 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 15 იანვარი, 2012 |
გუშინ თანამოგვარეებთან და ნათესავებთან ერთად დიდი ქეიფის დღე გვქონდა. ერთ-ერთ მყუდრო, მაგრამ პურ-მარილით სახელგანთქმულ რესტორანში ისე მოვულხინეთ, მგონი მართლა მთელი ქალაქი შევაწუხეთ. თვალი გავახილე, უკვე დილა იყო. ძლივს ავდექი, ალკოჰოლი, ორგანიზმში, ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობით მქონდა დარჩენილი. ეტყობა იმ ლიტრანახევრიანმა ყანწმა საბოლოოდ მომიღო ბოლო, ხოლო მიღებული ღვინის ნარჩენები, ისევ ტვინში მილივლივებდა და ყველაფერში ხელს მიშლიდა. ბოლოს, როგორც იქნა, დიდის გაჭირვებით წამოვდექი, დავიბანე და ვისაუზმე. სარკეში რომ ჩავიხედე, იქიდან მოცქირალი არსების ისე შემეშინდა, სასწრაფოდ გავეროდე იქაურობას, თავი “უჟასის” ფილმში მეგონა. შეუძლებელია, დილიდან ადამიანს ასეთი გამომეტყველება ჰქონდეს. არა, არა, ვინმე უნდა ვიშოვო პარტნიორად, თორემ ეს ყავა და ტორტი მგონი კუჭში მალე ამიდუღდება. სამწუხაროდ იმ დილით ჩემთვის არავის ეცალა. გადავწყვიტე რამე დამეწერა და ასე მაინც გამთრია დრო, დღის მეორე ნახევრამდე, როდესაც გუშინდელ ნამთვრალებ საზოგადოებას, საბოლოოდ გამოსჭამდა ბახუსის ჭია და იქეთ დამიწყებდნენ ცხელ-ცხელ ხინკალსა და არაყზე პატიჟს. თუმცა რაზე უნდა დამეწერა აღარ მახსოვს, ა, ხო, ზამთარე უნდა დამეწერა რაღაც ლექსი, მაგრამ რა დროს ლექსია, როცა.... და თან თავი სკდება. გამოუვალი სიტუაცია შემექმნა, ძალზედ ცუდად შევიქმენი, ყველაგან ხინკალი და არაყი ,მელანდებოდა. Gადავწყვიტე, ლოთ-პარტნიორად, რომელიმე საზ.კვების დაწესებუელბაში ჩემი ბიძაშვილი წამეთრია, ეგება ცოტა მაინც გონს მოვსულიყავი. ყურმილი ავიღე და ის იყო მესამე ნომრის აკრეფა დავასრულე, რომ ვიღაც უცნობი მამაკაცისა და ქალის საუბარში ჩავერთე. რატომ არ ვიცი, მაგრამ მაგარი ჭორიკანა მანდილოსანივით, მათი საუბრის მიყურადება გადავწყვიტე, რაც ასე მოდაში იყო საქართველოში, თუმცა მსგავს მიყურადებებს სულ სხვა სტრუქტურები ახორციელებდნენ და ჩემნაირი ჯიბეგამოფხრეწილი ტიპაჟები საერთოდ არ ანაღვლებდათ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გადავწყვიტე და მიყურადებაც დავიწყე, თითქოს ეხლა ჩემს “პახმელიას” ესღა უშველიდა. საბოლოო ჯამში, ეს სამ დღიანი, დიახ, დიახ, არ გეჩვენებათ, სამ დღიანი მიყურადების საუბრის თემა და სიტუაცია, იმდენად დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, რომ მათი ქაღალდზე გადმოტანა და მკითხველის სამსჯავროზე გამოტანა გდავწყვიტე. მიუხედავად მოსაუბრეთა უცნობობისა, ყურმილს იქითა წყვილების და მასში მოხსენიებულ პირთა სახელები მაინც შევცვალე, რა იცი რა ხდება! აი ისიც : - ელე, როგორ ხარ? – მოიკითხა ვიღაც მანდილოსანი კაცის ხმამ. - ნელ-ნელა ნიკუშ, შენ?! წუხელ როდის დაიშალეთ? – უპასუხა ელემ, ალბათ ელენემ უფრო. ვააა, ჩემნაირებო, გავიფიქრე ჩემთვის. - თორმეტ საათზე, შენ რომ წახვედი მალევე, კინაღამ ჩხუბი აიწია! – გახლდათ პასუხი. - რატომ? - იკითხა შეშინებულმა ელენემ. - არ იცი ვითომ რატომ, როგორც ყოველთვის?! ისევ დიმამ გააპათოლოგა. რესტორნის ადმინისტრაციას დასცხო, გამოწერილ ანგარიშზე ბევრიაო, არადა მე ვიხდიდი სუფრას, რა უნდაოდა, თან მაგ რესტორნის მფლობელი ძალიან ახლობელია და მომჭრა რა თავი ამ ჩემისამ, ნუ “ჩორტ სნიმ”, გავიარეთ რა თემა. ეხლა, “გლუბოკი პახმელიაზე”, თავგასიებული სახლში აგდია და იძახის, ამას მე არ ვიზავდიო, ვაა რა დებილია ეს ჩემის გდანგრეული. - ეხლა რასაც გეტყვი, ვიცი საერთოდ არ მოგეწონება.. არც ვიცი გითხრა თუ არა... ისევ მეტყვი აფრენო, გითხრა? – მორცხვად შეაპარა ნიკუშას ელემ. - თქვი აბა, - გაამხნევა და ნაბახუსევზე ღრმად ამიხვნეშა ნიკუშამ. - გაფიცებ გუშინ ვულგარულად გამოვიყურებოდიი? – რაიოოოოოოოოო? არა, შემოგევლე. პირიქით, ძალზედ მომხიბლავადაც გამოიყურები “დაჟე”... ხომ ისედაც იცი, რომ მაგარი სიმპატიური “შტუჩკა” ხარ! დედას გეფიცები! არ გეკაიფები! - კომპლიმენტისთვის არ მიკითხავს! - აბა რა გინდა, მითხარი დროზე, თორემ გუშინდელის მერე, მეც მისკდება თავი. - გვარს არ დავასახელებ,შენი მოგვარე რომაა და სახელი ნაღდად არ მახსოვს.... იცი რა მკითხა - უფრო სწორად შემდეგი დიალოგი გამიმართა... შენნაირ "კარგ გოგოს" ასეთივე კარგი დაქალოჩკები გეყოლებაო...ეს რას ნიშნავს... მეთქი რა პონტშითქო და ნუ მერე აღარ დავძაბე რა... და რა არის ეხლა ეს, მიპასუხე ერთი. - მე კომპლიმენტს არ გეუბნები, მხოლოდ სიმართლეს და რატომ არ გჯერა, რომ ნამდვილად “დონსკი” ხარ?! ეგ რომელმა გითხრა, ენას ამოვაძრობ! – ვითომ დააწყნარა ნიკუშამ. - მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.... შეიძლება ყველაგან ყველას ეშლებოდეს რამე...ნუ რა ვიცი, ალბათ არც უნდოდა, რავი აბა. - კაროჩე ის გითხრა, რომ მაგარი ქალი ხარ და კაი დაქალები თუ გყავს აქეთ მაიტაო რა! იმან რა იცის, რა დამწვარი ქალიშვილი და ზნეობის აპოგეა ვინმე ხარ! – წაეკაიფა ნიელეს, ნიკა. - ხოოო? რა პონტში ... ანუ მე როგორიც ვარ ისეთი დაქალები მყავს? - "შუტკა-შუტკაში" თუუუ, იქნებადა "რატომაცა არა". გამირიგეო კი არ უთქვამს – “პატალა” და “სოსკიანი” სულაც არ იყო, პირიქით... შენ ხვდები რა პონტშიც მითხრა და რაც მითხრა... – წყენით ამოაფრქვია ელემ. - რა უნდა მაგის მიხვედრას, კარგადაც ვხვდები! ე.ი. ამით კლიენტმა შენი ძალიანაც მიმზიდველი ამაბავი აღნიშნა და დაქალი მაიტა რა შენიო. აბა, მე სხვა რას უნდა მივხვდე, რა გამიხურე საქმე, კაი რა შემიცოდე რა, ხომ ხედავ რა “გლუბოკი” მაქვს რა! მოსმენილისგან, ელენეს იდუმალი სიამოვნებისგან, ტელეფონში აშაკარდ თვითკმაყოფილებით ჩაეღიმა, თუმცა სერიოზული ტონი არ შეუცვლია. - გაგიხარდა?! – შეახსენა ნიკამ მას ხითხითით. - საერთოდაც არ მეცინება, სერიოზულად გეუბნები – იყო პასუხი. - კაი ნუ დაიგრუზები ეხლა მაგაზე რა. - მაქვს ამის მიზეზი! – აიმრეზა ელე. - მაშინ ლაითად დაიგრუზე, ნუ გაიფუჭებ ეხლა მაგით ხასიათს, კაი რა, ახლობელმა გითხრა, სხვამ ხო არა, ეტყკობა მის ჭკუაში კომპლიმენტი გითხრა! ნუ გააჭუილე რა! - ზუსტადაც! ახალობელიც სხვანაირად გიყურებს და სხვამ მითხრა თუ არა.... ეს უკვე სხვა ამბავია. შენ რას ფიქრობ, რომ ეს რამის შემოთავაზება იყო, თუ დიდი ბოდიში და შენში ვინმემ “პრაშმანდოვკა” დაინახა?! – არ ისვენებდა ელენე. - არ ვიცი, - მოკლედ მოუჭრეს პასუხი, - და საერთოდ, დამიჯერე თუ მენდობი, მაგ სიტყვებს ასეთი დატვირთვა არანაირად არ ექნებოდა, გამორიცხულია, პროსტო დებილურად გამოუვიდა კომპლიმენტის თქმა! და, თუ საერთოდ დროზე გათხოვდები, მსგავსი სისულელეები აღარ მოგეყურება და ეგეთ “შუტკებს” საერთოდ გაატარებ რა..., - ეტყობოდა ნიკას ყელში ამოუვიდა ამ ქალბატონის პრეტეენზიები. - არ ვიცი... ჩემს მეეხსიერებაში სხვა რაღაცეებიცაა ჩაბეჭდილი... ოკ, ოკ, კაი აღარ გავაგრძელებ, ვატყობ რომ მართლა მძიმედ ხარ და ახლა მე კიდევ ჩემი უცნაორობებით, კარგი გავიარეთ. პახმელიაზე არ აპირებთ სადმე გამოსვლას? – თავად შეცვალა საუბრის თემა ნატამ. - აუუუუ, სასმელი რომ დავინახო შეიძლება უნიტაზს დავუძმაკაცდე, არა ჯერ არაფერი არ მინდა, შენ აქ არ ხარ, აგერ ცოცხლად გამოგყავარ პახმელიაზე, - უკბინა ნიკამ. - გასაგებია. მე კიდევ სამსახურში თათბირი მაქვს, ეხლა ამათი სისულელეების სმენა არ გინდა?! თან ალბათ გუშინ, რომ გელაპარაკე, იმ საკითხზე იქნება ას პროცენტიანი საუბარი. ვაიმე, ვინმემ თუ რაიმე გადატრიალებული მითხრა, ეს გიჟი გადარეული გურული ქალი, აფრებს რომ ავუშვებ, მერე გამასწროს ყველა დირექტორმა, არადა მაგრად არ მაწყობს ეხლა ეგ ბაზარი რა! - აააა, გასაგებია ყველაფერი, ეხლა თავს გაუფრთხილდი მანდა და შენებურად პირდაპირ ყელში არ სწვდე ვინმეს, - წაეშაყირა ნიკა. - ხუმრობ ხოოო... ნეტამც მართლა შემეძლოს რააააააააა და ბევრს, თუ გაახურებ შენგან დავიწყებ იცოდე, - ახლა ელე დაემუქრა პირიქით.D - “დავაი”! ოღონდ ჯერ მაინც იმათგან დაიწყე და თან “შეაგინე დურუ, შეაგინე, მე შენ რო გეუბნები", - გაგრძელდა იუმორში. ელენე ტელეფონში გადაკისკისდა. - შენ თუ ვერ შეაგინებ, მე დამიძახე და შენს მაგივრად მე ვაგინებ შენს “ნაჩალნიკობას”! - ოკეი, მოსული პონტია, - დაეთანხმა ელე. - ელე, “სკაიპით” გუშინდელი ღრიანცელის ფოტოებს გიგიდებ და დახვდი აბა! - მოიცა, მოიცა! აი მოდის, მოდის, რამდენიაააა, რვა, ათი, მოიცა აბა ვნახო! - გევასა? - კი, ძალიან კარგებია, აუუუუ, რა დღეში ვაარ, რას ვტლინკაობ, რა საკაიფოებიააა! მართლა, შენი ცოლი თუ არაა სახლში, მომიყევი ერთი შენი და იმის ამბები, შენ და ირინკას გგუსლხმობთ, - ჩემთვის საინტერესო მიმარტულებით შეცვალა ელენემ საუბარი. - ჩვენ ხომ იცი, მხოლოდ შMშ - ით ან Fაცებოოკ – ით ვურთიერთობთ. ამას წინათ, სხვათაშორის “წამინამიოკა”, სადმე ხომ არ შევხვდეთო. არ ვიცი რა ვქნა! ესღა აკლდა ჩემს ისედაც არეულ ტვინს! - მერე, რას აპირებ? – იყო ცნობისმოყვარე კითხვა. - სიმართლე გითხრა, ნახვა მართლა მინდა, მაგრამ რითი დამთავრდება ყოველივე ეს კი, ნაღდად არ ვიცი! ამას წინათ, რაღაც “პრეზენტები გავუგზავნე”, მოკლედ ვუთხარი – “არ მოგბეზრდა ეს დისტანციური ტამაშები მეთქი, სათქმელი ითქვას მეთქი რა?!” - და აი, მივედი თითქოს ფინიშზე მეთქი ვიფიქრე და არ გამიჭედა! გოგო ამ ქალთან ურთიერთობაში პატარა ბავშვივით ვჭედავ რა, მთვრალი ხომ არ წავალ პაემანზე, აფრები, რომ მქონდეს აშვებული. - რა გითხრა არცკი ვიცი. თავად გთხოვა შემხვდიო? - ნუ მიმახვედრა რა, ეგ როგორი “ტიპშაა” იცი, სხვის არ დასანახად “Fბ”-ით მელაპარაკება, სხვადასხვა სიმღერებს დებს და მოკლედ ისინი უნდა გაშიფრო და მიხვდე რა, რაც უნდა რა, გოგო უკვე ჯეიმს ბონდად ვიქეცი, დედას გეფიცები. ევასება ასეთი თამაში და რა ვიღონო სხვა! – ამოიოხრა ნიკამ. - ნუ შეხვდი მაშინ. არ ვიცი ნიკუშ არ ვიციიი. ეგ თქვენი მოსაგვარებელია, ეგ ურთიერთობები - ერთი ის კი, ვიცი რომ ასე მთელი ცხოვრება ვერ იცხოვრებ - ასე გაუგებრობაში, მასზე ოცნებაში... ოცდახუთი წელი ქალი ასე გიყვარდეს არ ვიცი, არსად გამიგია და მომკალი თუ გინდა. ეს პრობლემაა და მოგვარებაა საჭირო – არ ვიცი რა. ასე, ნიღბით, თუ ამ დაძაბულობაში ცხოვრობდე საერთოდ წარმოუდგენელია, არ ვიცი... შეყვარებული კაცი როგორია სხვის მიმართ მინახავს როგორ არა, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არავის ქონია ჩემს გარშემო, რომ რაიმე გითხრა, ან გირჩიო. მე არა მესმის თქვენი ფსიქოლოგიის – ნუუუ, ძააან ზოგადად... ასე თამაში კიდე რა უბედურებაა, თავად ის როგორი ფსიქოლოგიისაა - მყარი? კატა - თაგვობანას გეთამაშება?! ანუ იქნებ ეს სიტუაცია მოსწონს და სულაც არ აპირებს არაფრის გარკვევას, მე პირადად ყველაფერი ეს დამანგრევდა..., გადმოაფრქვია საკუთარი ნააზრევი ელემ. - ნუ რამეს მოვიფიქრებ რა, არაა პრობლემა. ხო, შენ ქალი ხარ, თან ძალიან ემოციური და ეჭვიც არ მეპარება, რომ მასე იქნებოდა; ნუ მეც როგორმე გავუძლებ, - იყო ნიკას პასუხი. - ნიკა ძვირფასო, ეს საშინელებაა, ნუ მე ასე მეჩვენება და.... - გეთანხმები ასეა, თუმცა ალბათ ამ სიტუაციის კვანძიც გაიხსნება ბოლობოლო, - ამოიოხრა ნიკამ. - როდისმე ხომ უნდა გაიხსნას! შეხვედრა ყველაფერს ჯობია ალბათ... ვაიმე არ ვიცი ჩემო კარგო.... თუ მოგვარება გინდათ, მოაგვარებთ, აზრზე არ ვარ როგორ მაგრამ..., დაუსახა ელემ პერსპექტივა. - ვნახოთ, ვნახოთ, ნუ ყველა შემთხვევაში არაფერი არ მოხდება და არც ქვეკანა დაინგრევა. - დაილაპარაკეთ მართლა ბოლოს და ბოლოს და გაარკვიეთ “ატნაშენიები”. ეგ მე, ყველაზე აუცილებლად მეჩვენება, დალაპარაკებას რა უდგას ბიჭო წინ? - არც არაფერი, მგონი ის თავადაც მომწიფდა ამისთვის, - უპასუხა ნიკამ. - ჰო და “ვსიო” რა! - გოგო, ის ნუგზარი რომ იყო, შენ რომ მიესალმე და საკაიფოდ რომ მღეროდა, თან ლექსებს და სადღეგრძელოებსაც ამბობდა, ვინ იყო ეგა? – აშკარად საუბრის თემის შეცვლის სურვილით იკითხა ნიკუშამ. - ნუგზარი, თუ მერაბი? - ხო მერაბი. - მე რომ ვმუშაობდი კონტროლის პალატაში იქ იყო ეგეც. ეხლა არ ვიცი ისევ იქაა, თუ წამოვიდა. მამაჩემის დასაფლავებაზეც იყო - ნუ მაშინ ვკონტაქტობდით, თუმცა “ლაითად” და ეხლა საუბრის თემას ნუ მიცვლი რა, სად არის ეხლა ირინოჩკა, როგორც ვიცი სამსახურიდან გმაომდინარე ხშირად უწევს აქეთ-იქეთ სხვადსსხვა ქვეყნების დალაშქვრა?! – მიუხვდა ჩანაფიქრს ელენე. - ანტვერპენში გაფრინდა, იქური სამზარეულოს დასაგემოვნებლად. - აჰა, და ნუ რასაკვირველია თქვენი საუბარიც გადაიდო და შენც ღადაობის ხასიათზე იმიტომ ხარ არა? - თავისთავად, - იყო პასუხი, რის შემდეგაც ნიკამ გააგრძელა, - ჩვენ ხომ პაროლობანას ვთამაშობთ და ნახე იქიდან რა დამიდო: “Ну удиви меня, Мы обойдёмся без вежливых фраз, Фальшь - это чувство вины, Так всегда, но сегодня я пас.” ელენეს, ყურმილის იქითა მხარეს ირონიულად ჩაეცინა. - მე ხო დავაკელი რა! – წაიყოყოჩა ნიკამ, - რა უპასუხე, - წამში ინტერესით ჩაერთო ელენე. - აი რა, და ნიკამ ლექსი წარმოსთქვა ყურმილში: “А чем диву еще можно удивить, Когда она, сама любезно понимает, Что, не все слова это фальшь, А может это второй шанс, Иль приглашение на вальс, Сделанный богом, диве реверанс”. - ვაუუ, მოგიკლია ბიჭო, როგორ დაუწერე ეგ, მერე პასუხად რა მოგწერა? - მაგაზე დამიწერა კი არადა, ჯერ წამიშალა და მერე... სამი წერტილი დამიტოვა. - ეგ რას ნიშნავს, მოკლედ თამაში გრძელდება? – იკითხა ელემ. - მაი ვერც მე გავიგე და მოსწონს ეტყობა ასე! რახან მოსწონს ამ პოეზიით თამაში, პირველ ლექსს ხომ არ მიდებს. მაგან, ასი წელი მაგაში ვერ მაჯობოს! მაგ ჩემს პასუხზე, ვაზნესენსკის არის მეთქი მივაწერე, არადა ეგრევე ხუთ წუთში გავუშანშალე! – ამაყად აღნიშნა ნიკამ. - ნუ თუ თამაში უფრო მოსწონს..., თუმცა შენს ნიჭს ვაღიარებ ძვირფასო, - შეაქო მეგობარი ელემ. - ეგ არაფერი, ითამაშოს “სკოლკო ვლეზეტ”. ყურმილის იქითა მხარეს კვლავ ხითხითი გაისმა. - და ასე გააგრძელებთ და გააგრძელებთ? - არა თავისთავად, ალბათ “ფინალის” დროც მოვა, რა პრობლემაა! - არ ვიცი, არ ვიცი, ასე რანაირად... რამდენი ხანიიიი,- კვლავ ამოიოხრა გოგომ. - რას ამბობ სიხარულო, ეგ გოგო ისეთი “აკოპიდან” ამოვაძვრინე, მოთმინება, მოთმინება! დღეს, პროფილის სურათადGჩემი გაკეთებული ფოტო უდევს, შენ, რომ გამოგიგზავნე ადრე, გახსოვს რომ მთხოვე მაინტერესებს როგორიაო და “დაგისკაიპე”. შენ უბრალოდ მის ნატურას არ იცნობ და წარმოდგენაც კი, არ გაქვს, ეგ რა მიღწევაა! ნუ ეგ იგივეა, რაც სამყაროში ახალი ქიმიური ელემენტის აღმოჩენა. - აჰა, მოკლედ რააა, ნიკუშ ერთი წამი, ცოტა პაუზა რა, დაგელაპარაკები ერთ “სეკუნდში”, ერთი წამი, - “პლიზ, პლიზ”. არ დაკიდო რა, ძალიან გთხოვ, ვიღაცა ფაქსს მიგზავნის, მოიცა რა! და გავგრძელოთ, - პაუზა სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა და მალე ელენე ისევ გამოჩნდა საუბრის შარაზე, - აქ ვარ უკვე, ხომ არ დაკიდე ყურმილი? - აბა სად ვიქნები, აქ ვარ და შენ გაკლავ ჩემს პახმელიას. გინდა მაგარი რამე გამოგიგზავნო გაერთობი ცოტას! ნახე ეს, ეხლა “დაგისკაიპებ” და თანაც გიკარნახებ მაიცა: - ჰტტპ://წწწ.პაულომარა.ცომ/, - აჯახა უცებ ნიკამ პასხად. - ეს რა არის? ვეიმე ნიკუშ, აბა ამდენი ინგლისური მე საიდან! ამიხსენი ეხლა. - დაათავლიერე, ათასნაირი ტესტები, შენი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი რაღაცეებია, ტარო და რამეები, მაგრად ვკაიფობ ეგეთ საიტებზე. ქალებს ხომ გევასებატ მსგავსი რამეები. - უუუფ, მიპოვე ეხლა შენც რა, მე ვითომ არ ვიცი, რომ დეპრესია მაქვს, რად უნდა მაგას ტაროს კარტი და მკითხავი?! სხვა არაფერია მანდ საინტერესო? – წყალში ჩაუყარა ნიკას, პარტნიორის გართობის მცდელობა ელენემ. - კი, სურვილების ასახდენი ჭაც კი აღმოვაჩინე, არც ეგ გინდა, მაგასაც ინგლისური ენის დიდი ცოდან ხომა არ სჭIრდება?! - აუუუ, ეს ხომ ექსკლუზიურად მითხარი?! ბოროტ ადამიანებს არ უთხრა, მარტო კეთილი სურვილები აასრულოს, ოკეი? - აბა რა! მაგარი რამეა! ხომ ხვდები ეხლა მე რას ჩავიფიქრებდი? - ხო ვხვდები! ეხლა მეც დამეხმარე! - ბეზ “ბაზარა”; მაგრამ შენს მაგივრად ხომ არ ჩავუთქვავ? - აბა, მე ვერ ვუთქვავ და ჩაიფიქრე ჩემს მაგივრად, ვიცი რაგაც კარგს მისურვებ. - კარგი, მაშინ ჩავუფიქრებ ელენეს ყველა ოცნება აუსრულდეს მეთქი. ჭაშია უკვე, ყველაფერი კარგად იქნება! - კარგია ნიკა, ძალიან საყვარელი ხარ, - ესროლა პარტნიორს ელენემ კომპლიმენტი. - აბა არააა? - იმედი მომეცი, ღადაობ მაგრამ მაინც! - არაფერს არ ვღადაობ, სულ ნუ ეჭვიანობ გოგო! ოკე, აი, უკვე ჩაშვებულია ჭასა შინა სურვილი, წინა ვართ! - რაო ჭამ, ირინკას უყვარხარ, თუ შეგიყვარებსო? ეხლა თემას ნუ მიცვლი და მითხარი, პრაღიდან რაო, რას ვაკეთებ, რითი ვერთობიო? - ვააა, ეს რა ტვინის დრელი ვინმეა ტო, ნუ რა უნდა მომწეროს პრაღიდან, პროსტო ვირტუალურად ვერთობით. - თქვენს ნერვებს რააა... გეუბნები თქვენ Oორივეს ეგეთი პონტი უფრო მოგწონთ... კაი, ის თუ მაინც იცი როდის ჩამოდის? - ერთ კვირაში, ეტყობა მაზოხისტები ვართ! - რავიცი აბა, წაკბინა ელენემ. - “კაროჩე” რა, მგონი ყველაფერმა შეჩვევა იცის! - არ ვიცი, რა ვიცი – არამგონია. - შეიძლება, - უპასუხა ელენემ და კაი დიდხნიანმა სიჩუმემ დაისადგურა. - სად ხარ გოგო, რავა ხარ, აქ ხარ, რა დაგემართა? ხაზზე, დაახლოებით ორ წუთიანი უცნაური შრიალის შემდეგ ელენეს ხმაც გაისმა, - აქ ვარ, და ვტირივარ, თქვენს სიყვარულზე, უფრო სწორედ შენს სიყვარულზე, აბა მე ვინ მომცა მასეთის ბედი! - ვაი, შენ რა გითხარი, - გეყოფა ეხლავე, მკაცრად მოსთხოვა გოგონას ნიკამ და გააგრძელა, - გინდა მაგარი რამე განახო? - კი, - უპასუხა ელემ ხმის კანკალით, - რა არის? - “გისკაიპებ” და თავად განსაჯე, - მიიღო პასუხად. - ჰტტპ://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=KრჯშხშსUრMU&ფეატურე=პლაყერ_ემბედდედ - ვუყურებ და ვააააი, - გაისმა ორ წუთში ტელეფონის ყურმილში. - შენ ბოლო ნახე! – იყო რჩევა - კარგი, ვაიმეეეეეე, - აღტაცებით აღნიშნა ელემ, - და ინგლისურად რა დაიწერა? ვაუ, მართლა რა მაგარია, საოცარია. - რა და ადამიანებმაც ასე ვქნათ და ერთმანეთი გავათბოთ, ეს ხომ ჩვენს ბუნებაში ზისო, - განუმარტა ნიკამ. ხაზის იქეთა მხარეს, რაღაც სიამოვნების შემცველი ბგერები გაისმა. - უკვე სამჯერ ვუყურე, ირინამ გამომიგზავნა, - აღნიშნა ნიკუშამ. - გასაგებია, - მთელის სერიოზულობით აღნიშნა ელემ. - სითბოს დეფიციტს ეგ ნაღდად არ განიცდის, მაგრამ კარგია! - რას გულისხმობ - ალბათ ადამიანურ სითბოს არა? - ხო თავისთავად, აბა ბალიშისა და ადეალის სითბოს ხომ არ ვიგულისხმებდი. - ჰოდა მარტო არ იგრძნობს თავს, - ყურმილს იქეთ ირონიულად ჩაეცინა ელეს. - იქ შვილი ჰყავს შე შტერო შენა და ჯერ მისით თებება, - დაუბრუნა სიცილში პასუხად ნიკამ. - ჰო, მოკლედ მაგ საქმე შენზე უკეთ ვინ იცის! ისე, ერთი შვილი ჰყავს? – განაგრძო ელენემ. - კი და იქ სწავლობს, ნუ ხო კაიფობ როგორ აფანატებს მასზე! - წარმომიდგენია... თან ეხლა სტანდარტული რეჩი არ მინდა – დამეთანხმები - ყველას სითბო და სიყვარული სხვადასხვაა და ვერცერთი ვერცერთით ვერ ნაცვლდება... გააჩნია რისი დეფიციტია და დეპრესია მაშინაა, როცა ყველასი ერთადაა... ნუ ეგ თან გააჩნია რა ტიპის ადამიანია და რა ურჩევნია და მგონი უფრო ასე უნდა იყოს რა, - დაახეთქა ქალმა. - მართალი ხარ, ეხლა დედა-შვილური სიყვარულის მარაგს აიღებს და აქ ვითომ კაი ხასიათზეა და სახლში, რომ შეიყუჟება გარეტ ვერ გამოთრევ. სიმართლე გითხრა მესმის მისი, მარა ასეც არ შეიძლება ასკეტიზმში გადავარდნა. ეხლა ჩემთან ვერ თამაშობს, თორემ როგორი უჭირავს იცი? – საქმიანი, უჭკვიანესი, საკუთარი სტანდარტების მქონე და თუ მათ ვერ აკმაყოფილებ, სიიდან ამოგშლის და რამე. თან ევასება ეს პატარა გოგოები, რომ ეუბნებიან ან სწერენ: “ირინკა, რა ლამაზი ხარ, რა მომხიბლავი და ასე შემდეგ”., თუმცა მგონი ნელ-ნელა მგონი ხვდება ბევრი ამ სიწტყვის “ფალშს”. მე, პირადად როგორი კუთხე მაქვს იცი მიჩენილი, არავინ გაიგოს, არავინ დამინახოს, მოტეხილში რა! - გასაგებია... ეს ალბათ იმიტომ, რომ მეგობრებში ვერ პოულობს "გამგებს". შეიძლება და სულაც არ სიამოვნებს რეალურობის აღგქმა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ადმიანი უკვე თავად "მიედინები" რა, როდესაც გარემო არანაირად არ გიწყობს ხელს, ვითარებიდან გამოსვლაში, - დაასვნა ელემ. - ეს ეტყობა კერძომესაკუთრული ვნების გამოხატვა უფროა, “ეს ჩემიას” პონტშია. არცერთ თავის დაქალს არ მაკარებს, ვისაც კომენტარი დავუდე მაგის პროფილიდან, ყველა წაშალა. აი, ტოლ მეგობრებში გამგებს რომ ვერ პოულობს, ასიანი ხარ და მიტომაცაა გადავრდნილი პატარა ბავშვებთან ურთიერთობაში. ვინაიდან, ასე ვთქვათ სტაჟიანმა დაქალებმა, მისი ალი-კვალი ზეპირად იციან და ვერავის აჭმევს. ჩემთან საერთოდ ვერ თამაშობს, “პროსტო” უაზრობაა, ადრე ჩემთან მიმართებაში მაგარ ტორმუზში იყო; ეხლა ნელ-ნელა ამოვაძვრინე მაჩვის სოროდან და მინდა, რომ ცოტა კომპლექსები მოვუხსნა, მაგარი “დაგრუზულია” საერთოდ! - როდესაც ასეთ ემოციებია, ყველა მეტ-ნაკლებად მესაკუთრეა და, სულ არანაირი საბაბი რომ არც იყოს, ეგ არაა "ახალი", თან შენი და მისი ურთიერთობები საკმაოდ გაურკვევლია... მაგას ვამბობ - შეიძლება თამაში მოსწონს, მაგრამ აშკარად ვნებს და ასეც იქნება... რა იცი, იქნებ იმ მეგობრებშიცაა პრობლემა, შენ ხომ არ იცი........ უმიზეზოდ არ იქნება, ასე, რომ მეგობრებთან ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს.. კიდევ იმიტომ ვამბობ, რომ მთელი ცხოვრება ნიღაბს ვერ ატარებ და ვერ ითამათებ! დაგანგრევს, ნუ თუ არადა მაშინ სხვა ტიპაჟის ადამიანი ხარ..., - დააგვირგვინა ელენემ. - არა, ასეთი ნიღაბი ჯერ არავის გამოუგონებია, თორემ დორეან გრეის პორტრეტი არ დაიწერებოდა, - დაეთანხმა ნიკუშაც. - ჰოდა მაგას ვამბობ დაამიტომაც არის ყოველივე ამის ფინალიც ასე ცხადი, - დაუდასტურა თანამოსაუბრემ. - არ ვიცი ნიკა, შენ მაგას როგორ მკურნალობ ან რას აპირებ და, თუ მაგის და საკუთარი თავის გულშემატკივარი ხარ, რაღაცას ერთად მოაგვარებთ ორივე. შენ, თავად შენ როგორ იქცევი? – შეუტია ელენემ ნიკას. - მე ფრიადოსანი სულელივით, ხა თავს “ვიდურაკებ”, ხან სერიოზულში ვახორციელებ წერტილოვან დარტყმებს და ასე. ისე ძალიან მშიშარა კი არა და, დაშინებულია ცხოვრებისგან, ეტყობა კიდეც! აი, ურთიერთობის ამ დონეზე, რომ ამომეყვანა ზუსტად ექვსი თვე დამჭირდა! – დაიდო დამამტკიცებელი საბუთი. - არ ვიცი სიხარულო, აბა რა გითხრა.. როგორ გაგრძელდება ვნახოთ. მაინც ვერ ვხვდები ამ პრობლემას როგორ მოაგვარებთ რა! ეს კია, რომ ძალიან კარგია თუ ადამიანს მართლა გულშემატკივარი ჰყავს, ვისთანაც შეუძლია არ ითამაშოს, რომელიც დაეხმარება, რომ ცხოვრება მოსაბეზრებელ დაუმთავრებელ კინოფირად არ იქცეს და საერთოდ აზრი ჰქონდეს... ეგ შენ იცი როგორ და რას მოიმოქმედებ. მაგ გზავნილით შენც მშვენივრად მიხვდი მგონი, რაც გითხრა - მარტოა რა! მიუხედავად სამსახურის, სხვადასხვა რაღაცეების და ვიღაცეებისა..., - ეხლა ელენემ გადმმოალაგა მისი მიხვედრილობის შედეგები. - ხო რა, მგონი მართლა მაგის მესიჯია, აბა მაგ მომხიბლავ ბუნებას ბახმაროშიც კი ნახავს ადამიანი! – წაიცინიკა ნიკამ. - ხაარ რო იქ ნამყოფი? – შეცვალა თემა ელენემ. - ერთხელ ბაღნობაში, მაგრამ ფოტოგრაფიულად ჩამრჩა მხოლოდ! - მე არა, რაღაც წყაროებამდე კი, და იმის იქით ვეღარ ავედით, ნისლი იყო. მე ხო რას ამბობ, გურიის დიდი მცოდნე ვარ, - უპასუხა სიცილით გოგონამ. - კი კაცო, იქაური მიკლუხო მაკლაი ხარ, - არ გაუნელა თანამოსაუბრემ. - მე მაინც იმას ვიტყვი, რომ სიმართლეზე, აშკარაზე ლაღი და თავისუფალი არაფერია... ეგ საკმაოდ დიდ დისკომფორტს მოუხსნის. მე მგონი.. შენზეცაა დამოკიდებული, თუ გული გწყდება, რომ "მოტეხილში" ხარ, მაშინ ვფიქრობ შენც უნდა იზრუნო, დაეხმარო რომ ასე არ იყო. შენ რა "რადიოში გაქვს გამოცხადებული" ეს სიტუაცია? შენთვისაც ხომ პრობლემაა, არადა ცოლმა იცისო. ისე ეს როგორ უთხარი ეგ სიტუაცია? – დაუბრუნდა ელენე საუბრის თემას. ისე რა მოასვენებდა. - მაგას კი არ უთხარი გოგო, ჩემმა ცოლმა იცის მაგაზე მეთქი! - ჰოდა მაგი გკითხე ზუსტად, რანაირად იცის მისი არსებობა. განა იმას გეუბნები რატომ უთხარითქო, არანაირად. - ადრე, სანამ მეგი ჩემი ცოლი გახდებოდა და საერთოდ არანაირი მსგავსი ჩანაფიქრიც კი არ იყო, მაშინ ვუთხარი საუბარში, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გოგო მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება მეთქი და ზედ გვარ-სახელიც დავუფეშქაშე. ეხლა კი, თუ ირა ტელევიზორში გამოჩნდა, ვითომ მეკაიფება ხოლმე: - “აი შენი ირუსია, დედა რას დამსგავსებიაო”. ნუ მე ამას, რასაკვირველია ოლიმპიური სიმშვიდით ვხვდები და ვიტან, აბა რისი “რაზვედჩიკი” ვარ, მაგაში რომ დავიწვა?! ხო მაგარი ვარ ა? – შეიქო თავი ნიკუშამ. - მაგარი კიიი, მაგრამ ხომ იცი ეხლა რასა ვფიქრობ.... - რასა აბა? - რასაც სულ გეუბნები ნიკა... პრობლემაა ეგ სიტუაცია და მოსაგვარებელია მეთქი, სერიოზულად მოსაგავრებელია და მხოლოდ ამის შემდეგ, რეალურად გეტყვი უკვე, მაგარი ხარ მეთქიიიი. შენ რა არ გჭირდება? შესაძლოა ის უფრო ცუდადაა ფსიქოლოგიურად, მაგრამ არა მგონია თქვენს შორის რომელიმე იყოს კარგად, - უპასუხა ელემ. - გეთანხმები უფროსო, მართალი ხარ! ისე მეც შეიძლება ხანდახან ვაფრენ ხოლმე და პატარა ბავშვივით მობილურში მის სურათს ჩუმჩუმად ვუყურებ ხოლმე, თან თვალებს ვაცეცებ, არავინ შემამცნიოს მეთქი, თუმცა დედაჩემის გარდა ჯერ ვერვაინ დამწვა, თვალებით მანიშნებს ხოლმე არ დაიწვაო, - ჩაეცინა ყმაწვილს. - ვნახოთ აბა რას იზავ, ჩამოვა ისიც და.. პრინციპში მეტი როგორღა გითხრას, ისიც მაგას ელოდება ალბათ... ვნახოთ კიდევ გადადებ თუ ასე გააგრდზლებთ... - “პასმოტრიმ” რა! “ჟიზნ პაკაჟეტ” ! - გეთანხმები, თუმცა ასეთ შემთხვევებში, მოვლენებზე დასწრება სასტიკად აკრძალულია, ვინაიდან შენდა უნებურად მეორე ადამიანს შეიძლება ისეთი ტკივილი მიაყენო, რომ საერთოდ დაკარგო, - სრული პასუხისმგებლობით აღნიშნა ნიკამ. - ნიკუშ, გაწელილი და დაუსრულებელი საერთოდ საშინელებაა, - არ ეშვება ელე. - არა გოგო, დაუსრულებელი რავა გეკადრება, მაგრამ მისი ნატურიდან გამომდინარე კიდევ რაღაც ეტაპი აქვს გასავლელი ან შეიძლება ძალიან მარტივად, უნებურად ლამაზად მოწესრიგდეს ყველაფერი! - არ ვიცი, მოკლედ შენ იცი, თქვენ იცით რა, ...ჩემი აზრი ესაა, რომ ამ გზავნილით... ყველაფერი და დანრჩენიც გასაგები და ნათელია. - ნუ ეს გზავნილი აშკარად სიმარტოვის მიმანიშნებელია, ბაზარი არაა! - მე ეხლა კი არ გაწვები გინდა თუ არა ეხლა გაარკვიეთქო, მე ასე ჩავთვალე, ისე მაგას არ გამოგიგზავნიდა. ყოველგვარი დაუსრულებელიც ისე არ ვარგა, როგორც მოვლენებზე დასწრება. თავისთავად კიდე არასოდეს არაფერი მოგვარდება, თუ არ მოინდომე და არ ეცადე, ხოლო სათქმელის გადადების მიზეზი კიდე არასოდეს დაილევა. შვილთანაა და ამას გიგზავნის და...., ნუ აღარ მინდა რა გაგრძელება – დარწმუნებით აღნიშნა გოგონამ. - გზავნილი კარგად გავიგე და მოვიდა ჩემამდე. ეხლა დავუდე მაგის კომენტარი! - მაგის საიტზე თუ შენსაზე? - საერთოზე. - ირინკა შემოვარდა, რაღაცას მწერს, მაიცა ერთი წუთით, - “ტაიმ აუტი” ითხოვა ნიკამ. - რაო, რაო, რას გეუბნება? - ლამის ყურმილში გამოძვრა ცნობისმოყვარე ელენე. - დაოკდი, დიდად შენთვის საინტერესო არაფერი. ყველაფერი კარგად მაქვსო და ბიჭთან გაიქცა! - აუუუუუ რა ეშველება ამდენ დეპრესირებულ ხალხს. ჩემის თამადობით რასაკვირველია... არადა "არ შეიძლება" ამხელა დეპრესიაში ყოფნა. - მართალი ხარ, საშინელებაა და რაც მთავარია, მთელი საზოგადოებაა ასეთ დღეში. - ჰო ასეა. - საინტერესოა მგლის როლს ვინ იკისრებს, თან ადამიანის გამთბობი მგლის როლს?! – იკითხა გოგომ ფიქრიანად. - შენ ეგა თქვი და ზოგი დეგრადირებული ადამიანი იქამდე მიდის, რომ გაიძახიან ადამიანები მანქანები გავხდით და მექანიკური, ინსტიქტური სექსისა და ჭამის გარდა აღარაფერი გვინდაო. გაგიჟდები კაცი, ისე მარტივად გაიძახიან ამას. აუ ზოგი რა დებილია! არადა რომ ჰკითხო კველაფრის ეხპერტია, - აღნიშნა ნიკამ. უცებ საუბარში, რატომღაც ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, გეგონებოდა ხაზი გაწყდაო. - სად ხარ, ხომ არ გამეთიშე? – იკითხა შეწუხებულმა ელემ. ეტყობოდა სამსახურში მართლა საქმე არ ჰქონდა და ამ საუბარს აყოლებდა გულს. - აქანე ვარ, სად ვიქნები, შენს ხელში გავითიშო კი არა, შეიძლება მალე ცელოფნის დიდი შავი პარკით გამიტანონ, - სარკაზმით უპასუხა თანამოსაუბრემ. - ძალიან კარგი, ხო რა ხდება, გწერს კიდე? რაო რა მჭირსო? – გაცხოველებით იკითხა გოგონამ. - რაა კარგი ქალო, ცელოფნის პარკით რომ გამიტენენ? შენ რაღაცა ვერა ხარ ხო იცი, ხო არ დარეკე საერთოდ ამ ჭორაობის ნიადაგზე, - შეუტია ნიკამ. - მიდი რა კაცო, მითხარი რა, რაო რა მჭირსო მაინცო, - არ ისვენებს ელე. - მაიცა, მაიცა, რაღაც სერიოზული პრობლემა უნდა ჰქონდეს, რაღაცას მწერს, მაცალე ერთი სეკუნდით! რა გჭირს მეთქი, ვეკითხები, - არაფერი ყველაფერი ოკიო,- მეუბნება, თუმცა გუშინ ეს წერილი შემთხვევით, რომ ვნახე ყველაფერს მივხვდი, მივწერე, რომ ყველაფერს მივხვდი, ყველაფერი ვიცი და ნურაფრის გეშინია მეთქი და ასე შემდეგ რა... ნუ ტექსტი შენ თავად წარმოიდიგინე, პროსტო გუშინ ვეღარ მოვასწარი ამ ცუდი ამბის შენთვის შეტყობინება, - უპასუხა ნიკუშამ და ირონიულად ჩაიხითხითა. - არ უნდ ამაგას წარმოდგენა, ხოოო არაა კარგი.... იმიტომაცაა ასეთი მწვავე მინორი, - დაასკვნეს ყურმილის იქეთა მხარეს, - აქ დომხალია ყველაფრის, ხო გახსოვს მგლების თემა, წარმოიდგინე მარტოა წასული მასეთ საქმეზე, აქ თბილისში მასეთ საქმეზე ერთი “კოდლა” ნათესაობა მიჰყვება თან ხალხს. იქ კიდე რა, შვილი მარა რისი გამკეთებელი და მარტო აღმოჩნდა ფაქტიურად. - ნუ მე მივწერე თუ გინდა ჩამოვფრინდები მეთქი და მაგაზე პასუხი საერთოდ არ გამცა და დამემალა. დღემდე ხმას არ მცემდა, ეგეც ვერ გავიგე რა..., - აღნიშნა შეწუხებულმა ნიკამ. - როგორ ხმას არ გცემს, ეგ ვერც მე გავიგე! - პასუხს არ იძლევა და მგონი მაგარ დეპრესიაში გავარდა. - კიდევ შეეხმიანე, როდის ჩამოდის იცი? – მისცა რჩევა ელენემ. - არა, გუშინწინ მითხრა, აქეთ კიდევ ერთი თვე ვიქნებიო, არადა დაქალს სწერს, პასუხი ერთ კვირაში იქნება და იმის მიხედვით დავრჩები აქო. - კი მაგრამ... - რა....? მეც ეგრე პირდაღებული ვარ, ეხლა ერთი მაგის დაქალის აქ შემოსვლას ველოდები, უნდა დავკითხო, - სთქვა ნიკამ. - ხო საინტერესოა... ეს პასუხის არ გაცემა რააა... მასე როგორ შეიძლება!!! - რა ვიფიქრო არც ვიცი. - წარმომიდგენია რას გრძნობ, ეხლა შენ ნუ დაიგრუზები, მოევლება ყველაფერს. - საერთოდ გაურკვევლობაში ვარ რა სჭირს, რავი მოსთქვავს იქ, ტირის თუ საკუთარ თავს ასკდება, აბა ვიცი?! - აუ, მასე არ შეიძლება რა. ხომ ელაპარაკები, რომ მის გვერდით ხარ ანუ სულ ხარ კონტაქტზე, იცის გადასარევად, რომ შეუძლია შენი იმედი ჰქონდეს, ასე თავის გარიყვა რანაირად შეიძლება? ბოლობოლო არ აქვს მაგის უფლება! აბდაუბდას გეუბნები ხომ? – იკითხა გოგონამ. - არა, არა, შენ ეხლა ნორმალურ რამეებს მწერ, მაგრამ ის საერთოდ მარტოა გამიგე და უშაულო კონტაქტზე არავინაა, რაღაცაში რომ დაარწმუნოს. - მარტოა ფიზიკურად, ვაიმე რა. რატომაა მარტო, ვაიმე როგორ ვუთანაგრძნობ, ვაიმე. ავად, რომ ხარ კარგს არაფერს ფიქრობ და წარმომიდგენია რეებს ფიქრობს, მაგრამ რატომაა მარტო, ვინმემ ხომ უნდა აუხსნას. ეგ რას გავს ეხლა "უპრთხილდება" ვინმეს? თუ პირიქით!, - ვერ დამალა ელენემ ემოციები. - არ ვიცი, არაფერზე არ მაქვს პასუხი, ეს უფრო რაღაც თვითგვემას უფრო ჰგავს! - არანაირი საფუძველი არ აქვს "აზრი დაკარგოს" და "სულერთი გახდეს", ან რაღაც მსგავსი... შვილი ჰყავს ბოლობოლო, ეგ ერთი და მეორეც იცის რომ... მოკლედ რა... - მიწერე და მიწერე არ მოეშვა, ცოდოა. - არც ვეშვები, მერე ჩემი, კარგ რეიტინგზე მდგარი ლექსი გავუგზავნე, ეს ჩემგან საჩუქრად მიიღე და დამშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი, - აღნიშნა ნიკამ. - რა ლექსი, სად წერია? - ჩემები UUღAPAღAKI - ის ლიტერატურულ საიტზე მაქვს საკუთარი კუთხე, არ მითქვამს აქამდე? - ეგ რაღაა, არა?! - პოეზიის, პროზის ერთ-ერთი ცნობილი საიტია. მაიცა, ჩემს იქაურ მისამართს გამოგიგზავნი. - ოკ! - მიიღე: ჰტტპ://ურაკპარაკი.ცომ/?მ=7&ჭUID=5858 - ესაა? – “მე ფიფქს გაჩუქებ”? - კი! - ვკითხულობ. ვააა, შენ მოკლედ რა. ეს ლექსი მე რომ ვინმემ მომწეროს, შეიძლება საერთოდ თავი დავკარგო, - ვერ დამალა ელემ. - საერთოდ მანდ თუ რამეა სიყვარულზე დაწერილი, ყველაფერი ირინკას ეძღვნება – აღნიშნა ნიკუშამ. - ხოო ვხვდები ძმაო... ასე გიყვარს და თან ასეთი სიტუაციაა... - ამას წინათ კიდევ ერთი ლექსი გამოვკიდე და ბარემ ამასაც გაეცანი: მე თბილისის ერთ კუთხეში, ვერის უბნის კოხტა სახლში, ერთი გოგო მიყვარს დღესაც ვეღარ ვმალავ უკვე ხალხში. თავი როგორ მოგაწონო, შესადარად ქურციკს გევხარ, შენს ფანჯრებთან ვერი ბაღთან, დღე და ღამე ასფალტს ვთელავ. მხოლოდ ერთხელ გადამომხედე, შემიცოდე, გარეთ ყინავს, შენი უნახაობისგან, მთელს სხეულში რაღაც გმინავს. შენთან ენა მებორკება, არ გეგონო მართლა მუნჯი, ტელეფონზეც საუბრისას, ენას ადევს ფერი ლურჯი. ჰოდა, თორმეტს რომ არ გადამიცდეს, მოლოცვა და გარეთ დგომა, მიჯობს ლექსად მოგასალმო კარს მომდგარი ქრისტეშობა: “მოგილოცავ შობის ღამეს, სანთლის შუქზე შემოფრენილ, მოფარფატე ანგელოზს, ღმერთი მუდამ დაგაპენტავს, ზეცის მადლს და, ყველა ხატთან სანთელს შენთვის დანთებულს”. - ვკითხულობ და ტირილი მინდა, ასეთ ლექსებს ადამიანი უბრალოდ ვერ დაწერს. ნეტავ მეც ვუყვარდე ვინმეს, ასეთ სიკვარულზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება, - ვეღარ გაუძლო გოგონამ და ეტყობოდა ცრემლები გადმოუშვა. სრული რომანტიკაა. ამას ვერცერთი ქალი ვერ გაუძლებს! ბიჭო, რას ერჩი ამ ქალს?! ტელეფონში ბიჭს ჩაეცინა. - რა გაცინებს! გადამრევ შენ რაააააააააა! იტირეთქო არ გეუბნები, მაგრამ რა გაცინებს, ეხლა უკვე მეც მეკაიფები, როგორც ქალს და გრძნობებზე დაიწყე თამაში ხომ? ლამის ჭკუიდან გამოვიდე ქალი, - აღშფოთდა ელენე. გავგიჟდები, ეხლა ნამდვილად. ლამის აქ, სამსახურში ტირილი დავიწყო მართლა და დავიწყებდი კიდეც, უბრალოდ ხალხია აქ და ძლივს გელაპარაკები ისედაც, აკანკალებული ხმით... საერთოდ სად "წავედი"... მე მასე ვერ ვიცხოვრებ რა, აუ მართლა რა! ჯერ სხვა გიყვარს, თან ასე და სხვასთან ცხოვრობ! ვაიმე ნიკააა, გავგიჟდი ლამის რაააა, - ლამის ყურმილიდან გამოძვრა გოგონა. - კაი გოგო ეხლა, შენს ტირილად თუ დამიჯდა აი საუბარი, არ ღირს მაგად, კაი ეხლა დამიწყნარდი! ეს ლექსი დავდე თუ არა, ეგრევე ოთხი დადებითი ხმა შემოვიდა უთბილესი კომენტარებით! - მე რომ ვერ ვაკომენტარებ, აუციელბლად უნდა გავწევრიანდე? მოკლედ ისეთი ლექსებია, რომ... კაი ხო... შევწყვიტე უკვე... - ნიკუშ... ისევ თავში დავბრუნდები და მაინტერესებს, შენ ადრე მითხარი, რომ შენი და ირინას შეუმდგარი ოჯახის ერთ-ერთი მიზეზი შენცა ხარ, ანუ შენი უნიათობა თუ რაღაც ეგეთი, ნუ გუშინ ამას მეუბნებოდი სუფრაზე ყოველ შემთხვევაში. მართალია არ ვიცი რას გულისხმობ, თუმცა ჩემთვის შენი სიტყვაც საკმარისია. ოჯახს რა თქმა უნდა შექმნიდი და უნდა შეგექმნა კიდეც - აბა სხვა გზა არაა.. ეგეც ძალიან კარგად წარმომიდგენია რას შეიძლება გრძნობდე, როცა ასე გიყვარს სხვა და ეს სიყვარული ასეთი შეუმდგარია. ნუუუ, ყოველ შემთხვევაში მასთან ერთად არ ცხოვრობ. ეს კიდევ საშინელებაა შენი მეუღლე, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ ნუ, რაც იცის.... შენ ამისთანა ლექსებს უწერ და უგზავნი და მისი გრძნობებს "არ ასვენებ"... რაღაც უნდა შეცვალო, ასე ვერ გააგრძელებ, უბრალოდ არ შეიძლება რა, დამეთანხმე.... შენ თუ მის ფსიქოლოგიურ მომძლავრებას ელოდები ან კიდევ რა ვიცი მე რას, - სიტუაცია თუ არ დაიძაბება, არც გამოსწორდება, არ ვარ მართალი? არ ვიცი რა....მე ამას ჯოჯოჯხეთს ვეძახი, ფსიქოლოგიურ ჯოჯოხეთს და შენი არ ვიცი, - დაასკვნა ელენემ მთელის გულწრფელობით. - ჩამობრძანდეს ქალბატონი ჯერ და მერე! - დაუწერე - დაუწერე, რომ უბრალოდ მასაც არ აქვს უფლება ასე მოგექცეს, როცა “მესიჯს” აგზავნის, რომ მარტოა; არადა სულაც არაა მასე. მეტი ამ ეტაპზე რაღა უნდა გააკეთო - თუ მხარდაჭერას გთხოვს და ასე შემდეგ, მაშინ პასუხიც უნდა გაგცეს! არც ესაა გამართლებული, რომ დაგაინტრიგოს და მერე გაურკვევლობაში დაგტოვოს. თუ პასუხს არ გაგცემს, ხომ წაიკითხავს მაინც... - აბა რას იზამს! - ჰოდა მორჩით ამ კუკუდამალობანას და პაროლობანას, მე ასე მგონია.... ძალიან კატეგორიული გავხდი არა? – ჩაეცინა ელეს. - არის უფროსო! Eხლა, მაცალე ცოტა ხნით, ორ სუბიექტს დედა უნდა ვუსიამოვნო, რაღაც შეუსაბამო, უკბილო, ცინიკური კომენტარი დატოვეს ლექსზე, - უცებ პასუხად მიაგო ნიკამ. - რა იყო სად დაწერეს, Fბ-ზე? - არა ჩემს ლექსზე. - რა ხდება... ჩვენს საუბარში “ფეისბუკზე” ხომ არ შემოუხედავს ან მობილზე ხომ არ დაურეკავს? - ეგ რომ მომხდარიყო შენ რავა გამოგაპარებდი ან გამოგრჩებოდა თუ? – უპასუხა ნიკამ ირონიულად და გააგრძელა, - არ ვიცი, არ შემოდის, არც მობილს პასუხობს, გათიშული აქვს. ეტყობა ბრიუსელში ბრუნდება. აშაკარად არ უნდოდა რომ გამეგო, ფაქტია რა. - გაუგე ეხლა, უპასუხებს.... ხომ წაიკითხავს სმს-ს...... მისი მეგობრები რას ამბობენ - არცერთი არ სჩანს, თითქოს ცამ ჩაყლაპა ყველაო. - გამოჩნდებიან... დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. - მეც მაგ იმედით ვარ, ერთი რაღაცა მინდა გითხრა, ვინაიდან მეტს ვერავის ვერ მოვუყვები ამის შესახებ - ეტყობა ზოდიაქოთი თევზი, რომ ვარ ინტუიციის გრძნობა საშინლად მაქვს განვითარებული და ბავშვობიდან რაღაც უცნაური სიზმრები მაქვს, რეალური და სულ მეშინია მათი ხილვა, რადგანაც რეალობაშიც ფინალი სიზმრის ეპილოგის მსგავსია. სამი კვირის წინ დამესიზმრა, ვითომ ირა, ტყავის დივანზე მოკუნტული იწვა და მე, თავზე ხელს ვუსვავდი, თან რაგაცაზე ვამშვიდებდი; ის, კი გამირბოდა და სულ უფრო იკუნტებოდა, არ მომეფერო, არ გადაგედოსო, თუმცა რა უნდა გადამდებოდა ვერ ვიაზრებდი. უცებ საწოლთან, აქეთ-იქეთ მოარული, შავი თუთიყუში გაიჩითა, რომელიც ამ სიარულში რაღაცას ბაზრობდა; იქვე შავი ყანჩა იდა და უცანურად მიყურებდა. თავს ვიმტვრევდი, ნეტა ყოველივე რას უნდა ნიშნავდეს მეთქი?! აი, თურმე რას ნიშნავდა! ჩიტი ხომ სწრაფი ამბავია და თან შავი, ე.ი. ცუდი ამბავი. - წარმოიდგინე, რომ საერთოდ არ ვიცი სიზმრების ახსნა. სულ არ ვაქცევ ყურადგებას, ტყუილია. კიდევ რა ნახე?! – მაინც დაინტერესდა ელენე. - ეხლა, მე შენ, ჩემს მიერ ნანახი სიზმარი, რომ მოგიყვე თმა შეიძლება ყალყზე დაგიდგეს, ესეც ირინკას ეხება, ოღონდ უკვე მის განკურნებას! მოკლედ არ ვიცი წმინდანი იყო, თუ რაიმე შეუცნობელი ზენა ძალა გამომეცხადა, ნაღდში არ მეძინა, და სამ კომპონენტიანი, ირინკას განსაკურნი ბუნებრივი წამლების დასახელება მაუწყა - ნაკურთხი წითელი ღვინო, ჭარხლის წვენი და მესამე კომპონენტი კი, ბალახეული იყო და შვიდი დასახელების ყვავილისგან შესდგებოდა. ბალახეულის შესახებ რომ დავინტერესდი, ამ ძალამ მიპასუხა – “მაგას დედა ლაზარია გეტყვისო”, ეტყობა რომელიღაც მონაზონი იგულისხმა. - გავგიჟდი, - ამოილუღლუღა ელენემ და ნიკას თხრობის გაგრძელება სთხოვა. - თან მაინცდამაინც იმ ეკლესიაში უნდა მივიდეთ თუ უკვე მივედით ვერ გავიგე. მოკლედ, ეს ეკლესია მთაშია, თუმცა რა ეკლესიაა, წარმოდგენა არ მაქვს, არ უთქვავთ. მე, ჩემი ერთი მეგობარი და ირინკა ვიყავით მხოლოდ, თან ბატკანი გვყბდა და იქვე გავუშვით. იმ, რაღაც ძალამ ერთმანეთზე ხელები ჩაგვაჭიდინა და ციდან ჩამოშვებული უზარმაზარი ჯაჭვის გარშემო დაგვაყენა. ზევით, გუმბათისკენ რომ ავიხედე, ფრესკის მაგივრად, ვიღაცის სახე მიმზერდა, რომლის დანახვაზეც არც შიშის ჟრუანტელს დაუვლია და არც დიდი სიხარულის გრძნობა დაუმფლებია. აი, გარშემო კი, აშკარად რაღაც არასასიამოვნო ნახევრად ხილული, შავი არსებები დახტოდნენ, რამაც ჩემში საშინლად არასასიამოვნო გრძნობები დაბადა. არ ვიცი ამ ძალამ იგრძნო ეს თუ რა იყო და მყის, სამივეს მამაო ჩვენოს თქმა მოგვთხოვა, რაც დაუყოვნებლივ შევასრულეთ, ირა გაოგნებული მიცქერდა. მე კი, თვალებით მის დამშვიდებას ვცდილობდი. ლოცვის დამთავრება და კვლავ სულიერი სიმშვიდის მოპოვება ერთი იყო, ეს ჯოჯოებიც აღასად სჩანდნენ. ზენა ძალამ ზევიდან რაღაც ლოცვის კითხვა დაიწყო, არაფერი მესმოდა, სამივე ზევით, გახევებულები ვიყურებოდით. ლოცვის დამთავრების შემდეგ, ზეციდან უცნობმა ხმამ, ყველას იმ დიდ ჯაჭვზე გვთხოვა ხელის ჩავლება. შემდეგ იყო სიტყვები - “შვება მოგეცეთო” და უცებ ჯაჭვს ჩვენი მიმართულებით, რაღაც ელვისმაგვარი ჩამოჰყვა, რაღაც ძალზედ უძლიერესმა მუხტმა თითქოს ჯერ ჯაჭვზე მიგვაწება, სამივე მაგრად შეგვაჯანჯღარა, ხოლო შემდეგ იქვე, ჯაჭვის ბოლოში ძირს დაგვყარა. თავად ჯაჭვი კი, სადღაც გაუჩინარდა. “მშვიდობა თქვენს დაბრუნებას” – გაისმა ისევ ზევიდან და სამივეს, კვლავ “მამო ჩვენოს” წაკითხვა მოგვთხოვა. ჩვენ, ნაწილ-ნაწილ, კაი ნაცემებივით წამოვდექით ფეხზე, მუხლებზე დავემხეთ და ლოცვა აღვავლინეთ. შუბლზე, მარცხენა საფეთქელთან წვა ვიგრძენი, ხელი მოვისვი და რაღაც პატარა ელვის მსგავსი ნაჭრილობევი, თუ ხორცმეტი აღმოვაჩინე, ჩემს მეგობარ გიასაც იგივე ჰქონდა, მხოლოდ ირინკას არ ეტყობოდა არაფერი. “ამას რომ არა აქვს?!” – გამიელვა გონებაში, რაზეც ისევ ზევიდან, უცნაური ბოხი დაცინვა მივიღე – “მას ეს ნიშანი ბეჭზე აქვს, შეგიძლიათ ნახოთ”. ამის გაგონებაზე, გაოცებსიგან აქამდე გახევებულმა ირინკამ, მაისური ლამის შემოიხია და აღელვებულმა ნიშნის ნახვა გვთხოვა, მითითებულ ადგილზე მას, ელვის მსგავსი დამწვრობის ნიშანი მართლაც აღმოაჩნდა, რამაც სამივეში გაუთვითცნობიერებული უცნაური სიხარული გამოიწვია, თუმცა რა გვიხაროდა არც ვიცოდით. “თქვენ დამდაღულები ხართ ანუ ჩემი წყალობა გაქვთ, მშვიდობით გევლოთ ცხოვრების გზაზე” – გაისმა ისევ, რაზე სამადლობელოდაც ჩვენ, კვლავ მამაო ჩვენოს თქმა მოგვთხოვეს, რაც წამში იქნა შესრულებული. გოგო, არ მეძინა რა თან აშკარად. - საოცარია, სიტყვებიც არ მყოფნის. ეს არაა სიზმარი; და მაინც სად არის ნეტა ეს ეკლესია? – იკითხა აშკარად შეცბუნებულმა ელენემ. - რომ გითხრა ვერ დავიმახსოვრე, ისიც ვერ გავიგე უკვე მოხდა, თუ უნდა მოხდეს ეს, მაშინ ბალახეულის შემადგენლობა რატომ არ მითხრა იმ ძალამ? – უპასუხა ნიკამ. - კი, მაგრამ იმ ეკლესიაში აბა როგორ უნდა მიხვიდე? ალბათ რაიმე სხვა ინფორმაცია კიდევ მოგეწოდება. - აუცილებლად, ასეთი ინფორმაციები საერთოდ ნახევრად არავის მიეწოდება, ყველას ლოგიკური დასასრული გააჩნია. - ჰოდა მითუმეტეს, მშვიდად უნდა იყო. - რაც მთავარია, მკურნალობის რეცეპტის ნახევარი მაქვს და მგონი მეორე ნახევრასაც არავინ დამიკავებს, - სიცილით მიუგო ელეს თანამოსაუბრემ, რასაც ამ უკანასკნელის გადაკისკისება მოჰყვა. - ეხლა, ერთი მისი დაქალოჩკის ინფორმაციის “პერეხვატი” გავაკეთე, ვითომ მის შვილს რომ უცვლის, თურმე უკვე ბრიუსელში ჩასულა. - ჰოდა, დამშვიდდი ეხლა რა! ამაზე მეტი მინიშნება რაღა გინდა? - ეგ, ინფორმაცია ხომ აშკარად ჩემთვის არ იყო, მის ბიჭს საერთოდ არ ვიცნობ და არც ის მიცნობს! - თუ სურვილი ექნება გაგაცნობს. რა უთხრას მაინც შენზე ვინა არისო? თან ის ყმაწვილი ალბათ იქნება ასე თვრამეტი-ოცი წლის მაინც არა? ნუ მაინც პატარა ასაკია. ბიჭები კარგა ხანს - კი არა ცოლშვილი, რომ ჰყავთYმაინც ეჭვიანობენ ხოლმე, - კაი გამოცდილი ქალივით აღნიშნა გოგონამ. - მართალი ხარ, კი თვრამეტის არის. ეჭვიანობის მომენტი აუცილებლად იქნება, საკუთარი “გამოცდილებით” ვიცი. სხვათაშორის რამდენჯერ ვთხოვე მომიკითხე მეთქი, იმდენი იგნორი გამიკეთა, მივხვდი რომ არ უნდოდა ჯერ! ბოლოს რატომღაც დიდი ასოებით მომწერა რატი ჩემთან არისო და ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, “კაროჩე” მის გვერდში ან ახლოს საერთოდ არ უნდა, რომ მეკონტაქტოს, ეგ რასაც ნიშნავს კი ხვდები, - აღნიშნა ნიკამ. - ჰოდა ნუ გწყინს, - ღიმილით მიგგო ელემ. - არა, არ მწყინს, უბრალოდ რაჭველივით გვიან მოვიაზრე, დიდი ასოებით რაზე მომწერა, სულ პატარა ასოებით მწერს, ეტყობა ეს გაფრთხილების პონტში იყო რაღაც! - მაგის დროც დაგიდგება, რომ გაგაცნობს, ამის გარეშე ბოლომდე ეგ ვერ წამოვა ურთიერთობებზე, შანსი არ არის შვილს არ შეუთანხმოს თქვენი “ატნაშენიების” რაღაც ასპექტები, დამიჯერე, ეგ ეგრეა და ეგრე იქნება, ქალი ვარ რა ბობლობლო და მისიც მესმის. - გოიმი ვარ რა, ეხლა მაგაზე არ გაიბუტოს, მაინც რატომ მწერდიო, აუფ ეხლა ეგ შემიჩნდება ჭიასავით, - წაიპანიკა ნიკუშამ. - კარგი რა, შენც ხომ იცი რომ სერიოზული არაფერია. - ალბათ ეგრეა რა, მე მგონი საერთოდ პარანოია ავიკიდე ხომ იცი შენ?! - მორჩი რა წუწუნს, რაც მთავარია უსიამოვნება მოგვარებულია - ნუ თქვენს კომპეტენციას ეჭვის ქვეშ როგორ დავაყენებ?! - წაეშაყირა ნიკუშა. - ხოოოოო, ავიტან როგორმე მაგ შაყირს. - აბა ვინ გაშაყირებს, გეკადრება კლარა?! არა მცემოოოოო - ვიფიქრებ მაგაზე, - წაიკისკისა ელემ, - მოკლედ გამაგიჟებ ხოლმე და მერე ხარხარებ არაააა? რამდენს მაშაყირებთ ბატონო ნიკოლოზ?! - მე როდის, როგორ გეკადრება, ცოტა ხასიათი გამომისწორდა და..... - კაი, ცოტა ხნით მოვეშვათ ეხლა ჩემს პერსონას. შენ თავად როგორ გაქვს მაინთ საქმეები, რას შვები, კიდე გიტრაკებენ მანდა? - შეუცვალა ნიკამ საუბარს მიმართულება. - პერიოდულად. არადიპლომატიური ადმაინი ვარ და რა ვიცი რა, თუ ვინმეს პატივს არ ვცემ ან ნაკლებად ვცემ, მთლად შენიღბულად ვერ ვიქცევი ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემთან მიმართებაში ტყუიან - მთის ჰავა გაქვს გამოყოლილი, მკაცრი და სუსხიანი, - წაეშაყირა ნიკუშა. - რა ვქნა, ნახევრად მოხევე ვარ და რა ჩემი ბრალია, შენა სიხარულო, მე ეხლა ცოტა ხნით გავედი და ხვალ ამავე დროს შემოგირეკავ, კარგი?! - კარგი ფისუნია, თორემ მგონი შენც დაიღალე და ამ პახმელიასაც რაცხა უნდა ვუშველო, თორემ გასკდა თავი. აბა შენ იცი, ხვალამდე! ამ საუბრით დაინტრიგებულმა, მეც ფრთხილად დავდე ტელეფონის ყურმილი, რომელიც ყურზე დებისგან ისე გახურებულიყო, ზედ კვერცხი შეიწვებოდა და მას არც ჩემი ყური ჩამოუვარდებოდა. გადავწყვიტე, მეორე დღეს დროულად გამეღვიძა და თუ ფორტუნა და კავშირგაბმულობაში ტექნიკური ხარვეზი, ამის უფლებას მომცემდა, დაწყებული ცოდვა ანუ სხვისი საუბრის მოსმენა გამეგრძელებინა, ძალზედ მაინტერესბდა ამ ისტორიის ფინალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|