ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2012


დე'ამარეტო

ნუ გეგონება, მარტია და წვიმა შეჩერდეს
ან სურნელება შეაკავოს - დე’ამარეტოს...
ზეცაზე ახლა რიდეა და შენც მეტყვი რიდით
„სარდაფს ვერ ვაგნებ“
- რომ სარკიდან გადაგიხატო -


შიშველი მკერდით, მოღეღილი, როგორც ეს ღამე
რა უბრალოა დავიწყება შენი მონასმის?!
ქაღალდისაა დედამიწა, ქალაქს, რომ აკმევს -
შენს სილუეტს და
- საკუთარი თავის არ მესმის.


მამაძაღლ გუმანს იდაყვს ვაცლი, ვაფხიზლებ ფიქრში,
თუმცა გაჭირდა ყველა გზა და ვხატავ ეკლიანს,
პურს, ღვინოს, ძმას და სხვა ყოველი მრუდე გზას იჩრის
სასულეში და
- აღარ ვიცი, ვის სად ელიან.


შეგრძნება დამყვა წვიმიანი, როგორც ეს წვიმა,
ტკბილია, მოტკბო, შაქრიანი - დე’ამარეტო...
ჩემს ხის სარდაფში ყოველ ღამით კატები წვანან,
გამიჭირდება...
- ახლა ლურჯი თვალებით გხატო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები