ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2012


ძველი "ლექსებიდან"

სიზმარი?!..არა, არ მინახავს,
თვალით, არ მინახავს, გეფიცები.
ჰოდა,მარტის რისხვას ამარიდე,
წელში მომხრიან და ვერ მიშველი..

მოდი,ჯებირები გამიმაგრე სულის,
შემიბერე შენი სუნთქვა.
გესმის?!სუფთა ჰაერს ვსაჭიროებ,
ძილმოხდილი ჰავით ვეღარ ვსუნთქავ.

გავცდე,როგორ მინდა ყველა საზღვარს.
ნაბიჯით ერთი, ანდა, სულაც ორი.
შენმა სივრცეებმა აღიკევეთეს –
ჩემი სივრცეები თანასწორი.

წრედი იყოს თუ გინდ ოთკუთხედიც,
გახაზე, ან სულაც მომინიშნე –
სიბრტყე – სადაც უნდა ვიარსებო.
ზღვარი სადაც უნდა მოგივიდე

(ანუ წამოვიდე და შევჩერდე..)

მიზნად მინდა ისევ დაგისახო,
ნატვრად ჩაგითქვა და არ ასრულდე.
ქვეყნად ყველაფერი ამაოა,
რასაც შეუძლია, რომ დასრულდეს.

ჰოდა, წამოვალ და არ მომიშვა,
ახლოს არ მომისვა არასოდეს,
ჩემგან რატომ გიკვირს ყველაფერი,
როცა შენვე მიწყობ კატასტროფებს.

მოდი, დროის გეგმა შემიდგინე,
როგორ ვიარსებო პერიმეტრში.
თავად ისევ განზე გამიდექი,
მეტრები აზომე დიამეტრით,

ანუ მარტივ წრედში მომაქციე,
სადაც გავიქცევი ყველგან იყო
და გაღვიძებამდე მომაგენი,
სიზმრები რომ ცხადშიც წამოვიღო...


              ###
სიზმრებს აყოლილი პრელუდია
გახდი,გაგირთულდა ხასიათი.
დღეებმა ჰაერი აიტკიეს –
ვგონებ შეეყარათ – გიჟი მარტი.


ხვდები როგორ გიჭის უჩემობა,
უფრო თავად გერქვას დღესაც – ჩემი.
ქუჩები ხმაურზე დაიგეშნენ
და მზერა გაუხდათ ალმაცერი..

ფოთლებს აპარებენ ქაოტურად,
ხეები ქარისკენ...
ვმეორდები...
შენი ჭირვეული ნატურიდან
– როდის გამოაღწევ გელოდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს