 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 1 იანვარი, 2012 |
რომ გიყვარდე,როგორც ქალი... რომ გიყვარდეს გაცინება, წარბს გახსნიდი ლაღად, მზის სხივიც კი შეგნატრებდა ვერც იგრძნობდი დაღლას! რომ შეგეძლოს სიმართლის თქმა, რეალობის ქარგვა, არსებული დღეს,ხომ,შენით, იქნებოდა სხვა რამ! რომ მავსებდე, როგორც წყალი, არც შევსვამდი მაჭარს, რომ გიყვარდე, როგორც ქალი იქნებოდა სხვა რამ! რომ გჯეროდეს გულის ძგერის, ქარის ქროლვის ბაძვა, ნიავივით მოხვიდოდი... იქნებოდა სხვა რამ! რომ გალობდე ბულბულივით, რომ შეგეძლოს ხატვა, მიმღერებდი,დამხატავდი, იქნებოდა სხვა რამ! რომ გიყვარდე, ჩემი ცრემლი აგიშლიდა გრძნობებს, რომ გიყვარდე, როგორც ქალი, მთელ სამყაროს მომცემ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წარმათებები წარმათებები
3. გაიხარეეეეე:) გაიხარეეეეე:)
2. ემოცია გასაგებია, პატარა გოგონა უნდა იყო. ყველაფერი წინ გაქვს, წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში და ახალ წელს გილოცავ! ემოცია გასაგებია, პატარა გოგონა უნდა იყო. ყველაფერი წინ გაქვს, წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში და ახალ წელს გილოცავ!
1. სიმართლის თქმა არ შეუძლია იქნებ :/
http://www.youtube.com/watch?v=32Aiytjgumw&feature=share
სიმართლის თქმა არ შეუძლია იქნებ :/
http://www.youtube.com/watch?v=32Aiytjgumw&feature=share
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|