ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2012


მეკვლე

შემოვდგი ფეხი... გწყალობდეთ ღმერთი...
უთქვამს ოდესღაც მეკვლეს განთიადს...
ამ ფეხის იყოს კვალი ნათელი,
ვტოვებ ნაკვალევს უხვს და მადლიანს...

იყოს სიუხვე, იყოს ბარაქა,
იყოს სიმდიდრე აურაცხელი...
იყოს სიკეთე, უფლის წყალობა
და სიყვარული, ის სანატრელი...

იყოს სიმშვიდე, იყოს ნათელი...
იყოს სიწმინდე ვით არს კანდელი...
უფალთან ერთად გეაროთ გზაზე,
სულ ხვავი იყოს თვენ ბედის კარზე...

შურსაც, ბოღმას და ყოველ ბოროტსა
ძველ წელში ვტოვებთ... ახლით გავწმინდოთ!
შემომეტანოს ოჯახში სითბო...
მინდა ყოველი არ გაგაწბილოთ.

ამ ფეხის იყოს კველი ნათელი,
ოღონდ სიკეთის, არამც ბოროტის...
ამ კვალით ყველას გისურვებთ კარგსა,
სულით და გულით მეუფის მადლსა...

ესაა ჩემი დალოცვა კარგო!
მეტი რაღა ვთქვა უფალმა იცის,
რომ გულწრფელია ჩემი სურვილი...
და როგორც თქვენთვის მინდოდეს კარგი,
ისე მოეცეს ღმერთს ჩემთვის მადლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები