მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
იადონი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2012
***
შენ არ იცი! ჰო, ნამდვილად არ იცი,
თუ ამ სულში რა ვაება ტრიალებს...
დრო გასული და წარსულის ლაქები
თუ ორივეს როგორ გაგვატიალებს...
თვალებს ვხუჭავ მომინდება ნათელი,
ისევ ვახელ მაგრამ გული მძვინვარებს..
რომ უშენოდ სიზმარშიც კი იცოდე
ირგვლივ კვლავაც მართოობა ტრიალებს..
რა მოხდება შემდგომ? არა, არ ვიცი...
გული ცუდს და გაციებას მანიშნებს...
დრო გავა და მეღირსება ნათელი
მომავალიც მე უშენოდ მაშინებს..
უშენობა ამრევია ცრემლთათვის ,
ნაღველს ფარავს ნეტარება წითური...
რქაწითელი ალამაზებს გონებას,
კახური ხომ სიტკბო არის ღვთიური...
მაგრამ მაინც უფალს შევთხოვ შენდობას
ლოთობაც ხომ ცოდვა არის კაცისა
და ამ ცოდვის მიწერია მონობა
უშენოდ ხომ არც მიწის ვარ არც ცისა...
მე უშენოდ ამრევია გზა-კვალი,
და უშენოდ სიფხიზლეც კი არ მინდა..
არ გატყუებ მირჩევნია მართალი
ეს ცხოვრებაც რომ უშენოდ არ ღირდა...
მაგრამ რადგან უკვე არ ღირს გარჩევა
თუ ვინაა მტყუანი თუ მართალი..
შენი გზა გაქ... მე კი ვიცი უბრალოდ
შენი ღირსი რომ ამ ქვეყნად არ დადის...
ბრალს არა გდებ... არა! ვფიცავ უბრალოდ
არასოდეს მივატოვებ ოცნებას,
მომავალში რომ გახდები იმისი,
ვინც უთუოდ ,კარგო, დაგემონება...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
დიდი მადლობა... გაიხარე:)
დიდი მადლობა... გაიხარე:)
იადონი.
2012-01-05 18:21:37
1.
რა საყვარელი ნიკი გაქვს. ;)
წარმატებები და ახალ წელს გილოცავ. <3
რა საყვარელი ნიკი გაქვს. ;)
წარმატებები და ახალ წელს გილოცავ. <3
ოთარ რურუა.
2012-01-05 15:33:51
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
29.05.2026 02:00:12