ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალენ ფონ იდი ოოტი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2008


თემურ კეკელიძე..

ისევ შენში გაიშალა,
გაზაფხულის გადახრილი მწვანე ფრთები
და სიყვარულს დაემსგავსა,
ჩემს ბაგეზე აკემსილი ჩუმი ხმები.
რაიყო და რას მერჩოდი,
გადმიშალე თვალწინ ზღვები,
წერილებად გაატანე ღამის ქარებს
შეხვედრები ჩვენი ძველი.
ამიხსენი რას მერჩოდი,
მივდიოდი სახლში ჩემთვის,
რად მითხარი სიყვარული
შენს თვალებსო ასე შვენის.
ხომ იცოდი ამ გრძნობისთვის
არ ვიყავი მე პოეტი,
ასე რატომ გამიმეტე,
კოცნებს რატომ მიტოვებდი.
თან იცოდი გავა წლები,
სხვის მკლვაბეში გამასვნებ,
გავიზრდები და ამ ვნებებს
უცხო თმებში დავასვენებ.
არა ასე გადაწყვიტე,
გადაითვლი უხმოდ ზამთრებს,
მერე ალბათ  ჩუმად იტყვი:
ვყვარებივარ თურმე რამდენს.
ხოდა ერთ დღეს ჩაძინებულს,
როგორც სიზმრის ფიფქად თოვას,
შეგაფხიზლებს ზანტად ვნება,
და ველურ გრძნობით გადაგიცვამს,
იმ აპრილის ის შეხვედრა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები