„მოდი ერთად ვიხეტიალოთ ღამეში და ვიმღეროთ ერთად
მე შენ მიყვარხარ“
Langston Hughes
მთელი ჰარლემი ჭაობია და შიგ ჩავარდნილ მზეს ძირავენ ჰელოფიტები. რა უცნაურად და მარტივად იწყება ღამე...
.....................................................................
მოდი ვაქციოთ ზურგი ამ მდიდრულ კვარტლებს, გავყვეთ ჰარლემის ავადმყოფ ჰაერს ღარიბთ კვარტლებში, იქ სადაც ღამე, გაწეპილი ქაღალდივით ცაზე კიდია და ქერცლფრთიანი რაზმებივით იკრავს სუიციდს. წელშიმოხრილებს სადაც დაყავთ თავისი ღმერთი, ზურგზე ტვირთივით და სადაც მხოლოდ იატაკქვეშა ალკოჰოლს სვამენ...
ვტკეპნოთ მუხლებით სარკინიგზო გზაჯვარედინი ხომ იცი მაინც ვერ მივუსწრებთ ისტის ორთქმავალს... წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ, მაშინ როდესაც თაღებს კრავენ ცაზე ნისლები.
და მერე ვთვალოთ ნაქირავები ოთახების სახურავებზე ჩამომსხდარი ანგელოზები, დახეული ტვიდის ფრთებით და ლანჩამძვრალი ფეხსაცმელებით.
ნაქირავები ოთახების სახურავებზე მოვუსმინოთ ჩვენ მშიერ კუჭთა სიმფონიას, მაშინ როცა ჯაზით ივსებენ მდიდრები ფილტვებს. და ჯანდაბამდე გზა ჰქონია თვით ელინგტონსაც....
ღამის ორგაზმით ჩავუტეხავთ მდიდრებს, მშვიდ სიზმრებს და სახურავზე შედედებულ ნისლში ჩავწვებით, ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს და როცა ღამე ჩაისუნთქავს, ჩვენს შავ ანფასებს და როცა მიწა, აიწყვიტავს ცისკენ მთვრალ ქუჩებს, ჩვენ ამოვზიდავთ ერთად მთვარეს, კუნაპეტი ღამის ტბორიდან და წარმოვიდგენთ რომ ვართ ჩიტები. მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია, და როცა ჩვენსკენ დააგორებს ღამე ვაგონებს ცისკენ გავუშვებთ,- ცოდვილ სულთა ესკადრილიას. .............................................................. და ღამით როცა ჰარლემს ხრავენ ჰელოფიტები, ჩვენ ვართ ჩრდილები, ჩვენ ვართ ხმები, ამ ჭაობიდან აფრენილი ერთხმად ჩიტების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. მმმმ:) ნაქირავები ოთახის სახურავებზე...განსხავვებულია:) მმმმ:) ნაქირავები ოთახის სახურავებზე...განსხავვებულია:)
25. იშვიათი და საოცარი ნაწერია! იშვიათი და საოცარი ნაწერია!
23. მდაა.... "ნე ვოპროს"–კარგი იყო!! ჩემი +2 და წარმატებები!! მდაა.... "ნე ვოპროს"–კარგი იყო!! ჩემი +2 და წარმატებები!!
22. კარქი..........:უ კარქი..........:უ
21. და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ
ძალიან მაგარია! და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ
ძალიან მაგარია!
20.
მომწონს კარგი შესრულება და კარგი თემა.. "ბრავისიმო"
პატივისცემით: დიადი ბლაგვი
მომწონს კარგი შესრულება და კარგი თემა.. "ბრავისიმო"
პატივისცემით: დიადი ბლაგვი
19. მართლაც მაგარი კერძია:))იმედია მიხვდება ავტორი რა ვიგულისხმე :)წარმატებები მართლაც მაგარი კერძია:))იმედია მიხვდება ავტორი რა ვიგულისხმე :)წარმატებები
18. საინტერესო ნაწერია ))) საინტერესო ნაწერია )))
17. ვახ,ახ,ვახ....ეს როგორ გამომრჩა და არ წავიკითე აქამდე. გახსენე ახლა სახლში და დედამ მითხრა, არ ნახეო მისი ახალი ლექსიო?
და შემოვქროლდი. და უხ.
შე უცნაურო ბევრისმთქმელ-ბევრისმომტანო. ახლა ისეთი შეგრძნებებით გავდივარ აქედან, რომ ერთი ცხოვრება მეცხოვროს თითქოს დამატებით. ვახ,ახ,ვახ....ეს როგორ გამომრჩა და არ წავიკითე აქამდე. გახსენე ახლა სახლში და დედამ მითხრა, არ ნახეო მისი ახალი ლექსიო?
და შემოვქროლდი. და უხ.
შე უცნაურო ბევრისმთქმელ-ბევრისმომტანო. ახლა ისეთი შეგრძნებებით გავდივარ აქედან, რომ ერთი ცხოვრება მეცხოვროს თითქოს დამატებით.
16. მიუ ჯერსიდან , ძალიან მაგარი ვინმე გეწვია , გაიღვიძე ჯორჯია.:))) მიუ ჯერსიდან , ძალიან მაგარი ვინმე გეწვია , გაიღვიძე ჯორჯია.:)))
15. უძლიერესია-უმშვენერიესი და უნიჭიერესი ავტორით.
"... მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია, და როცა ჩვენსკენ დააგორებს ღამე ვაგონებს ცისკენ გავუშვებთ,- ცოდვილ სულთა ესკადრილიას..."
რა სიცოცხლე ხარ... მეამაყები!!!!!!!!!!!!!!!. უძლიერესია-უმშვენერიესი და უნიჭიერესი ავტორით.
"... მერე რელსებქვეშ გავშლით დაღლილ ფრთებს, ვიტყვით, ფრინველად დაბადება რა ადვილია, და როცა ჩვენსკენ დააგორებს ღამე ვაგონებს ცისკენ გავუშვებთ,- ცოდვილ სულთა ესკადრილიას..."
რა სიცოცხლე ხარ... მეამაყები!!!!!!!!!!!!!!!.
13. არა ოთო, ასე ხდება, როცა ბიტნიკები მიეწეპებიან ადამიანს, ტაკეში კიტანოს გაღუნული ფეხების მზემა:))
ო, ეს ჰარლემი, ელინგტონი თავისი ძმაკაცებითურთ და შემდეგ ნაშობი ბიტნიკების, აწ უკვე ვადაგასული პოეზია:)) არა ოთო, ასე ხდება, როცა ბიტნიკები მიეწეპებიან ადამიანს, ტაკეში კიტანოს გაღუნული ფეხების მზემა:))
ო, ეს ჰარლემი, ელინგტონი თავისი ძმაკაცებითურთ და შემდეგ ნაშობი ბიტნიკების, აწ უკვე ვადაგასული პოეზია:))
12. ასე ხდება ბიტნიკებს რომ მიეწეპება ადამიანი.. იყო რაღაც მომენტები
ლექსი არ მომეწონა : ) ასე ხდება ბიტნიკებს რომ მიეწეპება ადამიანი.. იყო რაღაც მომენტები
ლექსი არ მომეწონა : )
11. ლექსმა ჩამოგართვა ლექსმა ჩამოგართვა
10. ჩემი კომენტარის მერე ასეთი კომენტარი :| და საერთოდ ამ ლექსზე როგორ შეიძლება ასეთი მშრალი კომენტარის დატოვება :X იოანე. 2012-02-16 16:28:57
იქნებ, მაგრამ მე ასე ჩავთვალე საჭიროდ! ეს უფლება ჩემთვის არავის ჩამოურთმევია! ჩემი კომენტარის მერე ასეთი კომენტარი :| და საერთოდ ამ ლექსზე როგორ შეიძლება ასეთი მშრალი კომენტარის დატოვება :X იოანე. 2012-02-16 16:28:57
იქნებ, მაგრამ მე ასე ჩავთვალე საჭიროდ! ეს უფლება ჩემთვის არავის ჩამოურთმევია!
9. ჩემი კომენტარის მერე ასეთი კომენტარი :| და საერთოდ ამ ლექსზე როგორ შეიძლება ასეთი მშრალი კომენტარის დატოვება :X
ჩემი კომენტარის მერე ასეთი კომენტარი :| და საერთოდ ამ ლექსზე როგორ შეიძლება ასეთი მშრალი კომენტარის დატოვება :X
7. წელშიმოხრილებს სადაც დაყავთ თავისი ღმერთი, ზურგზე ტვირთივით და სადაც მხოლოდ იატაკქვეშა ალკოჰოლს სვამენ...
წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ,
და მერე ვთვალოთ ნაქირავები ოთახების სახურავებზე ჩამომსხდარი ანგელოზები, დახეული ტვიდის ფრთებით და ლანჩამძვრალი ფეხსაცმელებით.
ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს და როცა ღამე ჩაისუნთქავს, ჩვენს შავ ანფასებს და როცა მიწა, აიწყვიტავს ცისკენ მთვრალ ქუჩებს,
რა მაგარია, რა ძლიერია, რა ზუსტად არის ნათქვამი ყველაფერი, ისეთი ლექსია საკუთარ თავს თუ როდესმე აცდი რომ გაპოვნინებს, ამ ლექსზე მეტად ამ პორტალზეც და საერთოდაც რომელიმე ლექსი მომწონებოდა არ მახსოვს, მსგავსად მომწონს მხოლოდ "წერილი იდუმალ დედას" "ქმრების საკითხავი" და ერთი ორი. აღფრთოვანებული ვარ მეტად.
წელშიმოხრილებს სადაც დაყავთ თავისი ღმერთი, ზურგზე ტვირთივით და სადაც მხოლოდ იატაკქვეშა ალკოჰოლს სვამენ...
წარმოვიდგინოთ რომ ხიდის ქვეშ ჩვენ ვართ თევზები და ერთმანეთის აცრემლებულ თვალებში ვყვინთავთ,
და მერე ვთვალოთ ნაქირავები ოთახების სახურავებზე ჩამომსხდარი ანგელოზები, დახეული ტვიდის ფრთებით და ლანჩამძვრალი ფეხსაცმელებით.
ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს და როცა ღამე ჩაისუნთქავს, ჩვენს შავ ანფასებს და როცა მიწა, აიწყვიტავს ცისკენ მთვრალ ქუჩებს,
რა მაგარია, რა ძლიერია, რა ზუსტად არის ნათქვამი ყველაფერი, ისეთი ლექსია საკუთარ თავს თუ როდესმე აცდი რომ გაპოვნინებს, ამ ლექსზე მეტად ამ პორტალზეც და საერთოდაც რომელიმე ლექსი მომწონებოდა არ მახსოვს, მსგავსად მომწონს მხოლოდ "წერილი იდუმალ დედას" "ქმრების საკითხავი" და ერთი ორი. აღფრთოვანებული ვარ მეტად.
5. ეს დილით წავიკითხე და კი მაგარია!!!
პროსტო სუბიექტურად სიტყვა "კუნაპეტი" არ მევასება :)))
5! ეს დილით წავიკითხე და კი მაგარია!!!
პროსტო სუბიექტურად სიტყვა "კუნაპეტი" არ მევასება :)))
5!
4. ვაჰ, მმაგარია. მოაქვს რა...
ვაჰ, მმაგარია. მოაქვს რა...
3. ბექამ დამასწრო მაინც ყველაზე ზუსტი და ძლიერი დეტალის ხსენება! :) ნიუ-ჯერსი კი სხვა შტატებს შორის მაინც გამოირჩევა ორიგინალობით! [:-bd] ბექამ დამასწრო მაინც ყველაზე ზუსტი და ძლიერი დეტალის ხსენება! :) ნიუ-ჯერსი კი სხვა შტატებს შორის მაინც გამოირჩევა ორიგინალობით! [:-bd]
2. რამდენი ხანია ესეთი "გემრიელი" რაღაც არ წამიკითხავს აქ... რამდენი ხანია ესეთი "გემრიელი" რაღაც არ წამიკითხავს აქ...
1. "ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს"
საღოლ გითხარი!
მეუასები!
რა საკაიფო ლექსია! "ბოლო ღერიდან გამოვუშვებთ ავია-ნაფაზს"
საღოლ გითხარი!
მეუასები!
რა საკაიფო ლექსია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|