ისე მივეჩვიე შენს არეულ დღის გრაფიკს, უვე აღარ ვიცი, გელოდო? არ გელოდო? თუმცა სხვა რა გზა მაქვს.. ჩვენი ერთად ყოფნის პირველივე დღიდან მივხვდი, დიდი ეგოისტი ვინმე ბრძანდები..უსიამოდ გამაჟრიალებს ხოლმე იმის გახსენებაზე რა ზარ-ზეიმით გამაცანი შენს საახლობლოს-"სწორედ ის ვიპოვე, ვისაც ვეძებდი, ვოცნებობდი..ჩემს მარტოობას წერტილი დაესვაო." მე კი არაფერი მკითხე, მსურდა შენს გვერდით ყოფნა, შენთან ერთად სეირნობა და შენი მედიდური მზერის დანახვა, როცა ქუჩაში სასერნოდ გასულებს მზერას მაყოლებდნენ,ვერ დავმალავ-მართლაც საყვარლად მოვხუხცუხებ შენს გვერდით-რა ამაყი ხარ ამ დროს- შენ გყავარ! თან გაურკვეველი ხნით სტუმრად წოდებული ჩვენთან ჩაცხოვრებული დედაშენი... როგორ მიყვარდა შინ დაბრუნებულს, კართან რომ გხვდებოდი, ფეხდაფეხ დაგყვებოდი, სააბაზანოდან სამზარეულომდე, გიცქერდი, როგორ მიირთმევდი შენი დედიკოს გამზადებულ სადილს.. როგორ ვერ მიტანს..სამზარეულოშიც კი ცდილობს არ გამაჭაჭანოს:ფეხებში ვებლანდები, თურმე. მეც ხომ მეკუთვნის თუნდაც ერთი ლუკმა,ურჩევნია მარტომ აგემოვნოს..მე? მე მერე, როცა მკვდარი საათი აქვს .საათი რა-თხუთმეტი წუთი მიისვენებს და ისევ უბრუნდება საყვარელ პოზიციას! არა,რა ვერანაირი სითბოთი ვერ მოვიგე შენი დედის გული!-არადა,მიყვარს იქ ყოფნა შედარებით სხვა ოთახებთან- თბილა.. ვცდილობ თვალში არ შევეჩხირო, ამიტომ ვერიდები და გავეცლები ხოლმე. მაგრამ რა? მერე იმით ინტერესდება, სად ვარ და ვაი,თუ ლოგინზე მნახა-გატუტუცებულიო- აი,ასე მეძახის. ამასწინ პულოვერი დააგდე სავარძელზე და წახვედი.,სწორედ მაგ დროს მომისწრო, სევდით რომ ვყნოსავდი მასზე შერჩენილ შენს სურნელს-რა ვქნა, უშენობა მკლავს, მენატრები. სასწრაფოდ აითვისა, გულდასმით შეათვალიერა და სარეცხ მანქანაში შეუძახა. ისიც კი აღიზიანებს, ფანჯარასთან მომლოდინეს რომ შემისწრებს. გახსოვს? 2 დღის წინ, საწერ მაგიდას ალაგებდი, თან მუსიკალური ცენტრი გქონდა ჩართული.. ამაში ვერ შეგეწინააღმდეგები-რაც მართალია,მართალია,გემოვნება ერთნაირი გვაქვს.. აი ნეტარება-სახლში ხარ,მეალერსები, მერე რა რომ საქმეს აკეთებ, მაინც შენს მუხლებზე ვარ მოკალათებული, განაბული და ვისმენ წყნარ მელოდის.. ფუ, ეს ტელეფონი! უცებ წამოხტი-უნდა წავიდეო-არ ვიცი მე მითხარი, თუ შენ დედას ესროლე ეს ფრაზა,მაგრამ მეტირა მინდოდა..სად შემიძლია-მერე უარესად დამიცაცხანებს,ნერვებზე მოქმედებს შენი სევდიანი თვალებით ოთახიდან ოთახში ლასლასიო.. მე ასეთი მორჩილი,უსიტყვოდ დამჯერი,(მერე რა რომ არც ერთხელ სადილი არ დამიხვედრებია შენთვის-თავად იცოდი,ასე იქნებოდა,)უნდა წავიდე..ნუ დაარქმევ ამას გაპარვას და უმადურობას. მშობლებს არ ირჩევენო-ამას წინათ მოვკარი თქვენი კამათისას ყური(თემა, ისევ შენი არჩევანი-მე ვიყავი) გაკაპასებული გიმტკიცებდა, გარეთ მტერს უბრმავებს თვალს,სახლში კი მე მიწვრილებს გულს ეგ უჯიშოო- წელამდე კი ვწვდები...ეს აცოფებს,კარგია,აცრილი ვარ!(ჰმ! მისხელა პასპორტი მაქვს!)აი,ეს არ უნდა ეთქვა!!!ქალაქში ორი,სამი თუა ჩემნაირი. ხომ იცი ცხოველები არ მიყვარსო... თავგამოდებით მიცავდი. და რახან სხვა გზას ვერ ვხედავ-ან გამაჩუქე ვისაც უყვარს,მასზე, ან ერთ დღეს, რომ დაბრუნდები უჩემობით ცარიელი დაგხვდება სახლი..
მშობლებს თუ არა, მეგობრებს ხომ ირჩევენ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მითხარი იუმორისტულებიც მაქვსო და წავიკითხე, მაგრამ ალბათ თავის დროზე ჟანრი შეგეშალა :-) რაც გქონდა ჩაფიქრებული გამოგივიდა, თავიდან მეც ქალი მეგონა :-) ჰო კიდევ კატაზე რატომ ასეთი წარმოდგენა? :-) მყავდა და ძალიან ვუყვარდი, ჩემთან იძინებდა, თუ მტკიოდა მეხუტებოდა და ა.შ :-) მითხარი იუმორისტულებიც მაქვსო და წავიკითხე, მაგრამ ალბათ თავის დროზე ჟანრი შეგეშალა :-) რაც გქონდა ჩაფიქრებული გამოგივიდა, თავიდან მეც ქალი მეგონა :-) ჰო კიდევ კატაზე რატომ ასეთი წარმოდგენა? :-) მყავდა და ძალიან ვუყვარდი, ჩემთან იძინებდა, თუ მტკიოდა მეხუტებოდა და ა.შ :-)
19. და რახან სხვა გზას ვერ ვხედავ-ან გამაჩუქე ვისაც უყვარს,მასზე, ან ერთ დღეს, რომ დაბრუნდები უჩემობით ცარიელი დაგხვდება სახლი......კარგად წერთ :)) და რახან სხვა გზას ვერ ვხედავ-ან გამაჩუქე ვისაც უყვარს,მასზე, ან ერთ დღეს, რომ დაბრუნდები უჩემობით ცარიელი დაგხვდება სახლი......კარგად წერთ :))
18. მე მესმის შენი,ჩემი რომ გესმის:) მასე მქონდა ჩაფიქრებული! სნაიპერი ხარ თანანა, გენაცვალე! მე მესმის შენი,ჩემი რომ გესმის:) მასე მქონდა ჩაფიქრებული! სნაიპერი ხარ თანანა, გენაცვალე!
17. დაგლიჯე, მედო! ბოლო აბზაცამდე მეგონა ცოლი მიდიოდა სახლიდან... აიდა, მოულოდნელობის ეფექტი! 555 დაგლიჯე, მედო! ბოლო აბზაცამდე მეგონა ცოლი მიდიოდა სახლიდან... აიდა, მოულოდნელობის ეფექტი! 555
16. ძალიან, ძალიან კარგი ნაწერია. არ ვიცი აქ 5 ია ყველაზე მაღალი შეფასება თუ 10 , სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს )) მაქსიმალური . ძალიან, ძალიან კარგი ნაწერია. არ ვიცი აქ 5 ია ყველაზე მაღალი შეფასება თუ 10 , სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს )) მაქსიმალური .
15. მედე მედე მედე... უსაყვარლესი ნაწერია... როგორც ყოველთვის.... მედე მედე მედე... უსაყვარლესი ნაწერია... როგორც ყოველთვის....
14. ამის დამწერს, ჩემი უსათუოდ უსიტყოდ უნდა გესმოდეს. ხვდები? ამის დამწერს, ჩემი უსათუოდ უსიტყოდ უნდა გესმოდეს. ხვდები?
13. ეეჰ, კარგი რამ არის ნამდვილად. დამასევდიანა. ეეჰ, კარგი რამ არის ნამდვილად. დამასევდიანა.
12. მშვენიერია!.. მშვენიერია!..
11. ეს გუშინ ვნახე. მედ. ''შენ გყავარ! ''იმედია ამას დავასტატუსებ მერე:) ეს გუშინ ვნახე. მედ. ``შენ გყავარ! ``იმედია ამას დავასტატუსებ მერე:)
10. ვახ გენაცვალე,რა კაი ნაწერია. ვახ გენაცვალე,რა კაი ნაწერია.
9. ძალიან მომეწონა, ძაღლს შეუძლია ადამიანს მეგიბრობა გაუწიოს, ოი, კატას არა! ავტორი არასოდეს ცდება არჩევაში, მახვილი თვალი და უსაზღვროდ თბილ გულს ერთიანად ყველას უნაწილებს! ძალიან მომეწონა, ძაღლს შეუძლია ადამიანს მეგიბრობა გაუწიოს, ოი, კატას არა! ავტორი არასოდეს ცდება არჩევაში, მახვილი თვალი და უსაზღვროდ თბილ გულს ერთიანად ყველას უნაწილებს!
8. კარგი იყო...დავტოვე აქ სითბოები...:-* ცხოველები მეც ძალიან მიყვარს... კარგი იყო...დავტოვე აქ სითბოები...:-* ცხოველები მეც ძალიან მიყვარს...
7. მართალი შენიშვნაა ლელა-მ.მ, მაგრამ მიუხედავად სიდიდისა, ჩემი ძაღლი მაინც ახერხებდა ამას.:)ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი,ვერ ვუშლიდი ტუტუცობას:) დღემდე მტკივა მისი დაკარგვა... მართალი შენიშვნაა ლელა-მ.მ, მაგრამ მიუხედავად სიდიდისა, ჩემი ძაღლი მაინც ახერხებდა ამას.:)ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი,ვერ ვუშლიდი ტუტუცობას:) დღემდე მტკივა მისი დაკარგვა...
6. " მერე რა რომ საქმეს აკეთებ, მაინც შენს მუხლებზე ვარ მოკალათებული," -ამ ადგილმა მაფიქრებინა "კატა" . მუხლებზე მჯდარ ბომბორა ძაღლთან ერთად საქმის კეთება ადვილი არ იქნება... პრიციპში ამას დიდი მნიშვნელობა არცა აქვს. " მერე რა რომ საქმეს აკეთებ, მაინც შენს მუხლებზე ვარ მოკალათებული," -ამ ადგილმა მაფიქრებინა "კატა" . მუხლებზე მჯდარ ბომბორა ძაღლთან ერთად საქმის კეთება ადვილი არ იქნება... პრიციპში ამას დიდი მნიშვნელობა არცა აქვს.
5. ამას მხოლოდ ძაღლი თუ იტყოდა, კატა ვერ...ძალიან მომეწონა! ამას მხოლოდ ძაღლი თუ იტყოდა, კატა ვერ...ძალიან მომეწონა!
4. ველოდები ხოლმე ამ გვერდზე ახალს, რადგან ყოველთვის გულიანი, სულში ჩამწვდომი ნაწერი მხვდება! ++ ველოდები ხოლმე ამ გვერდზე ახალს, რადგან ყოველთვის გულიანი, სულში ჩამწვდომი ნაწერი მხვდება! ++
3. ძალიან მაგარია მედეა . . . ძალიან მაგარია მედეა . . .
2. დიდი და ბომბორა ძაღლიიიი! რა კატა, რის კატა? კატამ არ იცის ერთგულება! როდის გამოაჩენს ბრჭყალებს და დაგფხოჭნის, ღმერთმაც კი არ იცის... :))))))))
ბრავო, მეედ! 5 დიდი და ბომბორა ძაღლიიიი! რა კატა, რის კატა? კატამ არ იცის ერთგულება! როდის გამოაჩენს ბრჭყალებს და დაგფხოჭნის, ღმერთმაც კი არ იცის... :))))))))
ბრავო, მეედ! 5
1. საბრალო ძაღლი(თუ კატა?) საბრალო ძაღლი(თუ კატა?)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|