ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2012


მოთმინების შარფი

მოთმინების შარფი
მოენატრა
დედაქალაქს სითბო,
მოჰფენია
გულს სხივების სიმსხო,
ახლოვდება
გაზაფხულის სიტკბო,
გულში დაჰქრის
მოგონების სიო.
რა კარგია
სიზმართხედვის ღამე,
გიყვარს,
ელი,
გეფერება თანვე...
ლამაზია
ნაზ ბგერების სმენა,
უხარია
გულს სიმების ჟღერა...
მიყვარს
ჩემი მეგობრების ცქერა,
მწამს,
რომ ღმერთი
მეხმარება ყველგან!
ვიმოსები
მოთმინების შარფით,
მჯერა, თმენით
მეც მივაღწევ წადილს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები