თოვს და თეთრად შეიფიფქნენ მთები, რა ლამაზად ბარდნის დიდრონ ფიფქებს, გაუნძრევლად ვდგავარ ერთი ფიქრით, არ გამწიროს, დამიბრუნდეს იქნებ... თოვს, წაშალა თოვლმა უკვე სრულად ნაფეხური მაგ პატარა ფეხის, შენი წასვლით ჩამობნელდა ჩემთვის, შენი წასვლა გავარდნაა მეხის. თოვს და გულშიც შემეპარა თოში, ეგ სიცივე უშენობას მოაქვს, არ მახარებს სილამაზე ირგვლივ, არც ფანტელთა საოცარი თოვა. თოვს და თეთრად დაიყურსნენ მთები, არა, თოვამ სულ არ გადაიღო, ვხედავ, კარგო, რომ აღარსად ჩანხარ დავიჯერე, განშორება იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. სადაა და გულწრფელი, კარგია! სადაა და გულწრფელი, კარგია!
12. ლექსი მთვარია იგრძნო და არა წვრილმანები და წვიმები ღრუბლიან ამინდში.:-) მე მომეწონა, გიწერთ +(თქვენ თვითონ ჩაიწერეთ ქულა რამდენიც გენებოთ) :-) ლექსი მთვარია იგრძნო და არა წვრილმანები და წვიმები ღრუბლიან ამინდში.:-) მე მომეწონა, გიწერთ +(თქვენ თვითონ ჩაიწერეთ ქულა რამდენიც გენებოთ) :-)
11. მაპატიე, რატომღაც ჩავთვალე, რომ ქალის პოზიციიდან წერდი... :) კაცის "ტყავი" თუ მოირგე ლექსში, მაშინ - გასაგებია... :) მაპატიე, რატომღაც ჩავთვალე, რომ ქალის პოზიციიდან წერდი... :) კაცის "ტყავი" თუ მოირგე ლექსში, მაშინ - გასაგებია... :)
10. ალბათ ყველას ქონია ლექსში გადმოცემული განცდა. +++5555 ალბათ ყველას ქონია ლექსში გადმოცემული განცდა. +++5555
9. თოვლმა წანისლა იმედი, გული ლოდინმა დალია, მე ვნაღვლობ, შენ არ განაღვლებს, ეს რანაირი დარია? თოვლმა წანისლა იმედი, გული ლოდინმა დალია, მე ვნაღვლობ, შენ არ განაღვლებს, ეს რანაირი დარია?
8. გულწრფელია და უბრალო!
++ გულწრფელია და უბრალო!
++
7. :) პატარა ფეხი არ შეიძლება გოგონას ეკუთვნოდეს? ეს შეყვარებულთა დაშორებაზეა:)) :) პატარა ფეხი არ შეიძლება გოგონას ეკუთვნოდეს? ეს შეყვარებულთა დაშორებაზეა:))
6. ძალიან კარგია! :) + ძალიან კარგია! :) +
5. :(:(:(:( ლამაზია .. მე მომეწონა ძალიან :) +2 :(:(:(:( ლამაზია .. მე მომეწონა ძალიან :) +2
4. მანანა, ბავშვი დაიკარგა ამ ლექსში? ცოტა გაუგებარია ლექსის დედააზრი. ლამაზად და ხვავრიელად რომ თოვს, ეს მხოლოდ გაფორმებაა ლექსის და... დედააზრი - ვერ გავიგე...
ან, იქნებ, მხოლოდ მე არ მესმის? :((( მანანა, ბავშვი დაიკარგა ამ ლექსში? ცოტა გაუგებარია ლექსის დედააზრი. ლამაზად და ხვავრიელად რომ თოვს, ეს მხოლოდ გაფორმებაა ლექსის და... დედააზრი - ვერ გავიგე...
ან, იქნებ, მხოლოდ მე არ მესმის? :(((
2. თოვს, წაშალა თოვლმა უკვე სრულად ნაფეხური მაგ პატარა ფეხის, სად წასულა პატარა?...თოვლში თანაც...:-* თოვს, წაშალა თოვლმა უკვე სრულად ნაფეხური მაგ პატარა ფეხის, სად წასულა პატარა?...თოვლში თანაც...:-*
1. ნუთუ მართლა განშორება იყო . . . ნუთუ მართლა განშორება იყო . . .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|