ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2012


ტურაშვილებს დეზოსაგან

გულს მიხარებს თქვენი ხილვა,
თქვენთან ერთად საუბარი,
არარსებობს დაბრკოლება,
ერთობისთვის გაუვალი.

ვიყოთ ერთად ჭირში - ლხინში,
ერთი სისხლით ერთი სულით,
რაც ერთობას დასჭირდება,
მოვეკიდოთ მთელი გულით.

სიკეთის გზა გავიაროთ,
რომ მივიდეთ ახლოს ღმერთთან,
სიმართლეა ამის წყარო,
ჯერ თავთან და მერე ერთან.

თუ ომია მტერი ვკაფოთ,
თუნდ მოვიდეს ერთზე ასი,
თუ ლხინია ვიქეიფოთ,
გამოვცალოთ ღვინის თასი.

სიყვარულში დავიფერფლოთ,
ვინაც ვიცით ამის ფასი,
სიტყვა ყველგან გვეთქმებოდეს,
სიამაყე ჟღერდეს ხმაში.

არ მოგვაკლდეს ღვთის წყალობა,
ჭკუა თავში ძალა მკლავში,
ვიდიდოთ და ვიძლიეროთ,
სანამ წავალთ მაღლა ცაში.

ვიცხოვროთ სწორი ცხოვრებით,
მტერი დავტოვოთ გმობილი,
ამ ლექსს სიყვარულს დავარქმევ,
დეზო ვარ თქვენი ძმობილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები