ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2012


ბედნიერება

მოგონებების სადღეგრძელოს ჩვენ წარსულში ვსვამთ
თუმც ის ყველგან არს, ანდაც იქნებ
ეს შემოდგომის ბაღია სულაც,
ან ფანჯრიდან მობერილი სუფთა ჰაერის,
თუ იმედების ძეობაზე გასროლი თოფისა ლულა?!

უძირო ცაზე თეთრი ბოლო მოუქნევია,
ბრწყინავს ღრუბელი წვიმისა წვეთით,
თვალყურს ვადევნებ, ოდნავ ვხედავ და მესმის ცოტაც იმაზე მეტი,
რასაც ცხოვრებით ყოველთვის, ყოველ დღე ვეტრფი,
ნაკურთხთ ხვედრია ბედნიერების შეცნობა ქვეყნად,
და მოისმინო მაესტრო - ჯუზეპე ვერდი.

ფანჯრის რაფაზე ჭიკჭიკით რაფას,
დასკუპდა ჩიტი, დაღლილი მზერა ვაშორე წიგნებს
მოსაღამოვდა, გარეთ თქეშია,
დაცარიელდა ცა, ზღვა ქუჩები,
მე ვხედავ, მესმის, ბედნიერი ვარ და ის ჩემშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები