებოდი ჩემ თავს, ეს გოგო მამაკაცთან ურთიერთობის დროს ბავშვი არ არის თქო? ან სიგარეტის მოწევის დროს? ან სასმელის დალევის დროს? ან კაროჩე თქო... მერე დავასკვენი რო მას უბრალოდ უნდა იყოს ბავშვი! ნოსტალგია რა! ნაწერმაც იგივე გრძნობა დამიტოვა და ტყუილად არ მოვყევი ეგ ისტორია! მაგარი ცუდი გრძნობაა ისე ჩვენში რო დარჩეს!
ხო მე კიდე კარგი ვიცნობ ერთ გოგოს! ის 21 წლის არის! და მართლა ბავშვია :)
2. და სად არის შენი თავისუფლება? შუშის იქეთ თუ აქეთ?
ყოველდღე ვხვდები ჩემი ასაკის მოხუცებს.
+2 ორიგინალური, თავისუფალი ( თავისუფლება სუბიექტური ცნებაა (ალბათ))
და სად არის შენი თავისუფლება? შუშის იქეთ თუ აქეთ?
ყოველდღე ვხვდები ჩემი ასაკის მოხუცებს.
+2 ორიგინალური, თავისუფალი ( თავისუფლება სუბიექტური ცნებაა (ალბათ))
1. ძალიან ძალიან მომეწონა +2
მე შენზე 2წლით პატარა ბავშვი ვარ :დ
"ყოველდღე ვხვდები ჩემი ასაკის მოხუცებს. ისინი არ ტირიან და არ ჭამენ კამფეტებს, თავზე დამრიგებლური ტონით მისვამენ ბინძურ ხელისგულებს და მეკითხებიან -,,როდის უნდა გაიზარდო"?" ძალიან ძალიან მომეწონა +2
მე შენზე 2წლით პატარა ბავშვი ვარ :დ
"ყოველდღე ვხვდები ჩემი ასაკის მოხუცებს. ისინი არ ტირიან და არ ჭამენ კამფეტებს, თავზე დამრიგებლური ტონით მისვამენ ბინძურ ხელისგულებს და მეკითხებიან -,,როდის უნდა გაიზარდო"?"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|