 | ავტორი: ბექზა ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2012 |
გზამ აღარ გახსნა შეკრული წრედი, რომიც გზებს მიღმა გადაბანაკდა. კვლავ იგივეს ვწერ, რაზედაც ვწერდი: რასაც დავაკლდი და რაც დამაკლდა.
გთხოვთ! დამეხსენით სევდის აფრებო, გთხოვ! დაამშვიდე ზღვაო ტალღები. ნეტავ შემეძლოს ამოვახველო თქვენი ნაზარდი მეტასტაზები.
გულიც სევდიან სისხლდენას უძლებს... მე ხომ იმედი მუდამ თან მახლდა, და მეც ვუყვები ყველაფერს ფურცელს: თუ ვის დავაკლდი და ვინ დამაკლდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|