ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2012


ფრაგმენტები მანიაკების ცხოვრებიდან(წინები ერთად და ცოტაც მიმატებული. გასაგრძელებელი )

არა მგონია    არსებობდეს    ზუსტი  სტატისტიკური მონაცემები , საქართველოში  მობინადრე    მანიაკთა    რაოდენობის  შესახებ.  ყოველი შემთხვევისთვის,  მე  ასე  ვფიქრობ ,    ან რაში მჭირდება  სტატისტიკა .
    ბოლო  ამბებმა და  ამ ამბების ანალიზმა დამარწმუნა; ყველა ქართველი მანიაკია    და ქართველი მანიაკი  ორგზის მანიაკია .      სწორედ  ამიტომაც აღარ არის საჭირო აღარანაირი  ზუსტი  სტატისტიკა,    გადათვალე    საქართველოს მოსახლეობა, ჩათვალე, რომ მათგან 70% ქართველია და მიიღებ ქართველების რიცხვს,  რომელიც დაემთხვევა  ქართველ მანიაკების რიცხვს. ამის  შემდეგ  ,  დასათვლელია მანიაკები საქართველოში მცხოვრებ    სხვა ერებში.    ძნელი დასაჯერებელია , მათ შორის მანიაკები არ იყვნენ.      ყველას კარგად მოგვეხსენება ,    რამხელა , ენით  უთქნელი სიბრძნეა  ქართულ ანდაზებში, ჰოდა თუ გავიხსენებთ , ერთ ასეთ სიბრძნეს  ერთად დაბმული ხარების    შესახებ და შესაბამის დასკვნებსაც    გამოვიტანთ გამოგვივა ,  რომ ამ  ზნედაფერშეცვლილ  ხარებთან ერთად, საქართველოში დღეს დაახლოებიტ 85 %  "მოსიარულე"  მანიაკია, ის  დარჩენილი 15 პროცენტი კი  ფლუქტუაციაა,  რომელსაც შანსი აქვს შემცირდეს.( რიცხობრივად კი  , გინდაც მაგრად შეგეშინდეთ მაინც ვიტყვი , რომ ყოველ 10 ადამიანში არასრული 9 , ანუ 8,5 მანიაკია.)  ფლუქტუაციის განმარტებას ქვემოთ წვრილი შრიფტით დავწერ. 
  ცრუპენტელობა რომ არ დამაბრალოთ, გეტყვით, რომ მაგ  კაცისგან , უკადრის  საქციელში არასდროს შემჩნეული არ ვყოფილვარ და    ამიტომ ,      მოგიყვებით ამბავს , რომელიც  ჩემს მეგობარს გადახდა თავს და რომელი  ამბავის    გაგრძელებაში  , განგებამ    ინება რომ  თავად მიმეღო  მონაწილეობა.    ამ ყველაფრის მოსმენისა    და წაკითხვის  შემდეგ  თუ მაინც  იმ აზრზე დარჩებით, რომ ეს ყველაფერი ცრუპენტელობაა,  რაღას ვიზამ , ვივლი    დარჩენილი ცხოვრება ამ დაუმსახურებელი ტიტულით  შემკული.
    ქართველნი რომ  ზემოტნახსენებ  სენით შეპყრობილი იყვნენ ამის,ეჭვი მანამდეც მქონდა , (დამერწმუნებით ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს მსგავსი ეჭვი უნდა ჰქონდეს)  რადგან    მცირეოდენი    დაკვირვება  აქ მიმდინარე პროცესებზე და მასში მონაწილე ადამიანების  ქცევაზე ,    ამის შემდეგ    ოდნავ  ტვინის დაძაბვა და    დასკვნების გამოტანა, აუცილებლად მიგიყვანთ იმ აღმოჩენამდე,(თუკი ,  ისედაც  ჩემს აზრს არ იზიარებთ)  რომლამდეც მე მივიდე.  მეც ამ დაკვირვებებმა და ანალიზმა მიმიყვანა , გამიჩინა ეჭვი.  დაკვირვებებს  კი  მოწყენილობის გასაფანტავად  ვაწარმოებდი, არაფერი პროფესიული და პირადი არ ყოფილა, არანაირი აღმოჩენებისთვის არ ვემზადებოდი, ეს ყველაფერი (როგორც დიდ აღმოჩენათა  უმრავლესობა) თავისთავად  მოხდა.  ჩემი მეგობრის მანიაკობაში კი ,მაშინ დავრწმუნდი  როცა    ზემოთ  მოხსენიებული  ამბავი    მომიყვა  თავისთვის ძვირფას ადამიანზე და დამიმტკიცა, რომ ის ძვირფასი ადამიანი  მანიაკი იყო.    თხრობის  ბოლოს ,  კი  მე  იმას მივხვდი    და  გავაცნობიერე , რომ ეს ჩემი მეგობარიც ერთი იმათგანი "სნეული ქართველი" იყო.
      თუმცა  ვის მანიაკობაშიც მარწმუნებდა ,  იმაშიც  100% დავეთანხმე.
      მის მიერ  მოთხრობილი ამბავის მოსმენის შემდეგ  კი გავაკეთე  რამდენიმე აღმოჩენა , ერთი ზოგადი----ქართველთა მანიაკობის შესახებ და ერთი კერძო, ჩემი მეგობრის ამ კასტის(მანიაკების)  წევრობისა.    და კიდევ  ერთი , რადგან ეჭვი არ მეპარება , რომ (100%-ით)  ქართველი ვარ,  ამიტომ  დარწმუნებით    შეიძლება ითქვას,  რომ მეც    მანიაკი ვარ(ფარული)  და ეს როდისმე გამჟღავნდება, აბა შუბი  ხალთაში რამდენხანს დაიმალება? ამიტომაც არავის განვსჯი  და მეც თავს დამანებებენ.
      ზაფხული იყო 2 ივლისი, (დიდი აღმოჩენების  თარიღები,    უნდა დარჩეთ შთამომავლობას)    შაბათი დღე იყო,  არც სამუშაოზე ვიყავი წასასვლელი და რომც ვყოფილიყავი არ წავიდოდი, ცხელოდა აუტანლად. დილით კოკისპირული წვიმის შემდეგ, უცებ დააჭირა მზემ და ნესტი და ხვატი  სუნთქვის საშუალებას არ იძლეოდა, სავარძელი მქონდა გატანილი აივანზე, ჩრდილიან მხარეს და რადგან სახლში მარტო ვიყავი,  ვიჯექი  ნიფხვის ამარა, თვალმილული  და ფიქრიც მეზარებოდა, ეგრე  ვიქნებოდი პატიოსნად საღამომდე, მზეს მიფიცხებული ხვლიკივით , ტელეფონის ზარს რომ არ გამოვეყვანე მოთმინებიდან, არ ვიღებდი, მაგრამ იქითა მხარეს ეტყობოდა ჩემზე მაგარი და დაუზარელი იჯდა.    ითიშებოდა, ახლიდან რეკავდა , სხვა გზა არ იყო  ვუპასუხე.  კახა იყო, ჩემი  ბავშვობის  მეგობარი, ( თუმცა ვფიქრობ ეს ტერმინი არასწორია რას ნიშნავს ბავშვობის მეგობარი?  იმას ვინც    ბავშვობას ემეგობრება, სწორია ბავშვობიდან მეგობარი, რამენაირად უნდა დავამკვიდროთ ჭეშმარიტი ფორმა, იმ აზრის გამოსახატად რასაც ვდებთ  სიტყვებში  "ბავშვობის მეგობარი", ამიტომ დღეიდან  ყველგან    ვთქვათ; ბავშვობიდან  მეგობარი. )    ხრინწიან, დასიცხულსევდიანი ხმით შემეკითხა; რას შვრებიო, ხმაზე ეტყობოდა არანაირი იმედი არ ჰქონდა, რომ რამე კარგ ვეტყოდი    და მის მარტოობას  და მოწყენილობას    ცივ ლუდს, ან წყალს მაინც გადავასხამდი ,  რეკავდა ისე უბრალოდ ,    სიკვდილმისჯილი რომ დარეკავდა და ზოგადად მიმართავდა კაცობრიობას , ადამიანებო თქვენ მე მიყვარდითო , იმ იმედით რომ კაცობრიობას შერცხვებოდა. 
      მე არ შემრცხვა , მაგრამ ვიფიქრე  მოდი დაწყობილ ფიქრებს ავუწეწავ და ვეტყვი  რომ ლუდზე ვპატიჟებ.  ლუდი მართლა მქონდა მაცივარში  ,  სრული  10  ბოთლი.  მეზობელ ვახტანგს მოვუგე წინა საღამოს ნარდში , 22 ბოთლი დავიდავბასეთი  ვთამაშობდით, ურცხვად მომდიოდა  კამათელი და "ფუფლოობას "  ამოტანა არჩია , რაც დალიეს  მაგან და მეორე მეზობელმა  ლევანამ  ეგ იყო და დანარჩენი  მაცივარში  იდო  , მე  თვითონ "ლუდი როგორც ასეთი" არ მიყვარს , მაგრამ ლუდი როგორც არაყთან  მისაყოლბელი  მევასება, ჰოდა ვუთხარი კახას;  ამოიტანე  ძმაო  კახაბერ, ორი ბოთლი  რამე ნორმალური არაყი , სულსა და ხორცსაც,  რომ მალამოდ და მტლედ დაედება ,  ლუდს მე დაგახვდრებ.  მისაყოლებელიო--მოიკითხა.  ეგ მქონდა,  რა მისაყოლებელი  ჩვენ გვჭირდებოდა  ზაფხულის ცხელ დღეს?  მე  ჩემდათავად  ხილი,  რომ იაფი ყოფილიყო, ხილზეც კარგად გადავიდოდი , მაგრამ ვაშლი 5 ლარი ღირდა, ამიტომ ცივი კიტრი, პამიდორი, ყველი და პური , ეს ის კვარტეტი იყო , ამ ზაფხულს მრავალთაგან სიყვარული და პატივისცემა რომ არ დააკლდებოდა.
  მოვიდა , ნახევარ საათში.    ბევრი დრო სჭირდებოდა  თუ რა?  ორი ასასრული კილომეტრი  აშორებდა  ჩვენ სახლებს ერთმანეთისგან და შესაბამისად ჩვენც ამ სახლების ბინადრებს..  მანქანა მაგ მანძილის  გავლას , ხუთიოდ წუთს ანდომებდა, სახე მოწყენილი და არაფრისმთქმელი ჰქონდა, ალბათ მეც ეგეთი,  სულ ცოტახნის წინ თავი ხვლიკი მეგონა, მზეს მიფიცხებული და აბას სად ყოფილა და ვის გაეგო , მზეს მიფიცხებული ხვლიკის სერიოზული სიფათი.

შემოვიდა.    ნიფხვის ამარა რომ დამინახა:
----რას გავხარ შე ჩემა ამ  მდურარე ზაფხულში' ეგრე რამ გაგასუქაო? 
----მომინდა ერთი გულიანად მეგინებინა და უკან გამებრუნებინა , მაგრამ მოასწრო და არაყი მომაჩეჩა ხელში  ,თან დაამატა----ცივია მაგრამ მაინც შედე მაცივარში---ჭკუა დამარიგა და პირდაპირ აივნისკენ წავიდა. საძინებლიდან სავარძელი გაიტანა  ჩემს სავარძელს  გვერდით  მიუდგა,  ჩაესვენა და მეორე ხვლიკის პოზაში გაირინდა. უმანკო და უაზრო სახე ჰქონდა , ეგეთ სახეებს  ხანდახან  ძალიან  ვერ ვიტან ,  იმ წუთში ზუსტად ის  "ხანდახან" მჭირდა , ავდექი და კისერზე მივადე თავისივე მოტანილი ცივი არაყი.
===მაგრა უბარავ რა , სარკეში მაინც ჩაიხედე , თმაც კი ვეღარ გიჩერდება თავზე--აგრძელებს ჩემს ჭკუის სწავლებას.
---- რავი  მეგონა  გესიამოვნებოდა.   
----რა უნდა მესიამოვნოს ? 
-----რატომ  არ უნდა გესიამოვნოს სიცხეში ცივის მოდება? გაგაგრილე  , მეტი რა გინდა?--- არ  დავიხიე უკან. 
------თუ ეგრე გინდა  ჩემი გაგრილება , ის ცივი ლუდი მომიტანე მაცივარში რომ გიდევს.
-----აღარ დავამადლე, მივუტანე  და ამით ფაქტიურად შევრიგდით. გავყურებთ ჰორიზონტს.  ის ჩუმად სვამს  ლუდს  , მეც ზრდილობის გამო პატარა ჭიქით დავიდგი ლუდი  და ჭიქის შესაბამისი  ყლუპებით ვსვამ.  ვცდილობ , დავამუღამო  ლუდის  კაიფი.  არ გამომდის.  დიდი  სისულელეა ლუდი, მარტო  არაყთანაა კარგი ან როცა იმდენი სითხე  გაქვს დაკარგული , როგორც მაშინ როცა პირველად დავლიე    ლუდი, ეგ  27 წლის ასაკში მოხდა.
------ მწვერვალიდან დაბრუნებულს  ბანაკში მითხრეს რომ ქვემოთ,  მარწყვისჭალაში ,ბიჭებმა  ჯიხვი მოკლეს და დაიბარეს თუ  დროულად დაბრუნდება , მწვადზე  ჩამოვიდესო.  მაგარი დაღლილი  ვიყავი,მაგრამ  არ დავიზარე და ის 1  კილომეტრიც გავიარე.  ზედ მდინარესთან  პატარა ქოხი(მონადირისა) იყო  აშენებული    და რადგან უკვე შებინდებისკენ იყო , შემოდგომის სუსხი კარგად იგრძნობოდა, ქოხში გაეშალათ სუფრა. შიგნით  შესულს პატივისცემის(მწვერვალიდან ახლად დაბრუნებულს) ნიშნად ლუდი მომაწოდეს, აღარ მითქვია  ლუდს  რომ  ვერ ვიტანდი. ამ სიმაღლეზე    რომ  ლუდის    შემოგთავაზებენ, როცა ყველა ზედმეტი კილოგრამი, ოფლისღვრითაა  ამოზიდული , და  მასზე  უარს  იტყვი  ვირი უნდა  იყო და  ხეპრე,  მეც  ვარჩიე  მადლობა მომეხადა და  დამელია. ბოლო ბოლო ხომ არ მომკლავდა , მოვიყუდე და მივხვდი რომ არასდროს არ მქონდა დალეული ასეთი გემრიელი სითხე,    იმდენად  მესიამოვნა,  რომ ერთიანად დავცალე, მაგრამ ეს იქ იყო მთაში  და მერე , როცა უკვე თბილისში ჩამოსულმა ვცადე იგივე კაიფის დაჭერა,  არ გამოვიდა, ლუდი ისეთივე საძაგელი მეჩვენა როგორც მანამდე. 
      ამასაბაში ამ ჩემმა ბავშვობიდან მეგობარმა,  ერთი ბოთლი რომ დალია, ეტყობა მადა გაეხსნა  და შემომთავაზა;
----მიდი  მეორე ბოთლიც  მოიტანე,  ბარემ არაყი  და რამე საჭმელიც  გამოაყოლე, გეუბნები  არ იქნება ურიგო,        ვისხდეთ  აივანზე და აქვე  დავლიოთ.
-----ავუხსენი სადაც იყო სამზარეულო და შევთავაზე იგივე    თვითონ გაეკეტებინა.
----- ამომხედა თვალებით სადაც ნათლად ეწერა რასაც ფიქრობდა ჩემზე, მე არ შევიმჩნიე თვალებში კითხვა რომ ვიცოდი,  ურცხვად გავუღიმე.  უხმოდ გავიდა და ცოტახანში სკამი გამოიტანა  და იმ სკამზე გაშალა სუფრა, არაყი და ლუდი იატაკზე დააწყო,  ყველი, პური და ერთი კიტრი და პამიდორი თეფშით, მაგიდად ქცეულ სკამზე,ცოტ-ცოტა ჩამოასხა  არყის  ჭიქებში , გაგვიმარჯოსო მითხრა და დალია , მეც დავლიე , მერე ცოტახნით  გავირინდეთ.
-----ნანამ დამირეკა გუშინ , მითხრა  მისტიურობა  შეპარული ხმით,
----მერე?
----არც არაფერი , კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მაგრა სწორედ მოვიქეცი , აზრზე არ ხარ რა კარგად ვარ .
----რაზე ამბობ მაგას?
----შენ რა არ იცი რომ დავშორდით?
----ეგ რა ტქმა უნდა ვიცოდი , მაგრამ ეს  იმდენჯერ ხდებოდა და ეს სიტყვებიც იმდენჯერ მქონდა მოსმენილი რომ  არც  მიმიქცევია ყურადღება,  როცა    სამი კვირის წინ  ტელეფონზე    მიტხრა :"წავიდა სახლიდან მაგის დედა ვატირეო და ამოვისუნთქეო"
---- წელიწადში ერთხელ  მაინც, ასე ამოსუნთქული დადიოდა. ერთ თვემდე  გრძელდებოდა ასე , მერე ჩასუნთქვა უნდებოდა და მომავალ ამოსუნთქვამდე მშვენივრად გძრძნობდა თავს, ამიტომაც ვუთხარი----ეგ  კი ვიცი, მაგრამ შერიგებას როდისღა  აპირებ  ის თუ იცი?
-----გამორიცხულია, როდისმე ხომ უნდა დამთავრებულიყო და ეგ დროც დადგა, აღარ შემიძლია , მორჩა,  გაიგე?
----კი ბატონო გავიგე .
----ხოდა გუშინ დამირეკა,
-----მერე რა უნდოდა ?
-----მთაწმინდაზეა  ,  ერთოთახიანი  რომ გვქონდა ,ხომ გახსოვს ის ბინა?
----როგორ არ მემახსოვრებოდა ,  მშვენიერ  ბასტი ბუბუებს ვაწყობდით ნანას არ ყოფნაში ხოლმე ,  მართლა კარგი ბინა  იყო,  ქვემოთ ერთი  დიდი ოთახითა  და ანტრესოლში  მოწყობილი საძილეთი. გული დამწყდა, რავი როდისღა  მიგვესვლებოდა იქ.
----გაგიჟდები რომ  გაიგო რაც მითხრა,
----თუ არ მეტყვი და მაგით გამაგიჟებ---- ცნობისმოყვარეობა მკლავდა.
----არა,  გეტყვი , მაგრამ მაშინ თავიდან უნდა დავიწყო,
-----დაიწყე მერე ვინ გიშლის შე ოხერო, აჰა ჩემი ორივე ყური სრულ მზადყოფნაშია,რომ ბოლომდე  და გულისყურით მოგისმინოს , მიდი ჰა.
მაშინ ჯერ მოდი ერთიც დავლოიოთ, ჩამოასხა.
----ქალების დედაც და დალია,
-----თუ ძმა ხარ. მე ეგრე არ დავლევ.
----რატოო?
----მე, დედაშენს და დედაჩემს ვერ შევაგინებ.
----მერე ვინ აგინებს?
----აბა , ეხლა რა დალიე?
-----დედაჩვენები ქალები არ არიან.
-----აბა კაცები არიან?
------ კაცები არა, ეგენი დედები არიან , იმართლა თავი, კაი ნუ გამიტრაკე ხომ მიხვდი რაც ვტქვი , გამიღიმა.  აჰა ბატონო  ძალიან დებილებისთვის გავშიფრავ და ვიტყვი ცოლების დედაც,  შენ ხომ არ გაგიტყდებაო , შემომხედა, შეტქმულივით გავუღიმე,  ჯერ არ მქონდა ნათქვამი , რომ მეც  თავისუფლად  ამოსუნქთვის  პერიოდი  დამდგომოდა. .
----მოკლედ მისმინე  ყურადღებით, შენი აზრი მაინტერესებს.
----ბოლო  ჩხუბის    შემდეგ,(ოღონდ არ შემეკითხო რაზე, მაინც არ მახსოვს)  დამპირდა რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და საერთოდაც უკვირდა ჩემნაირ კრეტინთან ამდენი ხანი როგორ გაძლო, ტელეფონი აიღო და ჩემს თანდასწრებით და თავის ყველაზე , უტვინო  და ჭორიკანა  დაქალებს გადაურეკა და უთხრა რომ  მორჩა, სახლიდან მიდის და ამ კრეტინთან(ეს მე ვიყავი) დამბრუნებელი აღარ იყო, გავაფრთხილე, რომ ნუ მოსდებდა ამ ამბავს მთელ ქვეყანას,  თორემ სანანებელი გაუხდებოდა მერე , მაგრამ არ დამიჯერა, ერთი სიტყვით მირეკავს გუშინ და მთხოვს რომ სახლში ავაკითხო, რა გინდა ?--- უხეშად ვუთხარი , 9 საათი იქნებოდა, ცოტა მირტყმული მქონდა. წამოწოლი ვიყავი და თავისუფლებით ვტკბებოდი, არსად არ მინდოდა გასვლა.
-----არაფერი ,უბრალოდ გთხოვ ამოხვიდე. 
-----შენ კრეტინ დაქალებს დაურეკე და იმათ ამოგაკითხონ ---
  ----ტირილივივით გაურია ხმაში და შემარცხვინა , "რაი იყო ბიჭო ბოლო-ბოლო 20 წელი შენი ცოლი ვიყავი და ერთი თხოვნა, რომ შემისრულო რა იქნებაო, ხმაზე  შევატყვე  ცოტა  დალეულიც იყო და
"რა იყო სასმელი დაგაკლდა და ამოგიტანო?-შევეკითხე
  --აი , ეგეტი დებილი რომ ხარ მაგიტომ აღარ მინდა  შენთან ყოფნა!
===აღარ გინდა  და დაახვიე- მეტქი და ტელეფონი დავუკიდე, ცოტახანში ისევ გადმომირეკა , მაგრამ სანამ ვუპასუხე გათიშა.  აღარ დარეკა, შემრცხვა----- იქნებ რა სჭირდება, მართლა კაცი ვარ თუ "პრობკა"---გავიფიქრე  და  მე თვითონ  გადავურეკე, ---------მითხარი რა გინდა    , რა გჭირდება მართლა ხომ არ გინდა რამე ამოგიტანო?
----- არაფერი არ მინდა,  მხოლოდ  ესენი მომაშორე  აქედანო.
------ აი მანდ კი ავიჭერი , ვინ უნდა მოგაშორო მეტქი ? ამოდი და ნახავ, სასწრაფოდ ჩავიცვი და და სულ ფართხა ფურტხით ავარდი მანქანით. ხომ წარმოგიდგენია მანქანით ფართხა-ფურტხი რა იდიოტობაა, ჰოდა გზაში , კინაღამ ხეს შევეჯახე და არსენაზე რომ ტოლიკა ცხოვრობს ისიც კინაღამ მივაჭყლიტე.  მანქანა გავაჩერე და მეორე სართულზე სირბილით ავედი.

    ზემოთ ასულმა გადავწყვიტე,  გასაღებით გამეღო კარი და მოულოდნელად შევსულიყავი სახლში, მაგრამ გამახსენდა,  გასაღები  მაშინ ჩამომართვეს,  როცა დამემშვიდობნენ, რას  ვიზამდი-დავაბრახუნე. მობრძანდით კარი ღიააო, მაგარი "სტრაშნი" სიფათით შევედი.  სახე ისეთი მივიღე ნორმალურ ადამიანს ნამდვილად უნდა შეშინებოდა .  შესვლა ეფექტური, ხუთქულიანი გდებასავით გამომივიდა, აი , რომ შეგიძლია დაიძახო: "არ მელოდით თქვენი დედაცო"--აშკარად ეტყობოდათ არ მელოდნენ-მაგათი დედაც.
    უშნოდ აიწურნენ ხმა ჩაუვარდათ, და აბა თუ მიხვდები ვინ იყვნენ?
    რავი აზრზე არა ვარ, ვინ იყვნენ?
    ვინ და ხუების მთელი "სასტავი" დამხვდა და ის ვერ აცდენილი გოგო რომაა, ნანას კლასელი, ლიზი , ხო გახსოვს?
    ლიზი?
    ჰო ლიზი , რაღაც  გქონდა  შური მურის ამბავი,  ხო ეგრეა?
    არამარას  აზრი არ ჰქონდა. ჰო, ცოტა რაღაცა გვქონდა , მაგრამ ეგ იმდენი ხნის წინ იყო... შენ ის მითხარი  ის ხუები ვინ იყვნენ? 
    ვაა , გაგიჟდები , ზოგი რა ნაგლია, ან ერთად საიდან შეიყარნენ... გეტყვი, ამ შტერი ჩემი ცოლის , უფრო სწორედ ყოფილი ცოლის(აქ გამეღიმა ,მაგრამ არ შევიმჩნიე) ძველი "პაკლონიკები".  აზრზე ხარ ერთად მოქუჩებულები,არა კი აკლდა ვიღაცეები.  მაგრამ მაინც საკმარისები.      გიენებივით    არიან  ეს შობელძაღლები , ლომის ნასუფრალზე რომ მოუნდებათ , გაძღომა  მაგათი დედა "გავაისნე", მოკლედ სხედან, აუღიათ  არაყი, შამპანურები ,  თვითონ არაყს ურტყამენ და გოგოები შამპანურზე ყავთ.
    რას ავღნიშნავთ-მეთქი ჩემო კეტილო ხალხო,  რაც შეიძლებოდა ირონიულად ვიკითხე, ნუ  მანამდე    მივესალმე ამ ჩათლახებს.  არადა ერთი სული მაქვს ,ცხვირპირი დავუნაყო.
      მოგერეოდნენ-ვაგიჟებ მე, 
      ჩემს  ფეხებს მომერეოდნენ ბიჭო--აიჭრა უცებ.  ვინ უნდა მომრეოდა მაგათ  თავის დროზეც ვახრამუნებდი  და ეხლა ხო "ვაბშე" ...
    კაი, ხო, გეხუმრე,რა გჭირს-ვაწყნარებ.  მითხარი ვინ იყვნენ.
    სანდრო    ყავდა მაგას  კლასელი, მაგარი "მოზგი" იყო , მატემატიკოსი თუ რაღაც ეგეთი მერე    ამ  არეულობის დროს ამერიკაში წავიდა,  აბა აქ რა ჩემი ფეხები ენდომებოდა,    იქ  მაგარი მეცნიერი და რამე გაიჩითა, ეგ ჩამობრძანებულა    და აი მაგ ამბავს ავღნიშნავთ  მეგობრებიო.  აი , "უვერენივარ"  მაგ კრეტინს ჩვენი ჩხუბის ამბავს გააგებინებდა  ვიღაცა და იმიტომ ჩამოვიდოდა.(გამეცინა)  კიდე ბექა იყო, კაი იდიოტია  ეგეც , იცი შენ რამდენიმეჯერ უბანში გაგვჩითვია ,
      ეგ რომელი 1 სკოლელი რო იყო? ბესიკის ქუჩაზე რო ცხოვრობდა?
      ხო ეგა. ისევ მანდ ცხოვრობს.
      მაგასაც ევასებოდა ნანა?
      ევასებოდა კი არა უყვარდა და კიდევ უყვარს მაგ ხუს  და თაიგულის მესამე წევრი დიმიტრა, რო ვერ გაიგებ ძველი ბიჭია, მღვდელია . ბერია თუ რა ჩემი ფეხებია.
      აზრზე ხარ რა  "სასტავია", არა გეუბნენი რა მაგათი დედა ვატირე  , ამდენი ხნის მანძილზე რომ  ქალი გეყვარება, თან  სხვისი  ცოლი  და ხარ გატრუნული  მომენტს უცდი,  აზრზე ხარ , ბიჭო ერთი ხუ ამერიკიდან ჩამოვიდა...
      ვაა , ძმაო სიყვარულმა ეგრე იცის, მეც ჩავერთე
      ეე, სიყვარული არა ვირის ფეხები...
      ატრაკებ ეხლა შენ,  რაღა გინდა , გაცილდი?  მოისვენე  ძმაო , თავის ცხოვრება აქვს იმ ქალს,       
    ბიჭო შენ ხო არ უბერავ, რა თავის ცხოვრება?  ჯერ Eრტი თვე არ არი რაც დავშორდი  და თუ მინდა არც დავშორდები , მაგ გიენებისა შიშით  საკუთარ ცოლს ვერ უნდა ვეჩხუბო?
    ჰო , არგუმენტები მაგარი გაქვს ძმაო, დავეთანხმე მე, მაგრამ ხომ ხედავ  მტერს არ ძინავს .  ხვდება ვეკაიფები. 
      მოგდებ ეხლა----მემუქრება
      კაი , კაი    მაპატიე. მერე,  მერე რა მოხდა  გაგაგრძელე .
      მოკლედ შევედი და დავჯექი მაგიდასთან,    ნუ  ისეთ  პონტში, რომ მიხვდნენ ,  სადმე კი არა ჩემთან არიან და თუ საჭიროდ ჩავთვლი აქედანაც მივაბრძანებ. ერთი ორი ჭიქა რომ დავლიე , თან  ისედაც მანამდე მირტყმული მქონდა , დავფიქრდი , სიტუაციის უაზრობაზე, აზრზე ხარ?  ვზივარ , გვერდზე მიზის  ჩემი ყოფილი ცოლის სამი  "პაკლონიკი" და ერთი ვერ აცდენილი გოგო და ვუბერავთ რა.  მეცინება გულში და თან ვილოცები ღმერთო არ გამაფრენინო,    შენ  ხომ იცი ვერა ვარ ჯანზე.
  ვარ წყნარად. ვიცინი და შეიძლება უცებ გავრეკო და ვდრუზო ბოთლი თავში, მიდი და არკვიე მერე პოლიციაში საქმეები. გეტყვიან დათვერი მოქალაქევ  და  ხუ N-ს  თავი გაუჩეჩქვე  და დავაი ეხლა ციხეში,  უნდა გამოგასწოროთო, არადა არცერთი ეს ჩათლახი წინააღმდეგი არ იქნება  მაგ ამბის, ამიტომ გადავწყვიტეე წყნარად ვიყო. თუ გაბერტყვაა ,  არ ჯობია  სადმე მარტო და ცალცალკე "მივტისკო" ესენი? . მოკლედ სიბრაზეს,  სიანცე ვარჩიე.    წარმოვიდგინე რომ ბრძენი მეფე ვარ , ეს ჩემი ცოლი კიდევ    მეფის ასული ,  თან  უკვე რომ გასათხვოვებლად  მზადაა, წამოიზარდა. 
მეფის ასულებს კიდე,  როგორ ათხოვებენ აზრეეს?
    რას მიქარავ  შეჩემა , მართლა გააკეთე ეგ?
    "ჩჰტობ ია ვზდოხ?"--და გამიცინა. მოკლედ  ვეუბნები , ჩემო შორი გზიდან მოსულო სტუმრებო, გულით რაინდებო და შესახედავად რავი  როგორებიცა ხართ- მეთქი, გავიგე  გოგოს ხელის სათხოვნელად მოსულხართ  , ამოტოლა გზა გამოგივლიათ, მზადა ხართ გამოცდებისთვის მეთქი. 
      დაწყნარდი, რეებს იძახი სულ გაგიჟდი? --მეუბნება ნანა.    რა რეებს ვიძახი? ყველაფერს თავისი წესი აქვს, ეგრე სადააა, ჯერ მომიყვენ რასა ჰფლობენ , ვინ არიან , რა  რჯულისები , რა ხალხისები , მერე მე ვიფიქრებ, გამოცდებს მოვუწყობ, აბა ეგრე სადაა , ვინმე ბრიყვს კი არ გავატან შენ თავს,    მხოლოდ  ღირსეულს-მეთქი. და    სანდროს მივუბრინდი; აბა რაინდო ალექსანდრე , მოყევი ვინ ხარ , რას აკეტებ და რას ჰპირდები გულის გარდა , ჩემს ასულს მეტქი? 
  მოიცა , მოიცა შეჩერდი-ვაჩერებ .  მოიცა გავრეკავ ეხლა, ეგ რამ მოგაფიქრა , მოიცა ერთი ჭიქა თუ არ დავლიე გავრეკავ-ვამბობ და არაყს ჭიქებში ვასხამ.
                                       
ბიჭო იცი რა მაგიჟებს?-ვეუბნები
შენ რაღა გაგიჯება გინდა, მაგრამ მაგის იქით რა გაგიჟებს, ეგ მაინტერესებს.
სარკეში ჩაგიხედია?
მერე?
მერე იცი რამდენი წლის ხარ?
წარმოდგენა არ მაქვს.
მაგაშია საქმე , ძმაო , შენ თუ არ იცი მე გეტყვი, ამ ქვეყნად შენი არსებობა , უკვე 43 წელიწადია გრძელდება.
მაგით რისი თქმა გინდა?
რისი და ეგეთი შტერი რომ დარჩი , როგორიც პირველ კლასში იყავი, ეგ მიკვირს და მაგიტომ მიყვარხარ.
სიყვარულს მიხსნი?
ჰო გარედან რო შეხედავ ეგრე სჩანს.  ჰოდა ჩვენ ძმობას და სიყვარულს  გაუმარჯოს. და „დავაი“  მიდი გააგრძელე მომიყევი ერთი რა გითხრეს ბრძენ მეფეს, ბრიყვმა რაინდებმა.
გაგვიმარჯოს . გადაჰკრა  იმანაც  და გააგრძელა.
მოკლედ ხო გახსოვს პირველად  სანდროს მივმართე, ხო წარმოგიდგენია , რა დღეში ჩავარდებოდა, ამ შტერ ლიზის,  სიცილი  აუტყდა.---ვეუბნები მხევალო  ლიზი, სანამ მკაცრი და სამართლიანი მეფის რისხვა დაგტყდომია თავს, დაწყნარდი და კუთხეში მიმჯდარი გაისუსე, თორემ შოლტითა გცემ-მეთქი.
  ეტყობა , მშოლტავის ავი  და გოროზი სახე  მქონდა,  შეშინდა  მართლა კუთხეში  მიჯდა და ხმა აღარ ამოუღია.  აბა,    დასავლეთის ქვეყნიდან მოსულო რაინდო  მოგვიყევი; ჯერ შენს ქვეყანაზე სთქვი რამე, მერე შენს ადგილზე იმ ქვეყანაში და შენი გმირობისა და რაინდობის ამბავიც მოგვიყევი.
  ლოგიკურად , ამ ამბავს ორი გაგრძელება  შეიძლება ჰქონოდა , ან უნდა ამდგარიყო და ეთქვა , შენ ხომ არ უბერავო, მეორე ამყოლოდა და გმირობების ამბავი დაეწყო, პირველის ტრაკი არა ჰქონდა, რაც ნაღდად კარგი იყო,  მეორე გზა აირჩია.  დაიწყო;
                      სანდროს  მოთხრობილი    ამბავი
დიდო მეფეო, აქ ჩემი მოსვლა, ეტყობა უფლის ნება იყო,
კი , კი ეგრე იქნება---დავეთანხმე.
მამაჩემი, სრულიად სახელოვანი და ზნეკეთილი ანზორი. ჩვენს ქვეყანაში, ფრიად დაფასებული და პატივცემული კაცია,  70 წლამდე მოიყარა, მაგრამ  ვერავინ იტყვის რომ თუგინდ ერთხელ რამე შეშლოდეს  მეფისა და ქვეყნის წინაშე, თავი არ დაუზიგავს, მომხვდურს  და დუშმანს ხმლითა ხვდებოდა და მოყვარესთვის  კიდევ ღვინო არ ენანებოდა.   
თასებით  აწვდიდა ?-ჩავერთე მე.                                     
რაა?--ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი.
რას ერჩი ქართლის დედასავით ყოფილა  ძმაო  მამაშენი.
სიფატი დაეჯღანა მაგრამ მაინც გააგრძელა. დაბადებიდან 30 წელი რომ  მოიყარა , ცოლად დედაჩემო მოუყვანია, უაღრესად პატიოსანი და ავ თვალ  არშესახედი მანდილოსანი.  დიდხანს არ უჩნდებოდათ შვილი და და ქორწინებიდან მე-5 წელს , თელეთის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეწირულმა ხატმა , თავისი ჰქნა და უფლის ნებითა და მამაჩემ ანზორის მცდელობით კეთილი მოიღო და ჩავისახე, მონა ღვითისა და მსახური ქვეყნისა, ალექსანდრე.  ჩასახვიდან მე-9 თვეს გავჩენილვარ, მზიანი და თბილი ამინდი მდგარა  ქვეყანასა ზედა , არც მეხი გავარდნილა და არც  ვარსვლვლავი ჩამოვადნილა არსად.
თოფის სროლა უნდოდა მამაჩემს, ნანატრი ვაჟი გავუჩნდი, მაგრამ  გაუფორმებელი ჰქონია და შეშინებია , მოკლედ ასე ჩუმად და Uუშფოთველად მოვევლინე ქვეყანას.
ვაა, ეგეც კარგად აგყოლია.(კახა)
ხო, არადა  ყოველთვის იდიოტი მეგონა.(მე)
7 წლისა სკოლაში მიმიყვანეს, არაფრით გამორჩეული ბალღი ვყოფილვარ, ჩვეულებრივად ვსწავლობდი, გადავდიოდი კლასიდან კლასში,  ერთი ეგ იყო მატემატიკა მიყვარდა და მაგ საგანში ხუთები მყავდა , მასწავლებელი ამბობდა 5-ზე მეტი გეკუთვნის, ისე კარგად გესმის საგანიო.  უღტიერთობაში ,ჩხუბსა და შარს ვერიდებოდი ვცდილობდი სიტყვა და საქციელი  კარგად აწონილი და გააზრებული მქონოდა რომ ვინმე არ გამეღიზიანებონა და ჩხუბის და ჩემი გალახვის სურვილი არ გამეღვიძებინა ვინმესტვის, ზაფხულს უმეტესად სოფელში  ვატარებდი, იქ ბიძაჩემი ცხოვრობდა , მამაცემის ძმა , დიდებული კაცი მოყვარული მოყვასის, მშრომელი დაუზარელი და მომლხენი ზომიერი, კი მინდა ვთქვა რომ ცხენზე ჯირითი , ხმლის ქნევა და ისრის ტყორცნა ბიჩაჩემმა მასწავლა მეტქი , მაგრამ არ იყო ეგრე და ვერ ვიტყვი ტყუილს , არცერტი ზემოთდასახელებულ  გასართობთაგანი არ  მიყვარდა, მერცია წიგნი მეკითხა ვარსვკვლავებისთვის  მეყურებინა, მეფიქრა დროის და სივრცის ურთიერთკავშირზე, იმ ფომულებზე რომლებიც ამ კავშირს ასახავდნენ.  Aასეთმა ფიქრებმა ბოლოს ის შედეგი გამოიღო რომ, სკოლადამთვარებული  უმაღლეს სასწავლებელში, ფიზიკა მატემატიკას დავეწაფე. Mმაგრამ , ცუდი დრო ედგა ჩემს ქვეყანას , სისხლის სუნი ტრიალებდა ჰაერში, აღარავის ეცალა მატემატიკისთვის და სწავლისთვის, ჰოდა მანდ არმოვჩნდი გზისგასაყარზე 3  გზა მქონდა ან უნდა დავრცენილიყავი  და სისხლის სუნს მიჩვეულს სისხლის სმა მესწავლა  წარმატებულ ვამპირივით ან დამეხვია აქედან და სწავლა გამეგრძელებინა, ან მსხვერპლი გავხდარიყავი , და კარგ შემტხვევაში მესწავლა , ვინმე ისე დამეპურებინა ჩემი სისხლით რომ , სულმთლად სისხლისგან არ დავცლილიყავი.  Mმე-2 გზა ვარჩიე , ბედად ჩემი ლექტორი ფრიად  კარგი ადამიანი, და არაჩვეულებრივი მეცნიერი , რომელმაც იდეალებს შესწოირა თავისი ტალანტი, და რომელსაც გავუმხილე ჩემი სურვილი სწავლა სადმე დაწყობილ ქეყანაში გამეგრძელებინა,  დამეხმარა რომ , ოკეანისგაღმა ერთერთ ცნობილ საწავლებელში მესვა სიბრძნის ნექტარი.  Aრ მოგიყვები დიდო მეფეო ყველა იმ გასაწირის შესახებ, რაც იქ გადავიტანე, აღმოჩნად გაჭირვებამ გამაძლიერა, ვმუსაობდი და ვსწავლობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი იმდენს რომ , საკვები მქონოდა და ალაგი ღამის სათევად.
ხოდა , ეგრე გაიარა სწავლისა და შრომის წლებმა, და აღმოჩნდა რომ კარგად მისწავლია , ტურმე ისე კარგად რომ შემომთავზეს იქვე დავღცენილიყავი, სამუშაოდ
ისე მოხდა რომ იმ სასწავლებლში თავად დავიწყე სხვისი  სწავლება, მერე ნელნელა სხვა საწავლებიდან მოდიოდა მოწვევები, რომ მათთანაც წამეკითხა ლექციები,
თურმე რაღაც აღმოჩენებიც გამიკეტებია და ამბავი შეიქმნა , რომ რაინდ  სანდროს,
თითქმის ყველა სამეცნიერო-სარაინდო შეჯიბრებაზედ  იწვევენ და და თხოულობენ.
ახლაც მივატოვე რაინდთა შეჯიბრი და სამშობლოს  დანატრებულმა ვამჯობინე
რამდენიმე თავისუფალი დღე , ჩემს ახლობლებში და შინაურ სარაინდო წრეში გამეტარებინა, და ეხლა  გამოცდად მდგარი ველი შენს ბრძნულ არჩევანს კარგდთა  და უკეტესთა შორის.


                                                      გასაგრძელებელი
                                                                             

     



     


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები