ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

== ჩემი სახლი ==

ჩემი  სახლი, ზღვასთან რომ კლდეა, იმის წვერზე დგას-
გადაჩეხვაზე.
მე და ის, ერთად, ვეთამაშებით ბედს და შემთხვევას.
აღმოსავლეთის ფანჯრებიდან ვრცელი ველი ჩანს -
ნასახლარებით.
ობმოდებული ნანგრევების
ჭრელ მოზაიკებს ბინდი ერევა.
და დასავლეთის
სარკმელს მიმდგარი, უთუოდ, ვფიქრობ
ზღვაში ჩამხრჩვალი მანათობლის
გადარჩენაზე.
კიდევ კარგი, რომ სარწეველა მაქვს.
არ მოსჩანს გზები იქით, სადაც ვიცხოვრებ ბოლოს.
ოსტით - ვრცელ ველზე დაფანტულან 
ქვა – ფიგურები.
ვაკეთებ სვლებს და  ახლაც ვებრძვი,
არ ვეპუები–
ვიღაც უხილავს, თითქოს, კაცთან განგებ რომ  ომობს.
თამაში...
სვლები...სვლები...
შამათი...
და თითოეული წაგებული თუ მოგებული
პარტიის შემდეგ
ვესტით - მზის ზღვაში ჩალბობას ვხვდები.

...
დღითი-დღე, მეტად ვემსგავსები დაღლილ მამაჩემს.
სარკეს კი,ახლა, დამტვერილი,  შავი  აქვს ფსკერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები