ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2012


ქარგაუხდელი ციხეები


თუმცა სისხლიანი
ფანტომები,
ისევ სკვითურ
ხიშტებს მიღერებენ,
ამ მთებს არასოდეს
დატოვებენ
ეს ქარგაუხდელი
ციხეები...

მტერო, ჩამოუშვი
იარაღი,
მზეო იდღეგრძელე,
იქართულე,
კლდეზე ამირანი
კი არ არის,
კლდეა ამირანზე
მიჯაჭვული...

მწვანე ფერი უყვართ
რადგან მოლებს,
ვაზის სული უდგათ
რადგან ჭურებს,
ჩვენში აბა მითხარ
რა გამოლევს,
კლდეებს ამირანზე
მიჯაჭვულებს...

თუმცა სისხლიანი
ფანტომები,
ისევ სკვითურ
ხიშტებს მიღერებენ,
ამ მთებს არასოდეს
დატოვებენ
ეს ქარგაუხდელი
ციხეები...





საით მიდიან
-----
საით მიდიან
ბილიკები
საქალამანე,
თითქოს ეს მთები
მანანებით
დამინამია,
საქართველოში
ყველა ციხე
და გალავანი,
კლდეზე ჯაჭვიდან
ამოზრდილი
ამირანია...

სიფრთხილე მართებთ
ჩვენს საზღვრებთან,
მტრებმა იციან..
გაბედავენ და
ღმერთმა იცის,
შეინანებენ!
მეამაყება,
საქართველო
ისე მტკიცეა-
-კლდეებზე ციხედ
ამოზრდილი
ამირანებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები